მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
დაკავებულმა მამის დაკრძალვაზე დასწრების მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო
31 ივლისი, 2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრმა ილია სულიაშვილმა, რომელიც სიღნაღის დროებითი მოთავსების იზოლატორში ადმინისტრაციულ პატიმრობაში იმყოფება და პატიმრობის ვადა 5 აგვისტოს უმთავრდება, მამის დაკრძალვაზე დასწრების მოთხოვნით, შიმშილობა დაიწყო.
„გამგებელმა კაბინეტში ლამის პოლიტიკური დავალება მომცა“
31 ივლისი, 2012
„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელი ლანჩხუთის გამგებელს ზეწოლაში ადანაშაულებს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ კოორდინატორმა და გრძელვადიანმა დამკვირვებელმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ნანა სანიკიძემ humanrights.ge-სთან საუბრისას განაცხადა, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, გიორგი გოგუაძემ იგი კაბინეტში დაიბარა, სადაც ადგილი ჰქონდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას.
ჟურნალისტებისთვის ქუთაისის საკრებულოს კარი დაიკეტა
31 ივლისი, 2012
„თქვენ არღვევთ კანონს, რაც დასჯადია!“ - ამ სიტყვებით ქუთაისის მედიის წარმომადგენლები ადილობრივ ხელისუფლებას ბოლო ერთი წლის მანძილზე, განსაკუთრებით კი, წინასაარჩევნო პეროდში, ხშირად მიმართავენ.
საბანკო შეცდომა, ბოროტი ხუმრობა თუ პოლიტიკური ანგარიშსწორება?
31 ივლისი, 2012
„ქართული ოცნების“ ლანჩხუთის ადგილობრივი ორგანიზაციის წევრებს „საქართველოს ბანკში“ მილიონიანი ვალები აქვთ „ქართული ოცნების“ ლანჩხუთის ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერები და პროგრამა „კარდაკარის“ მონაწილეები მილიონი ლარით დაჯარიმდნენ. დაჯარიმებულთა შორის არიან: ორგანიზაციის ხელმძღვანელი სოსო ბოლქვაძე, კოალიციის პასუხისმგებელი პირები: ელგუჯა ჩხაიძე, რომან ბიწაძე და ასევე ოფისის თანამშრომლები.
საქართველოს მთავრობამ კიდევ ორი ამერიკული ლობისტური ფირმა დაიქირავა
31 ივლისი, 2012
საქართველოს მთავრობამ ვაშინგტონში კიდევ ორი ლობისტური ფირმა, Prime Policy Group-ი და Gephardt Government Affairs-ი, დაიქირავა, რომლებიც კონგრესთან და აშშ–ის ადმინისტრაციასთან თავისუფალი ვაჭრობის და არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე ურთიერთობებს და ადვოკატირებას უზრუნველყოფენ.
შავი ანგელოზები და „მშენებარე სამოთხე“ ახალ პარლამენტთან
30 ივლისი, 2012
ანგელოზები „ციდან დაეშვნენ“ და რამდენიმე დღის წინ ქუთაისში, ახლადაშენებული პარლამენტის შენობის წინ, „ხეებზე“ ჩამოსხდნენ. ახლა საპარლამენტო ქალაქში ხუმრობენ: აი, მესმის ხელისუფლება! ჩვენთვის ანგელოზებიც კი „მოხსნა“ ზეციდანო. გვეგონა მათი ადგილი ცაში იყო, ესენი კი, აიძულეს ძირს დაშვებულიყვნენ და ჩვენს გვერდით ეცხოვრათო.
ნინა ხატისკაცი „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოდან“ გაათავისუფლეს
27 ივლისი, 2012
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ პროგრამების დირექტორი ნინა ხატისკაცი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ნინა ხატისკაცი საარჩევნო პროცესების მონიტორინგის პროექტს ხელმძღვანელობდა და ხელისუფლების მისამართით კრიტიკულ შეფასებებს აკეთებდა.
უნარშეზღუდული ცოლ-ქმარი სახელმწიფოსაგან სოციალურ დახმარებას ითხოვს
27 ივლისი, 2012
რეზო და ნათელა შაინიძეები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმბალაურში ცხოვრობენ. წლების წინ შრომითა და გარჯით ცნობილი ცოლ-ქმარი დღეს ინვალიდის ეტლს არიან მიჯაჭვულები.
12 მილიონ 500 ათასი ლარი სტუდენტების ერთთვიანი დასაქმებისთვის
26 ივლისი, 2012
„მეტი სარგებელი ხალხს“, - ასეთია სამთავრობო გუნდის ახალი სლოგანი. ნელ-ნელა იკვეთება ის, თუ რა იგულისხმრება ამ „სარგებელში“. Summer Job - თეთრ კეპებზე ასეთი წარწერით ახალგაზრდები უკვე აქტიურად გამოჩნდნენ რუსთავის ქუჩებში. ხელში თაბახის ფურცლებით ქალაქის სხვადასხვა უბნებში შედიან და მოსახლეობის სოციალურ მდგომარებას არკვევენ. ისინი ამბობენ, რომ შესაბამისი კითხვარები რუსთავის თვითმმართველობამ მისცათ.
პოეზიის საღამო პოლიტიკური სარჩულით ჩაიშალა
25 ივლისი, 2012
ტყიბულის „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთა, კოალიციის ცენტრალურ ოფისთან შეთანხმებით, სოფლებში ახალგაზრდებთან შეხვედრას გეგმავდა. ერთ-ერთი შეხვედრა ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ცუცხვათში, სოფლის კულტურის სახლში უნდა ჩატარებულიყო.
ჟურნალისტ მარი ოთარაშვილს ახალგორიდან გამოძევებით ემუქრებიან
24 ივლისი, 2012
22 ივლისს, ახალგორში, ტელეკომპანია „მეცხრე არხის“, გაზეთ „რეზონანსის“ და მცხეთა–მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტი მარი ოთარაშვილი დააკავეს. იგი რამდენიმე საათის განმავლობაში ჯერ მილიციაში ჰყავდათ, მოგვიანებით კი პროკურატურაში გადაიყვანეს.
გურჯაანში მომხდარი ინციდენტის შემდეგ პოლიციამ „ქართული ოცნების“ წევრი დააკავა
24 ივლისი, 2012
შინაგან საქმეთა გურჯაანის სამმართველოს თანამშრომლებმა კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი, სოფელ ვაჩნაძეანში მცხოვრები გიორგი ნატროშვილი დააკავეს. ნატროშვილს ბრალად გურჯაანის გამგეობის თანამშრომლის მაკო ჩითინაშვილის ცემა ედება.
ლანჩუხთის სოფლებში გლეხები ინვესტორებისგან პირობების შესრულებას ითხოვენ
20 ივლისი, 2012
ლანჩხუთის ადგილობრივი ადმინისტრაციის წარმომადგენლები ჯერ კიდევ წლის დასაწყისში აცხადებდნენ, რომ თურქი ბიზნესმენები შემოვიდოდნენ, რომლებიც იჯარით აიღებდნენ მიწის ნაკვეთებს და იქ სხვადასხვა კულტურას მოიყვანდნენ. მუნიციპალიტეტის სამ სოფელში - ჯურუყვეთში, ლესასა და ჩიბათში თურქმა ინვესტორებმა, ადგილობრივთა ნებართვით, საყანე ფართობების დათესვა მართლაც დაიწყეს.
მილიონი ლარი რუსთავის ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის - პრეზიდენტის წინასაარჩევნო ტრანსფერი
18 ივლისი, 2012
„თქვენთვის კარგი ახალი ამბავი მაქვს“, - ასე მიმართა 13 ივლისს საკრებულოს სხდომაზე საზოგადებას რუსთავის საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე კახა ბარათაშვილმა. ახალი და თანაც კარგი ამბავი პრეზიდენტის ფონდიდან რუსთავის ბიუჯეტისთვის 1 მილიონი ლარის ტრანსფერით გადმორიცხვა აღმოჩნდა.
სახალხო დამცველის ცნობით, კარალეთში ინციდენტის შედეგად 10 ჟურნალისტი დაშავდა
13 ივლისი, 2012
კარალეთში მომხდარი ინციდენტის შედეგად 10 ჟურნალისტი დაშავდა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს, დაშავებულები არიან სააგენტო „ინფო-9“–ის წარმომადგენლები თამთა ილურიძე, ეკა ილურიძე, შორენა ხაბალაშვილი, რეზო ნადირაძე და ლექსო ალექსიძე, „მე-9 არხის“ ჟურნალისტები ნუკრი ბეგლარაშვილი და ნოდარ სხირტლაძე, ტელეკომპანია „თრიალეთის“ წარმომადგენლები ნინო ბოლაშვილი და მამუკა ქევხიშვილი და შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტი საბა წიწიკაშვილი.
„მთელი რუსეთი აქ ჩამოჯდება“ - საგადასახადო შეღავათები „რუმს ყაზბეგის“ სამორინესთვის
13 ივლისი, 2012
მთავრობის N 250 დადგენილებით, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი აწერს, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამორინეს მოწყობა სანებართვო მოსაკრებლის გადახდისგან გათავისუფლდა. სამორინე სასტუმრო „რუმს ყაზბეგში“ უნდა მოეწყოს, რომელიც ცნობილ ბიზნესმენსა და სასტუმრო „ჰოლიდეი ინის“ მფლობელს, თეიმურაზ უგულავას ეკუთვნის. სასტუმრო და შესაბამისად, სამორინეც ოფიციალურად ჯერ გახსნილი არ არის.
საპარლამენტო არჩევნების გაშუქების მედიამონიტორინგი
13 ივლისი, 2012
საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ფინანსური მხარდაჭერით, ადამიანის უფლებათა ცენტრი წინასაარჩევნო პერიოდში ახორციელებს საპარლამენტო არჩევნების გაშუქების მედიამონიტორინგის პროექტს. პროექტის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორები დააკვირდებიან შემდეგ ტელეარხებზე გასულ ფარულ პოლიტიკურ, სოციალურ და ფასიან პოლიტიკურ რეკლამებს: საზოგადოებრივი მაუწყებელი, „იმედი“, „რუსთავი 2“, „კავკასია“, „მაესტრო“ და „მე-9 არხი“.
ხელისუფლებამ „ქართუ ბანკთან“ ცხრათვიანი ომი დაასრულა
13 ივლისი, 2012
12 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ჯგუფის“ აქციათა 100%-ის და „პროგრეს ბანკის“ აქციათა 21.7%-ის მმართველად ვლადიმერ უგულავა დანიშნა.
მუშტი-კრივი გორის სოფლებში
13 ივლისი, 2012
გორის რაიონში პოლიტიკური ვითარება სულ უფრო იძაბება. საქმეში უკვე ბახუსი და მუშტი ჩაერთო. აგრესიულად განწყობილი ადამიანები კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერების სოფლებში შეხვედრების ჩაშლას სხვადასხვა ხერხით ცდილობენ. აგრესიას ჟურნალისტების მიმართაც გამოხატავენ. სოფელ ახალდაბაში ერთმა პიროვნებამ სააგენტო „ინფო 9“-ის ოპერატორს თორნიკე თიბილაშვილს ჯერ გადაღების შეწყვეტა მოსთხოვა და შემდეგ მუშტი პირდაპირ სახეში ჩაარტყა. ამავე სოფელში ჩხუბი ოპოზიციისა და ხელისუფლების მომხრეებს შორისაც გაიმართა.
კარალეთში ჟურნალისტი საბა წიწიკაშვილი ცემეს, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი
12 ივლისი, 2012
გორის რაიონის სოფელ კარალეთში, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი, ჟურნალისტი საბა წიწიკაშვილი ცემეს. ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა კარალეთის რწმუნებულმა მიაყენა. საბა წიწიკაშვილი გორის საავადმყოფოშია მოთავსებული.