მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
ჩეჩენი ლტოლვილები მესამე ქვეყანაში წასვლას ითხოვენ
4 მაისი, 2005
პანკისში მცხოვრები ჩეჩენი ლტოლვილები უკმაყოფილონი არიან საქართველოში გაეროს ლტოლვილთა კომისარიატის მუშაობით და მისი საქმიანობის გამოძიებას ითხოვენ.
სად გადის საქართველო-სომხეთის საზღვარი?
21 აპრილი, 2005
საქართველო-სომხეთის საზღვარზე სომეხმა მესაზღვრეებმა ცეცხლი გახსნეს ქართული ტელეკომპანია „მზის“ გადამღები ჯგუფის მისამართით. ჟურნალისტებისთვის ცნობილი გახდა, რომ საზღვარი 300 მეტრით არის გადმოწეული და სომხეთის ტერიტორიაზე მოხვდა ძველი ქართული მონასტერი ხუჯაბი, რომლის გადაღებას მოჰყვა გამაფრთხილებელი გასროლები სომეხი მესაზღვრეების მხრიდან.
ხელისუფლების რეიტინგი დაეცა - საზოგადოების უნდობლობა იზრდება
19 აპრილი, 2005
2004 წლის საშუალო მონაცემებთან შედარებით, 2005 წელს ქვეყანაში განვითარებული მოვლენებით უკმაყოფილო ამომრჩეველთა რიცხვმა თითქმის ორჯერ მოიმატა. ცენტრ "გორბი"-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები ცხადყოფს, რომ პრეზიდენტის რეიტინგი საგრძნობლად დაეცა, მან გასული 6 თვის განმავლობაში ამომრჩეველთა 25% დაკარგა.
მერია „ბულდოზერებით“ ამსხვრევს დევნილების იმედებს
15 აპრილი, 2005
აფხაზეთის დაცემის შემდეგ, იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილების პრობლემა დღემდე გადაუჭრელი რჩება. ისედაც არსებულ პრობლემას ემატება ისიც, რომ ქალაქის მერის ინიციატივით, აფხაზეთიდან დევნილი კიდევ 120-მდე ოჯახი რჩება უსახლკაროდ.
საქართველო: წამება კვლავ დაუსჯელი რჩება
13 აპრილი, 2005
„ვარდების რევოლუციის“ პერიოდიდან მოყოლებული, რომელმაც 2003 წელს ქვეყნის სათავეში ახალი ხელისუფლება მოიყვანა, ქართულმა სამართალდამცავებმა ვერ მოახერხეს სამართალდამცავ სტრუქტურაში არსებული და ფართოდ გავრცელებული წამების ფაქტების აღკვეთა, -აცხადებს „Human Rights Watch“ პრესბრიფინგზე.
უკანონო პატიმრობის კიდევ ერთი მსხვერპლი
8 აპრილი, 2005
სამოქალაქო ავიაციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, ზურაბ ჭანკოტაძის უფლებების შელახვა მისი დაკავების დღიდან დაიწყო. იგი თითქმის ერთი წელია, რაც უკანონო პატიმრობაში იმყოფება და სასამართლო პროცესი მისი დაპატიმრებიდან ერთი წლის თავზე გაიმართა.
თავდაცვის სამინისტროს უკანონობას შეწირული ადამიანები
6 აპრილი, 2005
საკადრო ცვლილებები თავდაცვის სამინისტროში სერიოზული დარღვევებით ხორციელდება, რომელთა გამოსწორებასაც სამინისტროს ადმინისტრაცია უკანონო მეთოდებით ცდილობს. 2004 წლის ზაფხულში მინისტრის ბრძანებით, 6 სამხედრო მოსამსახურე ქალი, რომლებიც იმ დროს დეკრეტულ შვებულებაში იმყოფებდნენ, გათავისუფლებულ იქნენ დაკავებული თანამდებობიდან.
HRW-ის მიმართვა საქართველოს პრეზიდენტს
1 აპრილი, 2005
ჩვენ გწერთ დღეს, რათა გამოვხატოთ ჩვენი აღშფოთება არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანთა უფლებებისათვის“ (FPPHR) წევრების შეურაცხყოფისა და შევიწროების გამო...
ახალი ხელისუფლების ძველი მანკიერებანი
31 მარტი, 2005
უკანონო დაპატიმრებები, გამოძიების მიმართ მიკერძოება, აღიარებითი ჩვენების მოპოვების მიზნით დაკავებულთა წამება და მათი ღირსების შელახვა სამართალდამცავ ორგანოების აპრობირებულ და კარგად ათვისებულ მეთოდად რჩება. საქმე ეხება მოქალაქე დ.მ., რომელსაც პირადი ანგარიშწორების იარაღად იყენებენ მ. და ვ. ნ.-ების წინააღმდეგ.
ეროვნება - ქვეყანაში შემოსვლის საშვი
31 მარტი, 2005
საქართველოდან ჩეჩენი და ქისტი ეროვნების ადამიანების უკანონო დეპორტაციის ფაქტი არაერთხელ დაფიქსირებულა. გასული წლების მაგალითს საქართველოს შს სამინისტრომ კიდევ ერთხელ მიბაძა, როდესაც ამ რამოდენიმე დღის წინ ქისტი წარმოშობის ძმების ცითიაშვილების უკანონო დეპორტაცია განახორციელა.
უკანონო „მაქინაციები“ აზერბაიჯანულ თეატრში
30 მარტი, 2005
აზერბაიჯანულ თეატრში სპეციალურად მომზადებული აზერბაიჯანელი ეროვნების მსახიობების ნაცვლად, გამოუცდელი სტაჟიორები არიან, რომელთაც აზერბაიჯანული ენაც კი არ იციან. სამხატვრო ხელმძღვანელის არაპროფესიონალიზმით უკმაყოფილო მსახიობები უარს ამბობენ თეატრში მუშაობაზე, ზოგ მათგანს კი უკანონოდ ათავისუფლებენ.
რატომ გარბიან ჟურნალისტები ქვეყნიდან?
29 მარტი, 2005
ქართული სპეცსამსახურების მიერ დევნილი ქართულ-აზერბაიჯანული გაზეთის რედაქტორი ნიაზ ჰუსეინოვი საქართველოდან ბაქოში გაიქცა და იქიდან ცდილობს აღიდგინოს საქართველოში დარღვეული უფლებები და საერთაშორისო საზოგადოებას დახმარებისათვის მიმართავს.
რამდენად დაცულნი არიან საქართველოში ჩეჩენი ლტოლვილები?!
28 მარტი, 2005
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო ჩეჩენი ლტოლვილები და მისცა უსაფრთხოების გარანტიები, საქართველოში ჩეჩენი ხალხი დაუცველია, რაც არაერთხელ გამოჩნდა ბოლო წლების განმავლობაში. ხშირად აქვს ადგილი მათი უფლებების დარღვევას, პირველ რიგში კი თვით საქართველოს ხელისუფლების მხრიდან.
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი: ზეწოლა მედიაზე 2004 წელი
23 მარტი, 2005
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის მიერ გამოქვეყნდა 2004 წლის ანგარიში, სადაც ასახულია დამოუკიდებელი მედიის თავისუფლების ხარისხი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, ასევე პოსტრევოლუციურ საქართველოში ამ მხრივ არსებული მდგომარეობა.
ადამიანებით ვაჭრობაში ეჭვმიტანილი ოთხი კაცი დააკავეს
18 მარტი, 2005
რამოდენიმე დღის წინ ფინეთის საზღვარზე ავტობუსი გააჩერეს, რომელსაც 48 ქართველი ქალი სავარაუდოდ ტრეფიკინგის მიზნით დასავლეთ ევროპაში გადაჰყავდა. ფინელი მესაზღვრეები იუწყებიან, რომ 2002-2004 წლებში 1 500-ზე მეტი ქართველია გადასული დასავლეთ ევროპაში ფინეთის გავლით.
აქციებით მოსული ხელისუფლება აქციების წინააღმდეგ
18 მარტი, 2005
ხელისუფლება, რომელიც სწორედ აქციების შედეგადაა მოსული, არამც თუ არ ეთანხმება და აკმაყოფილებს გაფიცულთა მოთხოვნებს უფრო მეტიც, აქციას ძალისმიერი მეთოდებით არბევს. განათლების მინისტრი კი კომპრომისზე წასვლას მაინც არ აპირებს და სტუდენტებს ქუჩაში დგომის ნაცვლად გამოცდებისთვის მომზადებას ურჩევს.
მოვალეობებისა და ვალდებულებების შესრულება: სიტუაცია საქართველოში
16 მარტი, 2005
ევროსაბჭომ გამოაქვეყნა 2005 წლის ანგარიში, რომელშიც ასახული ინფორმაცია მოიცავს პერიოდს, როდესაც საქართველოს ხელისუფლება ცდილობს მოახდინოს ქვეყნის ინსტიტუციონალური, საკანონმდებლო და სოციალურ-ეკონომიკური მოდერნიზაცია.
უბედური შემთხვევა თუ მკვლელობა?
16 მარტი, 2005
პრემიერ- მინისტრის ზურაბ ჟვანიას ბუნდოვან ვითარებაში გარდაცვალების შესახებ კვლავ არაერთი კითხვა რჩება უპასუხოდ. როგორც დამოუკიდებელი ექსპერტები აცხადებენ, გამოძიებაზე ზეწოლაა და თავისუფალი აზრის გამოხატვა ამ საკითხზე იზღუდება.
აჭარის ტელევიზიაზე კვლავ ზეწოლაა
15 მარტი, 2005
აჭარის ტელევიზიის ახალმა ხელმძღვანელმა ნატა იმედაიშვილის საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დაბრუნებაზე უარი განაცხადა ტელევიზიაში დაპირისპირების აღმოფხვრის მიზნით. თუმცა, ქალბატონი ნატა არ ადასტურებს ჟურნალისტებთან დაპირისპირების საფრთხეს.
საქართველოში დანაშაულთა რაოდენობა გაიზარდა
11 მარტი, 2005
საქართველოში სამართალდამცავ სისტემაში პოსტრევოლუციური ხელისუფლების მიერ დაწყებული რეფორმა ქვეყანაში უსაფრთხოებისა და სტაბილური განვითარების გარანტია უნდა იყოს. თუმცა, სამწუხაროდ, არ არსებობს არანაირი ნიშანი იმისა, რომ რეფორმა წარმატებით ხორციელდება.