სტატია
17 ნოემბერი, 2009
ამასწინათ, ერთ-ერთმა გადაცემამ, რომელიც ყველაზე არაპრემიალურ საეთერო დროს გადის პირველი არხით, მცირე ტოკ-შოუ მიუძღვნა თბილისის განვითარების გენერალურ გეგმას, სადაც ერთმა ჩინოსანმა, გეგმის განსახილველად tbilisi.gov.ge-ზე დაგვპატიჟა მაყურებლები და ლამის შემოგვეხვეწა, მობრძანდით და მიიღეთ მონაწილეობა კამათშიო. საიტზე შესულს გეგმა, მართალია, პირველ გვერდზე დაგვხვდა, მაგრამ სამაგიეროდ, ამ აჭრელებულ საიტზე ვერანაირი საჯარო სივრცე ვერ აღმოვაჩინეთ, სადაც საკუთარი აზრის გამოხატვა იქნებოდა შესაძლებელი. უფრო მეტიც, გეგმა მხოლოდ PDF ფაილად „ეგდო“ და საძიებო სისტემითაც, რაც არ უნდა გეძებნათ, „გენერალურ გეგმას“ ვერ იპოვიდით.