მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
ზუგდიდის სასამართლომ „სვანურ საქმეზე“ განაჩენი გამოიტანა
16 ნოემბერი, 2010
ნელი ნავერიანს და მზევინარ ჯაფარიძეს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, ტარიელ, დავით და ანზორ ჯაფარიძეებს - 4-4 წლით და 6 თვით, ძებნილ ჯამბულ ჯაფარიძეს - 6 წლით - ასეთია განაჩენი, რომელიც მოსამართლე დავით კეკენაძემ დიდი ოდენობით ფულადი თანხის ჯგუფურად გამოძალვაში მხილებულ პირებს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ჩამოურიგა. გახმაურებული დაკავების შესახებ „პრესა.გე“ ადრე წერდა ( http://www.presa.ge/new/?m=politics&AID=618 ).
დავით წიქარიშვილი: „არ შეიძლება, მოსწავლეებს მოსთხოვო იმის ჩაბარება, რაც მისთვის სკოლაში არ უსწავლებიათ“
16 ნოემბერი, 2010
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2010-2011 წლის საატესტაციო გამოცდების პროგრამა მარტში დაამტკიცა. წელს პირველად მეთორმეტეკლასელებს ატესტატის მისაღებად 8 გამოცდის ჩაბარება მოუწევთ. როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, ამ რეფორმით მოსწავლის ცოდნა უფრო სამართლიანად და ობექტურად შეფასდება.
თელავის ტელევიზიის დირექტორს თავს დაესხნენ და დაჭრეს
15 ნოემბერი, 2010
გუშინ, ღამით, თელავის დამოუკიდებელი ტელეკომპანია „თანამგზავრის“ დირექტორი ენრი კობახიძე დაჭრეს. კობახიძეს წელზე დაზიანება აქვს მიღებული. ინციდენტი თელავის რაიონის სოფელ ფშაველში მოხდა, სადაც ის ნათესავის ქორწილში იმყოფებოდა. ენრი კობახიძის გადმოცემით, მას თავს სპეციალური დანიშნულების რაზმის ოფიცერი გელა ჭვრიტიძე დაესხა. კობახიძე მომხდარს სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირებს. მისი თქმით, ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე ჭვრიტიძემ მას ტელევიზიის ერთობლივი მართვა შესთავაზა, რაზედაც უარი მიიღო.
ხელისუფლების სპონსორი „მადნეული“ გარემოს „ისტორიულად აბინძურებს“
15 ნოემბერი, 2010
გარემოს დამცველები წლებია, საუბრობენ საწარმო „მადნეულის“ ნარჩენებით ბოლნისის მდინარეების - კაზრეთულასა და მაშავერას დაბინძურებაზე. ერთ-ერთი ბოლო სერიოზული დაბინძურება მათი და ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, 2010 წლის მაისის-ივნისში მოხდა.
„სააკაშვილი რასაც სიკეთეს ლაპარაკობს, ჩვენ ეგეთი არაფერი გვეტყობა და ალბათ, მეორე საქართველოა სადმე უკეთესი და ჩვენ გვიმალავენ“
15 ნოემბერი, 2010
ფოთში აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო ავტოსადგური, სადაც ძირითადად ფოთის მიმდებარე სოფლებისა და ქალაქების ავტოტრანსპორტი ჩერდებოდა. გლეხებს ბაზარში საკუთარი პროდუქციის შემოტანა უადვილდებოდათ. თავისთვის საჭირო პროდუქტსაც იქვე განლაგებულ მაღაზიებში ყიდულობდნენ და შინ ბრუნდებოდნენ. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ავტოსადგური „ქაოსური სიტუაციის აღსაკვეთად და ტერიტორიის კეთილმოწყობის“ მიზნით აიღეს და „ისტორიულ ადგილზე“ - ჯერ კიდევ გაურემონტებელ ავტოსადგურში დააბრუნეს.
არასრულწლოვანს დანაშაულის გამოსყიდვის შესაძლებლობა ეძლევა
15 ნოემბერი, 2010
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ის ნორმა, რომელიც არასრულწლოვნების სასჯელისაგან განრიდებას გულისხმობს ძალაში 15 ნოემბრიდან შევიდა.
სააკაშვილი: 7 ნოემბრის „ყველა მოქმედება იყო სწორი“
12 ნოემბერი, 2010
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ სამი წლის წინ 7 ნოემბრის ანტისამთავრობო დემონსტრაციების დარბევისას და ტელეკომპანია „იმედის“ დახურვისას ხელისუფლების „ყველა მოქმედება იყო სწორი“, თუმცა „რაღაცეები უფრო ლამაზადაც შეიძლება გაკეთდეს“.
ფორმა #9 - ფარატინა მაშველი რგოლი ახალგორელებისთვის
12 ნოემბერი, 2010
მეტად საჭირო საბუთის - ფორმა #9-ის გაცემის პროცესი ახალგორში 2 კვირით შეწყდა. ამის მიზეზი რაიონში ნოტარიუსის არყოფნაა. როგორც ადგილობრივი ჩინოვნიკები ამბობენ, ნოტარიუსი ავად არის და თავის მოვალეობას 2 კვირის შემდეგ აუცილებლად გააგრძელებს, მანამდე კი ახალგორიდან თბილისისკენ და პირიქით გადაადგილებისას პრობლემები მგზავრებს არ შეექმნებათ.
„არ გადაიხდით წყლის საფასურს, იჯექით სიბნელეში!..“ - ფოთელებისთვის ეს განაჩენი განსაკუთრებულად მკაცრია
12 ნოემბერი, 2010
ფოთში წყლის ჩაფლავებული პროექტის შესახებ ბევრი ითქვა და დაიწერა. წლების განმავლობაში საქართველოს მთავარ საპორტო ქალაქში არაფერი იცვლება - ფოთს წყალი ისევ გრაფიკით, ორ დღეში ერთხელ, უბნების მიხედვით და მხოლოდ რამდენიმე საათით მიეწოდება. როდის დამთავრდება ქსელის აღდგენაზე მუშაობა, არავინ იცის. წყლის რეაბილიტაციისთვის, როგორც ირკვევა, ისევ კოლოსალური თანხებია საჭირო.
როგორ ცხოვრობენ აფხაზეთში დაღუპული მეომრების ოჯახები
12 ნოემბერი, 2010
სოხუმის დაცემის დღეს საქართველოს მთავრობა ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მებრძოლების მემორიალთან მიდის. ის ოჯახები კი, რომელთა შვილების, ქმრებისა და მეგობრების გვარები ხსოვნის მემორიალს ამშვენებს, სხვადასხვა რეგიონებში ცხოვრობენ და ყოველდღიურ პრობლემებს ებრძვიან.
სიცოცხლე რისკის ქვეშ
12 ნოემბერი, 2010
ახმეტის რაიონის სოფელ ქორეთში გოგიტიძეების სამსულიანი ოჯახი უკიდურესად მძიმე პირობებში ცხოვრობს. გოგიტიძეები აჭარიდან 6 წლის წინ ჩამოასახლეს. საცხოვრებელ სახლში წვიმის დროს წყალი ჩადის, ნესტისგან კედლები იშლება, იატაკი კი ისეა დაზიანებული, რომ ოჯახის წევრები სარდაფში ვარდებიან.
თავდაცვის სამინისტრო სამხედრო ნაწილში ინციდენტს ადასტურებს, მაგრამ ამტკიცებს, რომ ჯარისკაცებმა ერთმანეთი ცემეს
11 ნოემბერი, 2010
თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს 4 ნოემბერს შეიარაღებული ჯარების მეოთხე ბრიგადაში, კერძოდ 42-ე ბატალიონში მომხდარ ინციდენტს. თუმცა სამინისტრო უარყოფს ჯარისკაცების ცემას ხელმძღვანელი პირების მიერ. დაახლოებით იმავე შინაარსის ინფორმაცია გაახმაურა სახალხო დამცველმაც, რომელიც სამხედრო ნაწილში იმყოფებოდა და სიტუაციას უშუალოდ გაეცნო.
გაუჩინარებული აფხაზი აფხაზეთში თვალებახვეული დააბრუნეს
11 ნოემბერი, 2010
გაუჩინარებული აფხაზი გარი ჯოპუა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას გადასცეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ამჟამად საავადმყოფში იმყოფება. გარი ჯოპუა 9 ოქტომბერს გაუჩინარდა. გავრცელებული ვერსიით, იგი შსს–ს მეორე სამმართველოს თანამშრომლებმა საზღვრის დარღვევისთვის დააკავეს.
გაზეთ „გურია ნიუსის“ რედაქცია დაარბიეს
11 ნოემბერი, 2010
28 ოქტომბერს გაზეთ „გურია ნიუსის“ ჩოხატაურის ოფისი დაარბიეს. როგორც გაზეთის რედაქციაში აცხადებენ, ოფისში მისულ თანამშრომლებს მეტალოპლასტმასის ორმაგი ფანჯრის მინები მოზრდილი ქვებით ჩამსხვრეული დახვდათ. „პოლიციის წარმომადგენლები შემთხვევის ადგილზე გამოძახებიდან ნახევარი საათის შემდეგ მოვიდნენ“, - აცხადებს „გურია ნიუსის“ დამფუძნებელი ია მამალაძე.
10 წელი და 8 თვე - სიგარეტის, არყისა და ლუდის ქურდობისთვის
11 ნოემბერი, 2010
თელავის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა წიკლაურმა 16 წლის მალხაზ მზექალიშვილს მაღაზიიდან სიგარეტის, ლუდისა და არყის ქურდობისთვის 10 წლითა 8 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. მიუხედავად იმისა, რომ სპეციალისტების განმარტებით, მალხაზ მზექალიშვილის ფიზიკური და გონებრივი განვითარება 11 წლის ასაკშია შეწყვეტილი, მოსამართლემ განსასჯელისთვის სახელმწიფო ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე ადვოკატის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ერთი წლის წინ გარემონტებული სკოლაში იატაკი ჩაინგრა
11 ნოემბერი, 2010
ხონის მუნიციპალიტეტის კუხის საჯარო სკოლა იმ სკოლათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით გარემონტდა. რამდენიმე დღის წინ ამ სკოლაში, სასწავლო პროცესის დროს, მეორე სართულზე იატაკი ჩაინგრა. კიდევ კარგი, იმ ადგილას არავინ იმყოფებოდა! იატაკზე დაგებული ლამინატის აყრის შემდეგ გამოჩნდა, რომ მის ქვეშ ხის მასალა სრულიად დამპალი იყო. სპეციალისტები ამბობენ, რომ დაზიანება სველი მასალის დაგებამ გამოიწვია, რასაც საყრდენი დირეების ლპობა მოჰყვა.
„მე არ მინდა ვიყო დევნილი“ – ამ დევიზით ცხინვალში ახალგორელი ბავშვების კონცერტი ჩატარდა, თბილისში კი - ჩაიშალა
9 ნოემბერი, 2010
ახალგორის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორს, თამარ მეარაყიშვილს თბილისში კულტურული ღონისძიებების გამართვის საშუალება არ მისცეს. ღონისძიება მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვას და მათ მიერვე შეკერილი ტანსაცმელების წარმოდგენას ითვალისწინებდა. ტანსაცმელები მოდელ-მანეკენებს უნდა წარმოედგინათ. ღონისძიება კი თბილისში ერთ-ერთი პრსტიჟული ბანკის სათაო ოფისში უნდა გამართულიყო. ბანკის სახელწოდებას თამარ მეარაყიშვილის თხოვნით არ ვამჟღავნებთ.
ვარძელაშვილს მანქანა დანით დაუსერეს
9 ნოემბერი, 2010
ვინ არის ის ადამიანი, ვინც ვარძელაშვილის სარგებლობაში მყოფ ქონებას 230 ლარის ზიანი მიაყენა და ამის გამო 4 თვე პატიმრობაში ამყოფეს? „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ გორის ოფისში არსებული ოფიციალურ დოკუმენტებში მითითებულია, რომ ამ პიროვნებამ ქალაქის ცენტრში, დღისით-მზისით, გუბერნატორის მანქანის „კაპოტი“ დანით დასერა. გავრცელებული ცნობით, ეს პიროვნება ვარძელაშვილის მისამართით იწევდა და თან იგინებოდა...
ეკომიგრანტები დახმარებას ითხოვენ
8 ნოემბერი, 2010
კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის ინფორმაცით, საქართველოში ეკომიგრანტების რაოდენობა 100-120 ათასის ფარგლებში მერყეობს. სტატისტიკური მონაცემებით, 2004 - 2010 წლებში სახელმწიფომ მხოლოდ 838 ოჯახის გასახლება უზრუნველყო. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო პერიოდულად ავრცელებს ინფორმაციებს, რომლის მიხედვითაც, სტიქიით დაზარალებული რეგიონებიდან სხვა საცხოვრებელ ადგილზე გადასახლებული ეკომიგრანტები ნორმალურ პირობებში ცხოვრობენ. სინამდვილეში, მდგომარეობა რადიკალურად განსხვავებულია.
,, უფლებადამცველთა სამხრეთ კავკასიური ქსელის,, განცხადება ,,მსჯავრდებული დაზარალებულების,, შესახებ
8 ნოემბერი, 2010
სამხრეთ კავკასიური ქსელის უფლებადამცველი ორგანიზაციები წუხილს გამოთქვამენ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2010 წლის 28 სექტემბერს გამოტანილ განაჩენზე, რომლის მიხედვითაც 4 ახალგაზრდას მიესაჯა 3 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ქმედებისათვის, რაც არ დადგენილა სარწმუნო მტკიცებულებებზე დაყრდნობით. ამავე დროს, საქმეში არსებობდა შემამსუბუქებელი გარემოებები. ეს სასჯელი განსაკუთრებით მკაცრია თუნდაც იმ სასჯელებთან შედარებით, რაც წინა წლებში შეეფარდათ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს ქმედებებისათვის, რასაც შედეგად მოჰყვა ადამიანების სიცოცხლის ხელყოფა. მაგალითისათვის, 2006 წელს 19 წლის ბუტა რობაქიძის მკვლელობის გამო, პოლიციელს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და სანდრო გირგვლიანის მკვლელებს 4 წელიც კი არ გაუტარებიათ ციხეში. ისინი პრეზიდენტმა 2009 წელს შეიწყალა.