08:55, Sunday, 08.12.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სხვა

აირჩიეთ წელი: 2019 2018 2017 2016 2015 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2012-04-12
მობილურ ტელეფონზე როცა ვსაუბრობთ, ეს არ ნიშნავს, რომ სახლში ხანძარი გვაქვს!
11 აპრილს არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“ პრეზიდენტ სააკაშვილს მთავრობის მიერ 2011 წ. 27 დეკემბერს გამოცემული #489 დადგენილების გაუქმების მოთხოვნით მიმართა. მთავრობის ამ დადგენილებით დამტკიცდა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის „112“-ის მომსახურების საფასური, მისი განაკვეთი და გადახდის წესი“.

2012-04-12
როგორ იცრუა სააკაშვილმა სეულში „ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე“
სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში ცოტა ხნის წინ გაიმართა „ბირთვული უსაფრთხოების სამიტი“, რომელშიც 54 ქვეყნის ლიდერი მონაწილეობდა, მათ შორის: აშშ–ს, ევროკავშირის, რუსეთის, თურქეთის, ასევე სომხეთისა და აზერბაიჯანის პირველი პირები. სამიტის მუშაობაში მონაწილეობენ „გაერო“, „ინტერპოლი“ და „ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო“.

2012-04-10
800-მილიონიანი სამინისტროსათვის გამოყოფილი „დახმარება“
ტრადიცია არც 2012 წელს დაირღვა და შიდა ქართლის ყველა მუნიციპალიტეტის საკრებულომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადგილობრივი ორგანოების დასაფინანსებლად მნიშვნელოვანი თანხები გამოყო. როგორც ყველაზე დიდი ბიუჯეტის მქონე, „ლიდერი“ გორის მუნიციპალიტეტი აღმოჩნდა. გადასახადის გორელი გადამხდელებისაგან ვანო მერაბიშვილის უწყებისთვის 157 ათასი ლარი გადაირიცხა.

2012-04-05
სააკაშვილს დიტერ ბოდენთან მაღალ დონეზე შეხვედრა არ უნდა
„დიტერ ბოდენთან ნებისმიერი ფორმით ოფიციალურ დონეზე თანამშრომლობა შეზღუდული იქნება“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მისი განმარტებით, არ შეესაბამება სინამდვილეს გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოს პრეზიდენტმა უარი განაცხადა მიეღო დელეგაცია, თუკი მის შემადგენლობაში გერმანელი დიპლომატი დიტერ ბოდენი იქნებოდა.

2012-04-04
შემოსავლების სამსახურს გაუგონარი უფლებები ენიჭება
შემოსავლების სამსახური კერძო აუდიტორის ფუნქციას შეითავსებს. ეს ნიშნავს, რომ იგი საგადასახადო შემოწმებისას ბიზნესმენის ქონების საბაზრო ღირებულებას თვითონ დაადგენს. ექსპერტები ამ გადაწყვეტილებას ბიზნესისთვის ლაგამის ამოდების კიდევ ერთ საშუალებად აფასებენ.

2012-04-03
ტურისტებს საქართველოში იშვიათ სახეობებზე სანადიროდ იწვევენ
ამერიკელი ბლოგერი ლინ ჰამილტონი საქართველოს პარლამენტს პეტიციით მიმართავს და წითელი ნუსხის სახეობების დაცვისკენ მოუწოდებს.

2012-04-03
გარემოსთვის დამღუპველი ცვლილებები გარემოს დაცვის კანონში
არასამთავრობო ორგანიზაციები გარემოს დაცვის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის წინააღმდეგ გამოდიან. მთავრობის ინიციატივით, კანონში შეტანილი ცვლილების შედეგად, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შორის, პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე, შეიძლება დაიდოს შეთანხმება განუსაზღვრელი ვადით გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში.

2012-04-02
საჯარო რეესტრი პრეზიდენტის ოჯახის ქონებაზე მონაცემებს ცვლის?
საპარლამენტო უმრავლესობამ ბაღათურიას მოთხოვნა საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, რომელიც პრეზიდენტის ოჯახის წევრების ქონებრივ მდგომარეობას შეისწავლიდა, ჩააგდო. მიზეზად ისევ ცნობილი ნათქვამი დასახელდა, რომ ოპოზიციის ამ ნაწილს მასკარადის გამართვა უნდა და ამას არ დაუშვებენ.

1 [2]
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC