მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
ქუთაისის უნივერსიტეტში არსებულ ვითარებას პროკურატურა სწავლობს
30 აგვისტო, 2013
"ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებულ ფინანსურ ხარვეზებს შესაძლოა უნივერსიტეტის რექტორი შეეწიროს", - ამ განცხადებას ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე უნივერსიტეტის ლექტორ-მასწავლებლები ავრცელებენ.
საარჩევნო კოდექსში შესულმა ცვლილებამ არასამთავრობოების სარჩელს აზრი დაუკარგა
29 აგვისტო, 2013
27 ივლისს, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო საარჩევნო კანონმდებლობაში განსახორციელებლი ცვლილება, რომელიც საარჩევნო კოდექსის 49-ე მუხლის მე-3 პუნქტსაც ეხება. ცვლილებებით აღნიშნული პუნქტის მოქმედება მნიშვნელოვნად დავიწროვდება, შემცირდება შეზღუდვის მოქმედების პერიოდი და ის არჩევნების დღემდე 60 დღით ადრე პერიოდით განისაზღვრება; ამასთან შეზღუდვა აღარ გავრცელდება ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების ზრდაზე, ასევე არაგეგმიური ტრანსფერის ინიცირების ან გეგმიური ტრანსფერის ზრდის აკრძალვაზე.
მსჯავრდებულები საპატიმროში ვიდეო კამერების დაყენებას აპროტესტებენ
29 აგვისტო, 2013
ადამიანის უფლებათა ცენტრს სასჯელაღსრულების #7 დაწესებულებიდან მსჯავრდებული ივანე გიგლემიანი 15 აგვისტოს წერილობით დაუკავშირდა და საპატიმროში არსებული მდგომარეობის შესახებ აცნობა. მსჯავრდებულები საკნებში ვიდეოკამერების დაყენებას შიმშილობით აპროტესტებდნენ.
დაპირისპირება მატნელ და პანკისელ ახალგაზრდებს შორის
29 აგვისტო, 2013
18 აგვისტოს, გვიან ღამით პანკისის ხეობის სოფელ დუისში, ქისტებსა და ქართველ ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა. თვითმხილველების განცხადებით, ჩხუბი სოფელ დუისში დაიწყო და შემდეგ სოფელ მატანში გაგრძელდა. როგორც მოსახლეობა ამბობს, სოფლიდან ხეობაში წასულ ახალგაზრდების ჯგუფს, პანკისის ხეობის სოფელ დუისის მცხოვრებლებთან ფიზიკური დაპირისპირება მოუვიდათ.
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება შემოსავლების სამსახურის მიერ მინარეთის დემონტაჟთან დაკავშირებით
27 აგვისტო, 2013
არასამთავრობო ორგანიზაციები - ადამიანის უფლებათა ცენტრი, „საზოგადოებრივი დამცველი“, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ და მედიის ინსტიტუტი გმობენ შემოსავლების სამსახურის მიერ 26 აგვისტოს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელაში მეჩეთის მინარეთის დემონტაჟს. განსაკუთრებით შემაშფოთებელია დემონტაჟის დროს გამოყენებული უხეში ფორმები მუსლიმი მოქალაქეების მიმართ, რაც შეიძლება გაიგივდეს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფასთან.
,,უშიშროება არ ერევა საკადრო გადაწყვეტილებებში, ერევა მხოლოდ კოალიცია“ - ,,თვითმმართველობა” გარდაბნის რაიონში
27 აგვისტო, 2013
ის, რომ საქართველოში თვითმმართელობებს პრობლემები აქვთ, არავინ დაობს. ამის შესახებ არა ერთი საჯარო განაცხადება თავად ახალმა ხელისუფლებამ გააკეთა. სამთავრობო წრეები და ექსპერტები ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები კვლავ, ცენტრზე არიან დამოკიდებულნი. დღევანდელი თვითმმართველობებიდანაც სულ უფრო ხშირად გამოდის ინფორმაცია, რომ რაიონის მართვასა და საკადრო გადაწყვეტილებებს ,,ზევიდან წყვეტენ“.
შემოსავლების სამსახური მინარეთის დემონტაჟის მიზეზებს განმარტავს
27 აგვისტო, 2013
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სამსახურის ინფორმაციით, 26 აგვისტოს მინარეთის დემონტაჟი შემოწმების მიზნით მოხდა, ხოლო შემოწმების შემდეგ მინარეთს შემოსავლების სამსახური დაამონტაჟებს.
მსჯავრდებულები საპატიმროში არსებულ მძიმე პირობებზე საუბრობენ
27 აგვისტო, 2013
გასულ თვეში ადამიანის უფლებათა ცენტრმა # 7 სასჯელაღმსრულებლო დაწესებულებიდან მსჯავრდებულთა კოლექტიური წერილი მიიღო. წერილში სამი მსჯავრდებული აღწერს ციხის შიგნით არსებულ მდგომარეობასა და მათი უფლებების დარღვევაზეც საუბრობს. მსჯავრდებულები წერილში აღნიშნავენ, რომ ვერ სარგებლობენ გასეირნების, გრძელვადიანი პაემნის, ოპერაციის შემდგომი მკურნალობის, აბანოს სარგებლობისა და სხვა ჰიგიენური პროცედურების დაცვის უფლებით.
„გურიის მოამბეს“ შენობის გარეშე ტოვებენ?
27 აგვისტო, 2013
რამდენიმე დღის წინ ოზურგეთის საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც გაზეთ „გურიის მოამბეს“ ცალმხრივად შეუჩერდა მუნიციპალიტეტთან გასული წლის 12 ივლისს დადებული ხელშეკრულება. საკრებულოს ეს ქმედება, როგორც საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რეგიონული განვითარების მინისტრის, დავით ნარმანიას წერილმა გამოიწვია, სადაც აღნიშნულია, რომ უნდა გამოეძებნათ ფართი სტატისტიკის განყოფილებისთვის.
ღია კარის დღე თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისათვის
26 აგვისტო, 2013
1 ივნისიდან თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში მოქმედებს უფასო იურიდიული დახმარების ცენტრი, სადაც სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, დევნილებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, პენსიონერებს, მსჯავრდებულებს და სხვა დახურულ ინსტიტუციებში მყოფ ადამიანებს, სახლის წევრი ორგანიზაციების - „კონსტიტუციის 42-ე მუხლისა“ და ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტები უფასო იურიდიულ დამხარებას უწევენ.
გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შესახებ გამოქვეყნებული ვიდეოკადრების ავტორი პატიმრობიდან გაათავისუფლეს
26 აგვისტო, 2013
სანდრო გირგვლიანის მკვლელობისათვის მსჯავრდებულების შესახებ სკანდალური ვიდეოკადრების ავტორი, გია ალავიძე #9 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 26 აგვისტოს პირობით ვადამდე გათავისუფლდა.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი „კრიმინალური ავტორიტეტების მხრიდან მართვის სქემას“ ეხმაურება
23 აგვისტო, 2013
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ სასჯელაღსრულების დაწესებულებების “კრიმინალური ავტორიტეტების მხრიდან მართვის სქემა“ გამოაქვეყნა. „ნაციონალების“ ინფორმაციით, სასჯელაღსრულების სამედიცინო დაწესებულებას, ე.წ. „რეზბალნიცას“ ე.წ. კანონიერი ქურდი ტარიელ ფოცხვერია, იგივე ტარასა მართავს.
გიორგი მარგველაშვილი: „27 ოქტომბერს კოჰაბიტაციას დავასრულებთ“
22 აგვისტო, 2013
კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს. 21 ოქტომბერს იგი კახეთში ვაქირის, წნორის და სიღნარის მოსახლეობას შეხვდა. ძლიერი წვიმის მიუხედავად ვაქირის მცხოვრებლები სკოლის მოედანზე შეიკრიბნენ.
ბურჯანაძე ივანიშვილს თხოვს, გადახედოს გადაწყვეტილებას „მეცხრე არხის“ დახურვასთან დაკავშირებით
22 აგვისტო, 2013
20 აგვისტოს, თელავში, ერეკლე მეორეს ქუჩა N17–ში პოლიტიკური პარტია „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ საარჩევნო შტაბი გაიხსნა. გახსნას პრეზიდენტობის კანდიდატი ნინო ბურჯანაძეც დაესწრო. მან ჟურნალისტებს თელავის შტაბის ხელმძღვანელი ჯემალ ბაღათრიშვილი წარუდგინა და დამსწრე საზოგადოებას საარჩევნო პროგრამა გააცნო.
ფინანსთა სამინისტროს სისტემის ყველა თანამშრომლისთვის სპეციალური მიმართვა გავრცელდა
22 აგვისტო, 2013
საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის გადაწყვეტილებით, ფინანსთა სამინისტროს სისტემის ყველა თანამშრომლისთვის წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) პერიოდში საარჩევნო კოდექსის ზოგიერთი მოთხოვნის დასაცავად სპეციალური მიმართვა გავრცელდა.
ურეკი - სტიქიის ზონა
22 აგვისტო, 2013
18 აგვისტოს დილის 6 საათზე დაწყებულმა გადაუღებელმა წვიმებმა დატბორა კურორტ ურეკის ცალკეული უბნები: მესხის ქუჩა, დუმბაძის ქუჩა, ე.წ პოლიციის ქუჩა. ძლიერმა უამინდობამ ასევე გამოიწვია ყოფილი მეურნეობის ბინების მიმდებარე ტერიტორიაზე მეწყერი.
ღია კარის დღე სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში
21 აგვისტო, 2013
23 აგვისტოს 12:00 საათზე თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზში „კონსტიტუციის 42-ე მუხლისა“ და ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტები მოაწყობენ ღია კარის დღეს სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის.
აქცია ბათუმში მსხვილფეხა პირუტყვის მონაწილეობით
20 აგვისტო, 2013
ნინოწმინდის სოფელ გორელოვკიდან აჭარაში ეკომიგრანტების მორიგი ჯგუფი დაბრუნდა. ექვსი ოჯახი აჭარის მთავრობის სახლთან პრობლემის მოგვარებას უშედეგოდ ითხოვდა. ეკომიგრანტებმა აქციის უჩვეულო ფორმასაც მიმართეს - მთავრობის სახლთან სატვირთო მანაქანით ის პირუტყვი მიიყვანეს, რომელთა გამოკვებისათვის საჭირო საძოვრები არა აქვთ.
„მეცხრე არხმა“ მაუწყებლობა შეწყვიტა
20 აგვისტო, 2013
19 აგვისტოს, საღამოს 9-საათიანი მთავარი საინფორმაციო გამოშვებით, დასრულდა ტელეკომპანია „მე-9 არხის“ წელიწადნახევრიანი მაუწყებლობა. საინფორმაციო გადაცემის წამყვანი და არხის გენერალური დირექტორი ლუბა ელიაშვილი პირდაპირ ეთერში მაყურებელს დაემშვიდობა.
თამაზ თამაზაშვილის საქმეზე დაკავებული ექვსი პოლიციელი 1000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს
20 აგვისტო, 2013
თამაზ თამაზაშვილის საქმეზე მაისში დაკავებული 6 პოლიციელი წინასწარი პატიმრობიდან 1000-1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.