მართლმსაჯულება
აირჩიეთ წელი:
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
2013-11-28
სააპელაციო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისიტრის, ბაჩანა ახალაია საქმის განხილვა დასრულდა
თბილისის სააპელაციო სასამართლოში ბაჩანა ახალაიას საქმის განხილვა დასრულდა. მოსამართლეთა შემადგენლობამ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოში გამართლებული პირების საბოლოო სიტყვები მოისმენა. სასამართლო განაჩენს 4 დეკემბერს გამოაცხადებს.
2013-11-26
სტრასბურგის სასამართლო იუსტიციის სამინისტროს ჯემალ წიკლაურის საქმის ხელახალი განხილვის რეკომენდაციით მიმართავს
სტრასბურგის სასამართლომ საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, იუსტიციის სამინიტროს საქმეზე ,,ჯემალ წიკლური საქართველოს წინააღმდეგ“ საქმის ხელახალი გამოძიებისკენ მოუწოდა. წიკლაური საქართველოს წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებს, კერძოდ კი, ირაკლი ოქრუაშვილს და შიდა ქართლის გუბერნატორ მიხეილ ქარელს ქონების ჩამორთმევაში ადანაშაულებს.
2013-11-22
სააპელაციო სასამართლოში ბაჩო ახალაიას საქმის განხილვა სრულდება
თბილისის სააპელაციო სასამართლოში ბაჩო ახალაიას საქმის განხილვა დასასრულს უახლოვდება. შემდეგ პროცესზე მოსამართლე საქმეზე გამართლებული პირების საბოლოო სიტყვებს მოისმენს, რის შემდეგაც სასამრთლომ განაჩენი უნდა გამოიტანოს. ბრალდების მხარემ სააპელაციო სასამართლოში ბაჩო ახალაიასა და მასთან ერთად ბრალდებულებისათვის თბილისის საქალაქო სასამართლოში 1 აგვისტოს გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი გაასაჩივრა.
2013-11-22
რა ხდება ქუთაისის ციხეში? - GCRT კვლევის შედეგებს აქვეყნებს
"არასათანადო სამედიცინო მომსახურება, ფიზიკური და ფსიქიკური პრობლემები, არაჰუმანური დამოკიდებულება მედ-პერსონალის მხრიდან, C ჰეპატიტით და დიაბეტით დაავადებული ათობით ადამიანი" - "წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი" (GCRT) სასჯელაღსრულების მე-2 დაწესებულებაში არსებული ვითარების კვლევის შედეგებს აქვეყნებს.
2013-11-21
მერაბიშვილის სასამართლო პროცესზე „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ანგარიშს მტკიცებულებად განიხილავენ
ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიში 2011 წლის 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით, ვანო მერაბიშვილის სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებად არის წარდგენილი. აღნიშნული შესახებ, 19 ნოემბრის სხდომაზე, ბრალდების მხარემ მტკიცებულებათა ნუსხის წარდგენის ეტაპზე განაცხადა.
2013-11-20
სასამართლომ ნიკა გვარამია და ალექსანდრე ხეთაგური თელასის საქმეზე უდანაშაულოდ ცნო
14 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას და მასთან ერთად ბრალდებულების წინააღმდეგ სასამართლო განხილვა დასრულდა. მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა და ბრალდებულები ყველა წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო.
2013-11-20
სერგო თეთრაძის გარდაცვალების ეპიზოდზე სასამართლოში ბრალდებულები დაიკითხნენ
თბილისის საქალაქო სასამართლოში 13 ნოემბერს მეგის ქარდავას და მასთან ერთად ბრალდებულების სასამართლო სხდომა გაიმართა. პროცესზე სერგო თეთრაძის გარდაცვალების ეპიზოდთან დაკავშირებით ბრალდებულები, ოლეგ ფაცაცია, ვიქტორ ყაჭეიშვილი, რატი მგელაძე, ზვიად კაპანაძე და სერგო ბიწაძე დაიკითხნენ.
2013-11-20
ღარიბაშვილის თქმით, ადამიანების უგზოუკვლოდ დაკარგვის საქმეებზე გამოძიება მიმდინარეობს
მომავალმა პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ წინა ხელისუფლების დროს „რამდენიმე ასეული ადამიანი“ უგზოუკვლოდ გაუჩინარდა.
2013-11-19
ბაჩო ახალაიას საქმეზე სააპელაციო სასამართლოში ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოადგინა
2013-11-18
კუდის კახეთის სამმართველოს ყოფილი უფროსის სასამართლო სხდომა უკვე მეოთხედ გადაიდო
12 ნოემბერს თელავის რაიონულ სასამართლოში, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს ყოფილი უფროსის, ზურაბ ლალიაშვილის საქმის განხილვა მისი გამოუცხადებლობის გამო უკვე მეოთხედ გადაიდო. როგორც ბრალდებულის ადვოკატი მამუკა მიროტაძე აცხადებს,ზურაბ ლალიაშვილი ავად არის.
2013-11-12
რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს მოქალაქის სარჩელს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განიხილავს
ადამიანის უფლებათა ცენტრში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარმოებულ საქმეზე, „გამსახურდია რუსეთის წინააღმდეგ“, პრესკონფერენცია გაიმართა.
2013-11-12
პოლიციელის დაჭრაში ეჭვმიტანილი დაკავებულია
2013-11-07
გამსახურდია რუსეთის წინააღმდეგ!
8 ნოემბერს, 14:00 საათზე, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზში ადამიანის უფლებათა ცენტრი მართავს პრესკონფერენციას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარმოებულ საქმეზე Gamsakhurdiya vs Russia.
2013-11-05
შემოდგომის ბუზი
პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ ბოლო დროს გამოცემული შეწყალების აქტების გაცნობისას, შეუძლებელია, არ გაგვახსენდეს შემოდგომის ბუზი, რომელიც ჩვეულებრივზე უფრო მწარედ იკბინება.
[1] 2
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ბლოგი
მე აფხაზეთში მელიან
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
რედაქტორის აზრი
ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას