ლტოლვილები / დევნილები
7 მაისი, 2010
„ჩვენ გვაქვს ყველანაირი დოკუმენტაცია დავამტკიცოთ, რომ
ყველა უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანი იმყოფებოდა ქართული ძალოვანი
სტრუქტურების ხელში. ამ დროისთვის ისინი ან საქართველოს ტერიტორიაზე
იზოლაციაში არიან, ან კიდევ, რაც ჩვენთვის ყველაზე ტრაგიკული იქნება,
ცოცხლები აღარ არიან. ასეთ შემთხვევაში, მოვითხოვთ მათი ცხედრების
გადმოცემას. ვაიძულებთ ყველას, უგზო-უკვლოდ დაკარგული ჩვენი მოქალაქეების
ბედი ერთხელ და სამუდამოდ გაირკვეს. წითელი ჯვრის კომიტეტი ამ საკითხში
დახმარებას შეგვპირდა. მე მაქვს ისეთი შთაბეჭდილება, რომ კომიტეტს,
მიუხედავად იმისა, რომ ნეიტრალური ორგანიზაციაა, არ შეუძლია, ღიად
გამოხატოს საკუთარი პოზიცია, მაგრამ იცის, რომ ჩვენ მართლები ვართ და
მხარსაც გვიჭერენ“, – აცხადებს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის
სრულუფლებიანი წარმომადგენელი პოსტკონფლიქტური სიტუაციების დარეგულირებაში,
მერაბ ჩიგოევი.