მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
2008 წლის ანგარიში სხვადასხვა ქვეყნებში ადამიანის უფლებების შესახებ
27 თებერვალი, 2009
მომხსენებელი: სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი აშშ დეპარტამენტი ანგარიშების გამოქვეყნებისას აქვეყნებს ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ მას ყურადღებით ეცნობიან როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო დონეზეც. პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა ამ დღეებში, “ჩვენ უარს ვამბობთ არჩევანზე უსაფრთხოებასა და ჩვენს იდეალებს შორის, როგორც მცდარზე.” ჩვენს მოქმედებებზე საერთაშორისო დონეზე გაკეთებულ შეფასებებს – იმისდა მიუხედავად, ეს შეფასებები მთავრობების მიერ არის გაკეთებული თუ არასამთავრობო სექტორის მიერ - არ მივიღებთ როგორც ჩვენს შიდა პოლიტიკაში ჩარევას და არც სხვა მთავრობებმა უნდა ჩათვალონ საკუთარი მოქმედება, როგორც ჩარევა სხვის შიდა პოლიტიკაში.
მოქალაქე გორის ჰოსპიტალს გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას სთხოვს
27 თებერვალი, 2009
გორის ჰოსპიტალში მკურნალობის შემდეგ მოქალაქე ჯემალ წიკლაური მიიჩნევს, რომ მისი უფლებები მედიცინის მუშაკებმა შელახეს. წიკლაურის განცხადებით, ჰოსპიტალში განვლილი მკურნალობიდან მას სასწრაფო ოპერაცია რამდენიმე დღეში დაჭირდა.
პოლიტიკური პატიმრები საქართველოში
27 თებერვალი, 2009
საქართველოს სინამდვილისათვის პოლიტპატიმრების თემა კვლავ აქტუალურია. ხელისუფლების მიერ „დემოკრატიის“ და „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების“ აღიარების მიუხედავად ხელისუფლების კრიტიკა, ხშირ შემთხვევაში სამართლიანი, სახიფათო საქმეა. ბუნებრივია, რომ ხელისუფლება არ აღიარებს პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნის ფაქტებს, საკუთარი იმიჯის შელახვის საშიშროების გამო. სრული ვერსია
დასაქმების პროგრამა ყოფილ დეპუტატებზე წარმატებით ხორციელდება
25 თებერვალი, 2009
აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი დეპუტატებიდან უმრავლესობა ისევ აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებაში დასაქმდნენ. აჭარის ა.რ უმაღლესი საბჭო, სოფლის მეურნეობის, ფინანსთა და ეკონომიკის, განათლების სამინისტრო და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო _ ეს ის საჯარო სტრუქტურებია, სადაც ყოფილი 30 დეპუტატიდან, ზოგი ისევ უმაღლესი საბჭოს ამჟამინდელი დეპუტატია, ხოლო 12 მათგანი მოადგილედ, თანაშემწედ და ზოგიც მრჩევლებად დასაქმდნენ. ხოლო მათი სარგო 885 ლარიდან _ 1 500 ლარს შეადგენს.
დამწვარ სახლებზე კომპენსაციები აგვიანებს
25 თებერვალი, 2009
გორსა და გორის რაიონში რუსეთის აგრესიის შედეგად 300-ზე მეტი სახლი დაიწვა და დაინგრა. ხელისუფლებამ იმ სახლების მეპატრონეებს, რომლის რეაბილიტაციაც 20 000 ლარზე მეტი ჯდებოდა კომპენსაციები გადასცა 15 ათასი დოლარის ოდენობით. თუმცა კომპენსაცია ყველა სახლის მეპატრონეს არ მიუღია. ის ადამიანები, რომლებსაც ხელისუფლება არ დახმარებია ნათესავებთან ცხოვრობენ. მათი თქმით, ისინი ხელისუფლებისგან არც სხვა სახის დახმარებას იღებენ.
გურამ შარაძის საქმის გამოძიებაში ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილი ერთვება
24 თებერვალი, 2009
აკადემიკოს გურამ შარაძეს 2007 წლის 20 მაისს თბილისში, მელიქიშვილისა და შანიძის ქუჩების გადაკვეთაზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან სამჯერ ესროლეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად იგი ადგილზევე გარდაიცვალა. მკვლელობა დაახლოებით 20 საათსა და 30 წუთზე მოხდა და მას ჰყავდა მოწმეები, მათ შორის - საპატრულო პოლიციის თანამშრომლები: ლევან ბოჭორიშვილი და რობერტ პანიევი. შესაბამისი კადრები მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარე სადაზღვევო კომპანია "ლდაგის" ვიდეოთვალმაც ასახა.
კახეთის გუბერნატორმა დამოუკიდებელ ჟურნალისტებს ბოიკოტი გამოუცხადა
23 თებერვალი, 2009
კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი დამოუკიდებელ ჟურნალისტებთან აღარ თანამშრომლობს. სამხარეო ადმინისტრაციის "შავ სიაში" ის კორესპონდენტები მოხვდნენ, რომლებიც გუბერნატორის საქმიანობას აკრიტიკებენ და ადგილობრივ ხელისუფლებას დარღვევებში ამხელენ.
ქსნის ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში პატიმრებს აწამებენ
23 თებერვალი, 2009
"აქამდე ისე გვექცეოდნენ, როგორც ცხოველებს. საკვებად უცხიმო სუპს გვაძლევდნენ, ეხლა რაც შეიძლება მეტ მარილს აზავებენ, რომ ვერ ვჭამოთ და ნარჩენებით საკუთარ ფერმებში ღორები გამოკვებონ. ან თუ შევჭამთ, წყალი მოგვწყურდეს, წყალს კი არ გვაძლევენ. ხმის ამოღების შემთხვევაში გვაგინებენ. გვცემენ მომსახურე პერსონალის და პოლიციის თანამშრომლებიც. ექიმები ყურადღებას საერთოდ არ გვაქცევენ, მალე მოკვდებითო, მარტო ამას ამბობენ".
ყაჩაღობა თუ ცრუ დასმენა
20 თებერვალი, 2009
ეროვნებით ქურთი სლავა ბუკავაძე, მასთან ერთად მისი ძმა, რუსლან ბუკავაძე და მათი მეგობარი ნიკა ხრუშოვი ჯგუფური ყაჩაღობის მუხლით გაასამართლეს. ძმებს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და 7 ათასი ლარი ჯარიმა მიესაჯათ.
გორის რაიონში მარადიორობის ფაქტები ისევ გრძელდება
19 თებერვალი, 2009
ბუფერული ზონის სოფლები იმის მიუხედავად, რომ დაბომბვას აღარ განიცდიან ისევ შიშის ქვეშ ცხოვრობენ. კონფლიქტისპირა სოფლებში სროლები ყოველ საღამოს ისმის, მოსახლეობა დაძაბულია და თავს ნათესავებთან, გვერდით სოფლებში აფარებს.
ხელისუფლებამ დევნილებს საკვები პროდუქტების მიწოდება შეუწყვიტა
18 თებერვალი, 2009
გორის მე-10 საბავშვო ბაღში ჩასახლებულ დევნილებს ელემენტარული საარსბო საშუალება არ აქვთ. დევნილებისთვის, რომლებსაც ომის შემდეგ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნათ ექიმთან მისვლას და წამლის შეძენას ვერ ახერხებენ.
ლაპარაკი საქმის ნაცვლად
18 თებერვალი, 2009
რეგიონებში ადმინისტრაციული ხარჯები 10%-ით გაიზარდა კახეთში, რამდენიმე მუნიციპალიტეტის გარდა 2009 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი თითქმის ყველა საკრებულომ მიიღო და დაამტკიცა. მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ – მინისტრის მითითებით, ფინანსთა სამინისტრომ საბიუჯეტო ორგანიზაციებს ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება დაავალა, მუნიციპალიტეტებში ადმინისტრაციული ხარჯების ოდენობამ ბიუჯეტის საერთო თანხის 25 პროცენტიდან 30 პროცენტს გადააჭარბა. პრეზიდენტის ბრძანებულებით ადგილობრივმა ჩინოვნიკებმა სასწრაფოდ გაიზარდეს ხელფასები დოკუმენტით გათვალისწინებული თანხის მაქსიმალურ ოდენობამდე.
შალიკაშვილების დახურული პროცესი
17 თებერვალი, 2009
და-ძმას, ნათია და თენგო შალიკაშვილებს ჯგუფურ ყაჩაღობაში ედებათ ბრალი. მათ წინააღმდეგ საქმეში მტკიცებულებად მხოლოდ ორი მოწმისა და დაზარალებულს ჩვენებაა. სისხლის სამართლის საქმეა აღძრული ბრალდებულთა დედაზეც, მოწმის მოსყიდვის ბრალდებით. შალიკაშვილების სასამართლო პროცესი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლევან თევზაძემ პროკურორის შაუმდგომლობის საფუძველზე დახურა. პროცესის გახსნას, განსასჯელი მხარის მოთხოვნის მიუხედავად, განაჩენის გამოცხადებამდე არ აპირებენ.
დემოკრატიის შუქურა გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ
17 თებერვალი, 2009
საქართველოს სახალხო დამცველის ინსტიტუტის დაარსების საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით თბილისში 11-12 თებერვალს საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის დასკვნით დღეს რადიო "თავისუფლების" ჟურნალისტმა ია ანთაძემ და სტუდია "რეპორტიორის" ხელმძღვანელმა ვახო კომახიძემ უცხო ქვეყნების ომბუდსმენებს საქართველოს მედია სივრცეში დღეს არსებული რთული ვითარება და ჟურნალისტთა უფლებების დარღვევის კონკრეტული ფაქტები გააცნეს. ანთაძის და კომახიძის მოხსენებებს რეგიონულ ტელემაუწყებელთა ასოციაცია განცხადებით გამოეხმაურა და მოხსენებებში მოყვანილი ფაქტები რეგიონული ტელეკომპანიების დისკრედიტაციის მცდელობად შეაფასა.
დუხობორების შემდეგ რუსეთს საქართველოდან მალაკნებიც მიჰყავს
16 თებერვალი, 2009
დუხობორების შემდეგ რუსეთის ხელისუფლება საქართველოში მცხოვრები მალაკნების წაყვანასაც გეგმავს. როგორც მალაკნებმა ჩვენთან საუბარში აღნიშნეს, რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროდან, საცხოვრებლად რუსეთის ფედერაციაში, კერძოდ კი, კრასნოდარის მხარეში გადასვლის შესახებ შეთავაზება უკვე მიიღეს და ამ დროისთვის დოკუმენტებს აწესრიგებენ. მათივე თქმით, გაუსაძლისი მდგომარეობის და ეთნიკურ ნიადაგზე წარმოქმნილი სხვადასხვა პრობლემების გამო, საქართველო უკვე დატოვა ასობით მალაკანმა.
დაზარალებული კუთვნილ კომპესაციას ითხოვს
16 თებერვალი, 2009
45 წლის თენგიზ ბიბინეიშვილმა ტრავმა სამუშაო მოვალეობის შესრულების დროს მიიღო. საქმეზე აღძრული სისხლის სამართლის საქმე კი ამნისტიის გამო შეწყდა. საქმეში დაზარალებულ ბიბინეიშვილს კი კომპესაცია ჯერ კიდევ არ მიუღია.
ომში დაღუპულთა ნათესავები სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვენ
16 თებერვალი, 2009
ზემო ნიქოზისა და ზემო ხვიტის მოსახლეობის განცხადებით, ხელისუფლება მათ ყურადღებას არ აქცევს. მოსახლეობა არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებას მიესალმება, თუმცა მათთვის გაუგებარი რჩება, თუ რატომ არ ზრუნავს სახელმწიფო ომში დარუპულთა ოჯახებზე. განსაკუთრებით მძიმეა იმ ადამიანების მდგომარეობა, რომლებმაც საომარი მოქმედებების დროს მარჩენალი დაკარგეს.
ტელეკომპანია „მაესტრო“ დახმარებას ითხოვს
13 თებერვალი, 2009
საკაბელო ტელეკომპანია ”მაესტროს” დამფუძნებელი და გენერალური პროდიუსერი მამუკა ღლონტი აცხადებს, რომ მის ტელეკომპანიას დარბევა ემუქრება. როგორც ღლონტმა გაზეთ ”რეზონანსს”განუცხადა, გადაცემა ”საკანის” ეთერში გასვლის შემდეგ, ”მაესტროში” გამაფრთხილებელი შინაარსისა და მუქარის შემცველი სატელეფონო ზარები მომრავლდა, ამასთან, მას უკავშირდებიან ”მეგობრები” სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტიდან და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტიდან და მოსალოდნელი საფრთხის შესახებ აფრთხილებენ.
ბუფერული ზონის მოსახლეობა ბანკის ვალებს ვერ იხდის
12 თებერვალი, 2009
აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს შიდა ქართლის მოსახლეობამ არა მხოლოდ სახლები დაკარგა, არამედ იმ საშიშროების წინაშეც აღმოჩნდნენ, რომ ბანკიდან აღებული ვალების გამო შესაძლებელია ციხეშიც აღმოჩნდნენ. მოსახლეობამ საომარი მოქმედებების დროს მოსავალი ვერ მიიღო შესაბამისად აგრარულ სფეროში დიდი კრიზისია.
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი-ევროპა და ცენტრალური აზია 2008-ანალიზი
12 თებერვალი, 2009
ტელევიზიის დაპყრობა ქვეყნის კონტროლისათვის როდესაც საქართველო და რუსეთი დაუპირისპირდა ერთმანეთს აგვისტოში სამხრეთ ოსეთში ბევრ ადამიანს გაუჩნდა ასოციაცია, რომ ბიბლიური დავითი და გოლიათი შეებნენ ერთმანეთს - რეფორმატორი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ახალი დემოკრატიის საქართველო და რუსეთის ავტორტარული რეჟიმი, რომელსაც ანგარიშიანი პუტინი მართავს.