მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
ავღანეთში მომხდარი მსხვერპლიანი თავდასხმისას 27 ქართველი სამხედრო დაშავდა
15 მაისი, 2013
ავღანეთში ჰელმანდის პროვინციაში მდებარე ქართულ ბაზაზე 13 მაისს მსხვერპლიანი ტერორისტული შეტევის დროს 27 ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა, არცერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, იტყობინება საქართველოს თავდაცვის უწყება.
„რეზონანსის“ ჟურნალისტები ცესკოს გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებენ
14 მაისი, 2013
გაზეთი „რეზონანსი“ 13 მაისის ნომერში გაზეთის ჟურნალისტებსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო) შორის მიმდინარე დავაზე წერს. სტატიაში აღნიშნულია, რომ ნაძალადევის საოლქო საარჩევნო კომისიამ და ცესკომ „რეზონანსის“ ჟურნალისტების განცხადება არ დააკმაყოფილა. ჟურნალისტები ოქმის შედგენას ითხოვდნენ იმ პირების მიმართ, რომლებმაც კორესპონდენტებს 27 აპრილს შუალედურ არჩევნებზე პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს და შეურაცხყოფა მიაყენეს.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ფარული ვიდეომასალის გავრცელების გამო დააპატიმრეს
13 მაისი, 2013
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გელა ხვედელიძე ინტერნეტში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის "შურისძიების" მოტივით გავრცელების გამო დააპატიმრეს. ვიდეოზე, სავარაუდოდ, ის პირია ასახული, რომელიც ბოლო დროს მწვავედ აკრიტიკებდა რამდენიმე მაღალჩინოსანს, მათ შორის ხვედელიძეს.
სახალხო დამცველი განაგრძობს 2012 წლის აგვისტოს ბოლოს ჩატარებული ე.წ. ლაფანყურის სპეცოპერაციის ფაქტის შესწავლას
13 მაისი, 2013
2012 წლის აგვისტოს ბოლოს ჩატარებული ე.წ. ლაფანყურის სპეცოპერაციის შესწავლის მიზნით, სახალხო დამცველი შეხვდა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრებ ჩეჩნეთიდან ლტოლვილებსა და ჩეჩენთა დიასპორის წარმომადგენლებს, რომლებმაც დაადასტურეს სახალხო დამცველის 2012 წლის საპარლამენტო მოხსენებაში ლაფანყურის სპეცოპერაციის თაობაზე გადმოცემული ინფორმაციის სიზუსტე.
„იდენტობის“ პრესკონფერენციას და ტრენინგს ჟურნალისტებისთვის პოლიცია იცავდა
10 მაისი, 2013
პოლიცია იცავდა დღესб 10 მაისს, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ ორგანიზაცია „იდენტობის“ მიერ გამართული პრესკონფერენციის და ტრენინგის უსაფრთხოებას.
ბრალდებულს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს არჩევის თავისუფლება შეუნარჩუნდა
7 მაისი, 2013
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ნაფიც მსაჯულებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე არც პრეზიდენტის ვეტო იქნა დაძლეული და არც ის ვარიანტი იქნა ხელახლა მხარდაჭერილი, რომელიც პარლამენტმა 5 აპრილს მიიღო და რომელიც ბრალდებულს ართმევდა არჩევანის თავისუფლებას.
საპროტესტო აქცია პირადი ცხოვრების უფლებების დარღვევის წინააღმდეგ
7 მაისი, 2013
სოციალურ ქსელ Facebook-ის მომხმარებლებმა 4 მაისს რუსთაველის გამზირზე პარლამენტის ყოფილი შენობის წინ პირადი ცხოვრების უფლებების დარღვევა გააპროტესტეს. საპროტესტო აქციის შესახებ Facebook-ში შეიქმნა ჯგუფი სახელწოდებით „აღარ გვინდა კადრები!“
მართლმადიდებლური ეკლესია სახელმწიფოს აბორტის აკრძალვისკენ მოუწოდებს
7 მაისი, 2013
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ თავის სააღდგომო ეპისტოლეში საქართველოს ხელისუფლებას აბორტის აკრძალვის შესახებ კანონის მიღებისკენ მოუწოდა, რადგანაც ეს, მისი თქმით, ქვეყანაში არსებულ „მძიმე დემოგრაფიულ მდგომარეობას“ გააუმჯობესებს.
თენგიზ გუნავას საქმეზე სამედიცინო ექსპერტი დაიკითხა
2 მაისი, 2013
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ექსპერტი პაატა ჯიბლაძე, იმ ეპიზოდთან დაკავშირებით დაიკითხა, რომლშიც შსს-ს გენერალური ინსპექციის ყოფილ უფროსს, თენგიზ გუნავას თავისი მძღოლის, კახაბერ იზორიას დაჭრა ედება ბრალად.
პარლამენტმა აზარტული თამაშების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები არ მიიღო
2 მაისი, 2013
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილების კანონპროექტმა კვორუმისთვის საჭირო 59 ხმა ვერ მოაგროვა. 46 მომხრე და 44 წინააღმდეგი - ასეთი შედეგით დასრულდა კენჭისყრა 1 მაისის საპარლამენტო სესიაზე. საკანონმდებლო ცვლილებების განსახილველად დებატები ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა და მას მხარი საპარლამენტო უმცირესობასთან ერთად, უმრავლესობის ნაწილმაც არ დაუჭირა.
პარლამენტმა იუსტიციის საბჭოს რეფორმაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
2 მაისი, 2013
პარლამენტმა საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტზე, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმას განსაზღვრავს, პრეზიდენტის ვეტო 91 ხმით 26-ის წინააღმდეგ დაძლია.
თელავის რაიონულ სასამართლოში დავით ადეიშვილის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს
2 მაისი, 2013
თელავის რაიონულ სასამართლოში გრძელდება საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის ძმის, დავით ადეიშვილის საქმის არსებითი განხილვა. 30 აპრილს გამართულ სხომაზე ბრალდების მხარემ მოწმის სახით დაზარალებლი იოსებ გოცირიძე წარმოადგინა. მისი თქმით, მასზე და მის თანამშრომლებზე დავით ადეიშვილის მხრიდან ზეწოლა ხორციელდებოდა და აიძულებდა მათ, რომ უარი ეთქვათ თელავის აგრარული ბაზრის შესყიდვაზე.
სერგო თეთრაძის გარდაცვალების საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
1 მაისი, 2013
ოფიცერ სერგო თეთრაძის გვამის გაკვეთის შედეგად მიღებული სამედიცინო დასკვნა, 19 აპრილს სასამართლომ მტკიცებულებად სცნო. თეთრაძის გარდაცვალების საქმეში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რამდენიმე ყოფილ მაღალჩინოსანთან ერთად, სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავაცაა ბრალდებული.
სახალხო დამცველმა დეპუტატთა კითხვებს უპასუხა
1 მაისი, 2013
30 აპრილს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატთა კითხვებს უპასუხა.