სტატია
18 თებერვალი, 2020
2020 წელს ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს, ,,ქართული ოცნება", რომელიც მეორე ვადით მართავს ქვეყანას, მმართველობის სადავეების აღებას მესამე, ოთხწლიანი, ვადითაც გეგმავს. „ქართული ოცნების“ მმართველობის სტილს უკვე აფასებენ როგორც: ,,ბიძინა ივანიშვილის ერთპიროვნულ და ერთპარტიულ მმართველობად", რომელიც ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის რომ სახიფათოა ამის შესახებ არაერთი განცხადება გაკეთდა საერთაშორისო ტრიბუნებიდან. პოლიტიკური ოპონენტების დევნასთან ერთად კითხვები ქვეყანაში თავისუფალი მედიის დევნაზეც ჩნდება.