მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
ტრეფიკინგის მსხვერპლი საქართველოდან უზბეკეთში ვერ ბრუნდება
31 ოქტომბერი, 2006
24 წლის 2 შვილის დედა, უზბეკეთის მოქალაქე 5 თვეა საქართველოში იმყოფება და სასამართლოს გაჭიანურების გამო სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებს. ის ერთადერთია, რომელიც პროცესზე მოწმის სტატუსით უნდა დაიკითხოს და დაწვრილებით მოყვეს, მარინა ჩხიკვაძე-ოგანესიანმა დუბაიში როგორ გაყიდა, როგორ აიძულებდნენ სექსუალურ ბიზნესში ემუშავა და როგორ აღმოჩნდა ციხეში.
დაისჯებიან თუ არა ექიმები?
30 ოქტომბერი, 2006
მიმდინარე წელს, ხობის რაიონში ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა ექიმების გულგრილობასა და არაკომპეტენტურობას. მაისის ბოლოს, 24 წლის ლაშა დანელია გარდაიცვალა, ხოლო 22 ოქტომბერს 9 წლის ნათია კერესელიძე. შეიძლება ითქვას, რომ ლაშა დანელიას სიკვდილში დამნაშავე ექიმები დასჯილები არიან, რასაც ჯერჯერობით ვერ ვიტყვით ნათია კერესელიძის შემთხვევაზე.
საპენსიო ფონდის თანამშრომელთა დაკავება სამეგრელოში
27 ოქტომბერი, 2006
თბილისში, სოცდაზღვევის ფონდის ხელმძღვანელის ზაზა სოფრომაძის დაკავებას საეჭვოდ დაემთხვა სამეგრელოს ოთხი რაიონის საპენსიო ფონდის ხელმძღვანელთა და პასუხისმგებელ პირთა ერთდროული დაკავება სამეგრელო - ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის მიერ.
,ქართლის ხმის' რედაქტორის წინააღმდეგ შესაძლოა სისხლის სამართლის საქმე აღიძრას
27 ოქტომბერი, 2006
„ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის“ გორის წარმომადგენლის საბა წიწიკაშვილის განცხადებით, გორის რაიონულ სასამართლოში მის მიერ მიცემული ჩვენების შინაარსი დაამახინჯეს. სასამართლოს სხდომის ოქმში დაფიქსირებული ჩვენება და პროცესზე წიწიკაშვილის მიერ მიცემული ჩვენების შინაარსი ერთმანეთისგან განსხვავდება.
მოტყუებული პერსონალი
26 ოქტომბერი, 2006
შპს ,,ბორჯომი-ლიკანის”გათავისუფლებული თანამშრომლები კომპენსაციის მოთხოვნის მიზნით უკვე მერამდენედ ყოფილი სამსახურის წინ აქციებს მართავენ.
რუსეთიდან დეპორტირებული სტუდენტი საქართველოში სწავლის გაგრძელებას ითხოვს
26 ოქტომბერი, 2006
მოსკოვიდან დეპორტირებული აფხაზეთიდან დევნილი ირინე კალანდია განათლების მინისტრს სთხოვს, საქართველოში სწავლის გაგრძელების საშუალება მისცეს. მართალია, ის მოსკოვში ლეგალურად ცხოვრობდა, თუმცა ქართულ-რუსული პოლიტიკური დაპირისპირების მსხვერპლი აღმოჩნდა. 3 დღე-ღამე კამერაში და უძილო ღამეები, 3 საათი კი ბომჟებთან - ასეთია მე-3 კურსის სტუდენტის დეპორტაციის მოკლე ისტორია.
ვის და რატომ აქვს იარაღი სამეგრელოში?
25 ოქტომბერი, 2006
1991 წლიდან სამეგრელოში იარაღის ბუმია. მართალია, მეგრელებს თოფი ყოველთვის უყვარდათ, მაგრამ ცეცხლსასროლი იარაღის ასეთი რაოდენობა აქ არასოდეს ყოფილა კონცენტრირებული. პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ ის დაჯგუფებები, რომელთა ხელშიც იყო ეს იარაღი - ე.წ. ზვიადისტების რამდენიმე დაჯგუფება: 1. ბადრი ზარანდიას დაჯგუფება. 2. ჯამბულ ბოკუჩავას დაჯგუფება. 3. აკაკი ელიავას რაზმი. 4. ანზორ ჩხეიძის რაზმი. 5. გოჩა ესებუას ხალხი.
თანხის სანაცვლოდ ინტერნატიდან ბავშვები სახლში ბრუნდებიან
24 ოქტომბერი, 2006
გაეროს დახმარებით უპატრონო ბავშვთა თავშესაფარში მყოფი ბავშვები ოჯახურ გარემოში ბრუნდებიან. ამისთვის ბავშვთა მიმღებ ოჯახებს მიზერულ თანხას უხდიან. დღევანდელი მდგომარეობით, ინტერნატიდან იმერეთში სულ 218 ობოლი და მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვი გამოვიდა. ზოგი საკუთარ ოჯახს დაუბრუნდა, ზოგიც როგორც შვილობილი დროებით უცხო ოჯახში ცხოვრობს.
ძალადობის საწინააღმდეგო აქცია ძალადობის მსხვერპლი გახდა
23 ოქტომბერი, 2006
ქართველი ხელოვანები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პრეზიდენტის კანცელარიასთან ძალადობის წინააღმდეგ კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ. მათ მთავრობის გამოსაფხიზლებლად და ადამიანის უფლებების დასაცავად მშვიდობიანი აქცია გამართეს ლოზუნგით „არა ძალადობას“, თუმცა პატრულმა ისინი ძალის გამოყენებით დაშალა.
გორის მოსახლეობის 80%-ი ხელისუფლების მუშაობით უკმაყოფილოა
23 ოქტომბერი, 2006
გორში ურბანულმა ინსტიტუტმა და საქართველოს ახალგაზრდული ასოციაციის გორის ოფისის წარმომადგენლების მიერ შერჩეულმა სამუშაო ჯგუფმა მოსახლეობის გამოკითხვა ჩაატარა. შეირჩა ექვსი ახალგაზრდა, გამოკითხვებით მიღებული ინფორმაციის და მისი ანალიზის შედეგად, სამუშაო ჯგუფის მიერ რეკომენდაციები მომავალი თვითმმართველობისთვის შემუშავდა.
დეპორტაციის პირველი მსხვერპლი საქართველოში
23 ოქტომბერი, 2006
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დაძაბულობის ფონზე მატულობს იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც ქართული წარმოშობის გამო რუსეთის აგრესიის მსხვერპლნი ხდებიან. დეპორტაციის პირველი მსხვერპლი თენგიზ ტოგონიძე აღმოჩნდა, რომელიც პოლიციის განყოფილებაში 10 დღიანი ყოფნის შემდეგ მოსკოვის დამადედოვოს აეროპორტში გულის შეტევით გარდაიცვალა.
ტრეფიკინის მსხვერპლთა თავშესაფარში 3 თვეა ახალგაზრდა გოგონა ცხოვრობს
18 ოქტომბერი, 2006
წელს პირველად, აგვისტოში, აჭარაში ტრეფიკინგის (ადამიანებით ვაჭრობა) მსხვერპლთა თავშესაფარი ამოქმედდა. გახსნის დღიდან, იქ სექსუალური ტრეფიკინგის მსხვერპლი გოგონა მოხვდა, რომელიც წარმოშობით გურიიდანაა. მისი ვინაობის გამხელა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, საიდუმლოა, თუმცა ცნობილია, რომ ის სამართალდამცველებთან თანამშრომლობს და შესაძლებელია, ტრეფიკერთა კვალზე გასვლა.
„გატაცებითა და შვილის მოკვლით მემუქრებიან“
18 ოქტომბერი, 2006
ტერორი ჟურნალისტებზე ყოფილი თუ ახლანდელი ჩინოვნიკების მხრიდან კახეთში კვლავ გრძელდება. გასულ კვირას საქართველოს პარლამენტის ყოფილმა წევრმა დავით კაპანაძემ რადიო „ჰერეთის“ დირექტორს რამაზ სამხარაძეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. რადიოს დახურვის გარდა, დაზარალებულ ჟურნალისტს გატაცებითა და შვილის მოკვლითაც დაემუქრნენ.
გუბერნატორის “ჯიბის ფულის” ლაქები
17 ოქტომბერი, 2006
შიდა ქართლის გუბერნატორი საკუთარ ფონდში თავმოყრილი თანხების უმისამართოდ ხარჯვის თაობაზე ჯერ კიდევ 2004 წელს იქნა მხილებული. მართლაც, ორი წლის წინ ფონდით დაინტერესებულმა ჟურნალისტებმა რწმუნებულის ფონდს ანალიზი კონტროლის პალატაში არსებული მონაცემებზე დაყრდონით გაუკეთეს. დღეს კი ახალი დარღვევების მოწმენი ვხდებით.
ჩეჩენი ლტოლვილის ქართულ ჯარში ძალით წაყვანისთვის სს საქმე აღიძრა
17 ოქტომბერი, 2006
საქართველოში მცხოვრები ჩეჩენი ეროვნების მოქალაქის ჯარში იძულებით წაყვანისთვის შესაძლოა სამხედრო კომისარი და სოფელ ჯოყოლოს საკრებულოს თავმჯდომარე დააპატიმრონ. ვახიდ ბორჩაშვილი სამხედრო სამსახურიდან არასამთავრობო ორგანიზაციების ჩარევით 2 თვის შემდეგ გამოუშვეს, მისი ოჯახი კი საქმის ბოლომდე მიყვანას და დამნაშავის დასჯას ითხოვს.
„მე ჩემს კუთვნილ ბინას ვითხოვ!“
16 ოქტომბერი, 2006
მეზობლის ღუმელი, მაგიდა, რამდენიმე სკამი და საწოლი - ეს იმ ნივთების ჩამონათვალია, რაც ბარამიძეების ოჯახს დღეს გააჩნია. მათი საცხოვრებელი ადგილი მეზობლის ავტოფარეხია. იქ საცხოვრებლად მას შემდეგ გადავიდნენ, რაც სასაზღვრო პოლიციის აჭარის რეგიონალური სამმართველომ ისინი ბინიდან გამოასახლა.
მოსახლეობას სასმელი წყალი კვირაობით არ მიეწოდება
12 ოქტომბერი, 2006
წყალი პრობლემად სოფელ ხუცუბნის მოსახლეობას რამდენიმე წელია რაც გადაექცათ. „წვიმის დროს წყალს რაც შეგვიძლია ვავსებთ, რომ შემდეგ სარეცხისთვის ან სხვა რაღაცაებისთვის გამოვიყენოთ. ცხოვრობ სახლში და სისუფთავე ხომ გჭირდება ადამიანს“, - აცხადებს მაგული დიასამიძე, სოფელ ხუცუბნის მკვიდრი.
საქართველოს მოქალაქეებს რუსეთიდან ერეკებიან
11 ოქტომბერი, 2006
"დიდმა რუსეთმა" საქართველოს წინააღმდეგ სანქციების ამოქმედება დაიწყო. რუსეთში ებრძვიან და დევნიან ყველას, ვისაც ქართული გვარი აქვს. მნიშვნელობა არა აქვს, ქართველები რუსეთში ლეგალურად ცხოვრობენ თუ არალეგალურად, მათთვის ყველა ერთია. თბილისში უკვე ორი სატვირთო და ერთი სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოფრინდა, რომელმაც ბარგის ნაცვლად დეპორტირებული ქართველები ჩამოიყვანა.
სამხედრო ნაწილის მიტოვებისთვის ჯარისკაცს ასამართლებენ
11 ოქტომბერი, 2006
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა 25 წლის სამხედრო მოსამსახურე როლანდ ქართველიშვილის წინააღმდეგ სს საქმე აღძრა. მას სსკ-ის 388 მუხლის მე-3 ნაწილით სამხედრო ნაწილის თვითნებურად მიტოვებისთვისთვის 2 წლიანი უმუშევრობა ან 3 წლიანი პატიმრობა ემუქრება.
ისტორიულ უფლისციხეს ხელისუფლება ყურადღებას არ აქცევს
11 ოქტომბერი, 2006
ექკურსიების სეზონი ნელ-ნელა იწურება. უკვე რამდენიმე დღეა ისტორიულ ძეგლ უფლისციხეს დამთვავლიერებელი აღარ ჰყავს. მთელი ზაფხული მუზეუმის თანამშრომლები სტუმრებს ვერ ითვლიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ისტორიულ ძეგლთან მისასვლელი თითქმის აღარ არსებობს, გასულ წელთან შედარებით უცხოელი ტურისტები წელს საკმაოდ ბევრნი იყვნენ.