მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
მართლმსაჯულება
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
რევოლუციურ საქართველოში მოქალაქეებს საკუთრებას ართმევენ (ნაწილი I)
28 თებერვალი, 2007
ბოლო 3 წლის განმავლობაში საქართველოში კერძო საკუთრების დაცვა ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა. ამ პერიოდის განმავლობაში დანგრეული და გაჩუქებულია ასამდე კერძო საკუთრება. დანგრეული ობიექტების მეპატრონეები საქართველოში სამართალს ვერ პოულობენ და საერთაშორისო ორგანიზაციების იმედი აქვთ.
არ გვინდა გასამართლება
28 თებერვალი, 2007
სამტრედიის არასრულწლოვანთა სპეცსკოლა ერთადერთია საქართველოში, სადაც ამჟამად 33 სხვადასხვა სახის დანაშაულში ეჭვმიტანილი მოზარდი სასკოლო პროგრამასთან ერთად ახალ ცხოვრებას სწავლობს. ისინი დღეს გაფაციცებულები ადევნებენ თვალყურს ტელევიზიით თუ კერძო საუბრებში გაჟღერებულ ყველა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ არასრულწლოვნები მომავალში შესაძლოა, უფროსებივით გაასამართლონ.
პატრულების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
26 თებერვალი, 2007
მოქალაქე იგორ ჭამიაშვილის სხეულის დაზიანების ფაქტზე, საპატრულო პოლიციის კახეთის სამმართველოს თანამშრომლების ვახტანგ ზატიკაშვილისა და გიორგი ნასყიდაშვილის მიმართ, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. გამოძიებას შს გურჯაანის სამმართველო აწარმოებს.
მიწისძვრით დაზარალებულები უბინაოდ ხელმეორედ რჩებიან (დასასრული)
23 თებერვალი, 2007
რეალობაში გასარკვევად თბილისის მთავრობის სწორედ იმ წარმომადგენლებს დავუკავშირდი, რომლებიც ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს ღებულობდნენ და დოკუმენტებს აწერდნენ ხელს. მათ შორის ერთ-ერთი გახლავთ თემურ ქურხული (მაშინდელი პრემიერი), ამჟამინდელი საკრებულოს მდივანი.
ქარელის რაიონის გამგებელს ბიუჯეტის თანხების მითვისებაში ამხელენ
23 თებერვალი, 2007
,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ გორის ორგანიზაციამ ქარელის რაიონის სამი სოფლის – დირბის, ახალსოფლისა და ურბნისის საჯარო სკოლების პედაგოგების სახელით წერილი მიიღო. წერილში აღნიშნულია, რომ პედაგოგებმა 2005 წლის დეკემბერში კუთვნილი ვაუჩერის თანხა სრულად არ მიიღეს და 2006 წელს ხელფასის გარეშე შეხვდნენ.
არასრულწლოვანის პატიმრობის მიზეზი - საბავშვო ეტლი
23 თებერვალი, 2007
15 წლის გიორგი უკვე რამდენიმე დღეა პატიმრობაშია. მისი პატიმრობის მიზეზი კი წლინახევრის ძმის გასართობად, მეზობლის სახლიდან გამოტანილი, საბავშვო ეტლი გახდა. გიორგის მამა არ ჰყავს. დედის ავადმყოფობის გამო პატარა და-ძმებს ის პატრონობს. მისთვის თავისუფლების აღკვეთის შემდეგ კი ოთხი მცირეწლოვანი ბავშვი უპატრონოდაა დარჩენილი.
მიწისძვრით დაზარალებულები უბინაოდ ხელმეორედ რჩებიან ( ნაწილი III)
23 თებერვალი, 2007
ჟურნალისტური გამოძიების პირველ და მეორე ნაწილში საუბარი იყო როგორ შეასახლეს მიწისძვრით დაზარალებულები სხვადასხვა ბინებში და როგორ ასახლებენ მათ იქიდან. მესამე ნაწილი კი იმ დოკუმენტაციას ეხება, რომელიც დაზარალებულთა საქმეში არსებობს.
მიწისძვრით დაზარალებულები უბინაოდ ხელმეორედ რჩებიან (ნაწილი II)
21 თებერვალი, 2007
მას შემდეგ, რაც მიწისძვრით დაზარალებულებმა შემთხვევით შეიტყვეს, რომ მათ კანონიერად მიღებული ბინებიდან ასახლებდნენ, იფიქრეს, რომ რეალობას სასამართლო გაარკვევდა. შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდნენ. თუმცა, მანამდე დახმარება პარლამენტს სთხოვეს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელს უმაღლესი განათლებაც კი არ აქვს
21 თებერვალი, 2007
არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რაიონულ სასამართლოში უჩივის. ამჯერად მოსარჩელე საკრებულოს 2006 წლის 8 დეკემბრის იმ განკარგულების ბათილად ცნობას ითხოვს, რომლის საფუძველზეც გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლად რამაზ ქერეჭაშვილი დაინიშნა.
მიწისძვრით დაზარალებულები უბინაოდ ხელმეორედ რჩებიან (ნაწილი I)
20 თებერვალი, 2007
2002 წლის 25 აპრილის მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა რამდენიმე დღეში ისევ ბინის გარეშე დარჩება. გადაწყვეტილება მათი ამჟამინდელი ბინიდან გამოსახლების შესახებ სასამართლომ გამოიტანა. მათ ბინის დასაცლელად 15 დღიანი ვადა მისცეს.
წყალტუბოს პოლიცია გაუხსნელ საქმეებს აგროვებს
20 თებერვალი, 2007
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ქუთაისის წარმომადგენლობას მოქალაქე ლამარა გეგუჩაძემ მიმართა. გასული წლის მიწურულს ქუთაისიდან წყალტუბოს რაიონის სოფელ ბანოჯაში ჩასულ გეგუჩაძეს საკუთარი საცხოვრებელი სახლი დამწვარი დახვდა... მომხდარით დღემდე არავინ დაინტერესებულა.
დავით როკეტიშვილი: ,,მე ბორჯომის შს სამმართველოს უფროსი მდევნის”
16 თებერვალი, 2007
პოლიციელის მიერ უმწეო გოგონას გაუპატიურება ბორჯომელი დათო როკეტიშვილისთვის მთელი რიგი პრობლემების საწყისი აღმოჩნდა. დათო როკეტიშვილი ბორჯომის შს სამმართველოს უფროსისა და თანამშრომლების მხრიდან მასზე განხორციელებულ ზეწოლასა და დევნაზე საუბრობს.
კახეთში სოციალური დახმარებები არასწორად ნაწილდება
16 თებერვალი, 2007
„სიღარიბის დაძლევის პროგრამას“, რომელიც ღატაკების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზეა გათვლილი, უარყოფითად სწორედ სოციალურად უკიდურესად გაჭირვებული ადამიანები აფასებენ. ღატაკები სოცაგენტების კომპეტენტურობას ეჭვქვეშ აყანებენ და მათ კორუფციაშიც ადანაშაულებენ.
უნარშეზღუდულებს დაქორწინებას უკრძალავენ
15 თებერვალი, 2007
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1120-ე მუხლი სულით ავადმყოფებსა და ჭკუასუსტებს დაქორწინებას უკრძალავს. სახალხო დამცველი კი აღნიშნულ შეზღუდვას არ ეთანხმება და პარლამენტის თავმჯდომარეს მის გაუქმებას სთხოვს.
პატრულმა - ინსპექტორებმა დარაჯი სცემეს და შემდეგ დააკავეს
14 თებერვალი, 2007
არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს პატრული ინსპექტორების ვახტანგ ზატიკაშვილის და გიორგი ნასყიდაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს.
კანონი სარეცხის წინააღმდეგ
12 თებერვალი, 2007
საქართველოს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილი ცვლილებებით, ტრასის მხარეს სარეცხის გაფენა ფასადის დარღვევად ითვლება და მკაცრად ისჯება. ვინც აღნიშნულ მოთხოვნას არ დაემორჩილება, თბილისის ბიუჯეტის სასარგებლოდ 500 ლარის გადახდა მოუწევს, თუ პრობლემა ერთ თვეში არ მოაგვარა, 1500 ლარის.
მონების ყიდვა-გაყიდვა საუკუნის პრობლემად რჩება(ნაწილი II)
9 თებერვალი, 2007
„2006 წელი ტრეფიკინგის თვალსაზრისით სამთავრობო ღონისძიებებისთვის მნიშვნელოვანი წელი იყო. მიღებულია კანონი, რომელიც საკმაოდ ნორმალური კანონია იმის საფუძველზე, რაც ამ პრობლემის მიმართ ხდება. ამ კანონით ბევრი სიკეთის მიღება შეიძლება. მაგალითად, ხდება ტრეფიკინგის მსხვერპლთა იდენტიფიკაცია და მათ მსხვერპლის სტატუსი ენიჭებათ.(მარკ ჰულსტი)
მონების ყიდვა-გაყიდვა საუკუნის პრობლემად რჩება(ნაწილი I)
8 თებერვალი, 2007
აშშ-ს საგარეო საქმეთა სამინისტროს რეიტინგით ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მხრივ საქართველო ისევ მეორე კალათაში რჩება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადამიანები ისევ ხდებიან მონობის მსხვერპლნი, ქვეყანა კი მათ დასახმარებლად ბევრს არაფერს აკეთებს. მართალია, ადამიანების ყიდვა-გაყიდვა არა მარტო კავკასიის, არამედ მსოფლიოს პრობლემაა, თუმცა ტრეფიკერები მაინც სოკოებივით მრავლდებიან და შესაბამისად მათ ხელში კიდევ უფრო მეტი ადამიანი ვარდება.
პორნოგრაფია აღარ იზღუდება
6 თებერვალი, 2007
არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობელთა გაერთიანება“ საქართველოს კანონმდებლობიდან იმ თავის ამოღებას აპროტესტებს, რომელიც არასრულწლოვნებს მავნე ზეგავლენისგან იცავდა. კონკრეტულად კი პარლამენტის 2006 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით, კანონში „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ ცვლილებები შევიდა, რის შედეგედაც ტელევიზიებზე ყოველგვარი აკრძალვები გაუქმდა.
ქარხნის ყარაული, დაკარგული ქონება და ჩადებული ნარკოტიკი
1 თებერვალი, 2007
ასლან აბაშიძის კუთვნილი ქარხნიდან დაკარგული მილიონი დოლარის ღირებულების დანადგარების მოპარვაში ეჭვმიტანილი კოტე ასკურავა, გასულ კვირას, ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით დააკავეს. ოჯახის წევრები სამართალდამცველებს უკანონობაში ადანაშაულებენ.