მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
თელავის მოსახლეობა კომპანია "ვისოლს" ფულის გამოძალვაში ადანაშაულებს
30 სექტემბერი, 2008
თელავის მოსახლეობა გაზის სადისტრიბუციო კომპანია "თელავგაზს", რომელიც "ვისოლ პეტროლიმ ჯორჯიას" საკუთრებაა, ფულის გამოძალვაში ადანაშაულებს. თელაველების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მათ ლაბორატორიულად შემოწმებული მრიცხველები აქვთ დამონტაჟებული, კომპანია ახალი მრიცხველების დაყენებას აიძულებთ, რომლის ღირებულებაც 240 ლარია, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მომხმარებლებს ბუნებრივი აირის გარეშე ტოვებს. გარდა ამისა, მას შემდეგ რაც "თელავგაზი" "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიამ" შეიძინა, საცხოვრებელ სახლებში ბუნებრივი აირის შეყვანის საფასური თითქმის გაოთხმაგდა და 700 ლარს აღწევს.
აფხაზებმა ოთხი ქართველი მამაკაცი დაატყვევეს
29 სექტემბერი, 2008
აფხაზურმა მილიციამ 24 სექტემბერს ოთხი ქართველი, ბადრი ახალაია, ხვიჩა უბირია, გოგიტა კვირკვია და პაპუნა ქარაია გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში დააკავა. მათთან ერთად დაკავებული ორი ქართველი ქალბატონი კი აფხაზმა ძალოვანებმა მოგვიანებით გაათავისუფლეს. აფხაზური მხარე დატყვევებული ქართველების გაცვლას გოდერძი ეფენიაზე ითხოვს, რომელიც ზუგდიდის პოლიციის თანამშრომლებმა ერთი კვირის წინ ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით დააკავეს.
რას ეძებს სამეგრელოს პოლიცია და რატომ ჩხრეკენ დევნილთა ოჯახებს?!
26 სექტემბერი, 2008
8 სექტემბერს სამეგრელო-ზემო-სვანეთის სამხარეო პოლიციის თანამშრომლებმა "დოსააფის" შენობებში კომპაქტურად ჩასახლებული დევნილების ოჯახები გაჩხრიკეს. დაკავებულია აფხაზეთის პოლიციის ყოფილი თანამშრომელი მაველი საჯაია, რომლის ბინაშიც ჩხრეკის შედეგად ნაპოვნია ავტომატური იარაღის 2 მჭიდი. დევნილების განმარტებით, პოლიცია ახლომდებარე შსს განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოდან გატაცებულ საბრძოლო მასალას ეძებს. შსს ეს მნიშვნელოვანი ობიექტი ცნობილი მოვლენების დროს რუს სამხედროებს ჰქონდათ დაკავებული. მოსახლეობისთვის გაუგებარია რატომ ეძებს პოლიცია დამნაშავეებს დევნილებში და არა სამმართველოს მეთაურებში, რომლებმაც ბაზა რუსების ოკუპაციამდე უმეთვალყურეოდ დატოვეს და დიდი ხნით მიიმალნენ.
ცოტნე გამსახურდია: “მოლამ რომ თავისი ტყუილი დაიჯერა - ასე მოუვიდა ამ მთავრობას”
26 სექტემბერი, 2008
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შუათანა ვაჟი, ცოტნე გამსახურდია 2007 წლის ნოემბრის მოვლენების შემდგომ პერიოდში ერთ-ერთი მათგანი იყო, ვისაც ხელისუფლება ჯაშუშობასა და შეთქმულებაში ადანაშაულებდა. ამავე ბრალდებით ცოტა ხნის წინ საქართველოში ჩამოსული ცოტნე გამსახურდია სამართალდამცავებმა ჯერ დააკავეს, შემდეგ კი გირაოს სანაცვლოდ გამოუშვეს.
ომის ქრონიკა:
25 სექტემბერი, 2008
სამცხე ჯავახეთში ხალხი თვითმფრინავებს მუშტებს უღერებდა დღიურები მე ჭურვების სროლის ხმა არ გამიგია; ომში ახლობლები არ დამღუპვია; ჩემთვის სახლი არავის გადაუწვავს და გაუძარცვავს, მაგრამ ჩემი წილი ომი სამცხე-ჯავახეთის ერთ-ერთ იმერულ სოფელ ხევაშენში მაინც გადავიტანე.
იძაბება თუ არა ვითარება ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში?!
25 სექტემბერი, 2008
უკანასკნელ დღეებში ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში ვითარების დაძაბვა პირველ რიგში ადამიანების მკვლელობებსა და გატაცებას უკავშირდება. ზუგდიდის ტერიტორიაზე მოკლულია ორი ქართველი პოლიციელი, გალის რაიონიდან კი გატაცებულია 15 წლის მოზარდი. აფხაზების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ქართული მოსახლეობა სიმშვიდეს ინარჩუნებს, თუმცა თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობს. საფრთხის მოლოდინშია ის მოსახლეობაც, რომელიც ქართულ-აფხაზურ ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე ზუგდიდის რაიონის სოფლებში ცხოვრობს. დსთ-ს სამშვიდობო მისია კი მანდატით გათვალისწინებულ მოვალეობას „პირნათლად“ ასრულებს.
გადაიხდის თუ არა საქართველოს მთავრობა საზღაურს თავისი გაუთვლელი ნაბიჯების გამო?
25 სექტემბერი, 2008
მოსაზრება 18 სექტემბერს ტელეკომპანია BBC-ის ეთერით გასულ “ჰარდ თოქის” –ის მორიგ გადაცემაში ჟურნალისტი სტივენ საკური საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მასპინძლობდა. გასულ თვეს განვითარებულმა მოვლენებმა რუსეთის, საქართველოსა და დასავლეთის ურთიერთობების მომავალი განსაზღვრა. მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტის ორივე მხარე (რუსეთი და საქართველო) ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდა, კავკასიის ამ ნაწილში მშვიდობის ხანგრძლივი დროით დამყარება მაინც შორეული პერსპექტივაა.
აჭარის სოფლები სტიქიის შემდეგ
24 სექტემბერი, 2008
მოსახლეობა მეწყერსაშიშ ზონაში აგრძელებს ცხოვრებას აჭარაში 400-მდე ოჯახს მეწყერი კვლავ ემუქრება. ხალხი შესაბამისი სამსახურებისაგან სასწრაფო დახმარებას ითხოვს. სტიქიამ აჭარაში ხუთი ადამიანის სიცოცხლე უკვე იმსხვერპლა.
სიღნაღში საკუთრების ხელყოფა გრძელდება
24 სექტემბერი, 2008
გასულ კვირას საქართველოს პრეზიდენტი რამდენიმე საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატივით გამოვიდა. მიხეილ სააკაშვილი საკუთრების საკითხსაც შეეხო. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საკუთრების უფლება დაცული უნდა იყოს და სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე საკუთრებას ვერავის ვერ უნდა ართმევდნენ. სააკაშვილის ამ განცხადების მიუხედავად, სიღნაღში საკუთრების ხელყოფა გრძელდება. მოქალაქე ვალერი გონიაშვილს 800 კვ.მ ნაკვეთს ართმევენ. გონიაშვილი საკუთრების წართმევის მცდელობაში სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელს ზაზა ზედელაშვილს ადანაშაულებს.
ხონის ციხეში ადვოკატებს არ უშვებენ
23 სექტემბერი, 2008
ხონის №8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შექმნილ მძიმე პირობებზე პატიმრის ახლობლები და ადვოკატები უკვე მერამდენედ ალაპარაკდნენ. როგორც ირკვევა, რუსული აგრესიის პერიოდში ხონის ციხიდან პატიმრების გაქცევის ფაქტის შემდეგ ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა. ციხეში ადვოკატებს აღარ უშვებენ. მიზეზი გაურკვეველია.
ვის და რატომ არ აწყობს მედიის თავისუფლება საქართველოში?
23 სექტემბერი, 2008
„ჩვენი დემოკრატიისათვის გამოწვევად რჩება მედიის სრული მიუკერძოებლობა და თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველა ოპოზიციური პარტიის მიერ“, აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა 16 სექტემბერს პარლამენტის წინაშე წლიური ანგარიშის წარდგენისას. ეს ფრაზა მედიის და არა მხოლოდ მედიის წარმომადგენელებმა იმის აღიარებად მიიჩნიეს, რომ საქართველოში მედიას მძიმე პირობებში უწევს მუშაობა.
საქართველოში ადამიანების წამებისთვის პოლიციელებს არ სჯიან
22 სექტემბერი, 2008
არასრულწლოვანი თ. გ. დაკავებისას ძირს დააგდეს და პოლიციის ოთხი თანამშრომელი 10 წუთის განმავლობაში ფეხებითა და ხელებით ურტყამდა გვერდებსა და სახეში. დაკითხვის შემდეგ დაკავებულ არასრულწლოვანს პოლიციის ერთი თანამშრომელი ცემითა და გინებით აიძულებდა ბოლო ორი თვის განმავლობაში მომხდარი ძარცვის ფაქტებიც ეღიარებინა.
დევნილს სასწრაფო მკურნალობა ესაჭიროება
22 სექტემბერი, 2008
ზემო აფხაზეთიდან დევნილ ნიკიფორე სამსიანს მძიმე ავადმყოფობის გამო უკვე რამდენიმე დღეა გადაადგილება უჭირს. ძველი კოოპერატივის შენობაში შეხიზნულ შუა ხნის კაცს იმედი აქვს, რომ ერთ მშვენიერ დღეს ხელისუფლების ყურადღების ღირსი გახდება. სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემულ ცნობაში, რომელიც სექტემბრის დასაწყისშია გაცემული, მითითებულია, რომ სამსიანი გადაუდებელ მკურნალობას საჭიროებს.
კარვების ქალაქი ომის შემდეგ
19 სექტემბერი, 2008
დღის 2 საათზე კარვების ქალაქში ხალხი შეკრიბეს - ყველანი შეხვედრაზეო, სკანდირებდა თბილისელი მოხალისე. დევნილებს შესაკრებად იქ ეპატიჟებოდნენ, სადაც ონკანი დგას. გვერდზე ტუალეტები და აბანოების კოტეჯებია ჩამწკრივებული: ,,თქვენივე საკეთილდღეოდ, მოდით, ნუ გეზარებათო... მე განა დიდ ხელფასს მიხდიან, ყოველდღე თბილისიდან იმიტომ ჩამოვდივარ, რომ თქვენ მოგემსახუროთო...“ არ ცხრებოდა თბილისელი მოხალისე და მეგაფონში ხალხს შესაკრებად კიდევ ერთხელ უხმობდა.
საქართველო რუსეთს ეკოციდში ადანაშაულებს
19 სექტემბერი, 2008
საქართველო-რუსეთის ხანმოკლე ომმა საქართველოს ბუნებას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. 10 სექტემბერს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ირაკლი ღვალაძემ ანგარიში წარადგინა, რომელშიც საუბარი სწორედ ამ ზიანზე იყო.
რეგიონულ გაზეთებს დახურვის საფრთხე ემუქრება
18 სექტემბერი, 2008
რეგიონულ მედიას ომის დროს და ომის შემდეგ ისე გაუჭირდა, რომ შესაძლოა, არაერთი გაზეთი უახლოეს მომავალში დაიხუროს. „ჩვენ ყველანაირი რისკი გვქონდა გათვლილი, ომის რისკის გარდა“ - ამბობენ რეგიონული გაზეთების რედაქტორები.
ასაკოვანი მასწავლებლები ქუჩაში
18 სექტემბერი, 2008
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო რეკომენდაციას აძლევს საჯარო სკოლების დირექტორებს, რომ "სასურველია, საპენსიო ასაკის პედაგოგები პენსიაზე გავიდნენ". ეს განცხადება სამინისტროს ვებგვერდზე რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა. სკოლების დირექტორებმა მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ ასაკოვანი პედაგოგები უკვე გააფრთხილეს.
„ცხინვალი ომამდე ერთი თვით ადრე იყო მოსახლეობისგან დაცლილი“
17 სექტემბერი, 2008
„შეიძლება ითქვას, რომ ომი საქართველომ დაიწყო. მაგრამ ეს იგივეა, რაც შენ 20 დღის განმავლობაში სახეში მაფურთხო და ბოლოს მე სახეში შემოგარტყა, შენ კიდე მითხრა, რა გავაკეთე ისეთი, მხოლოდ 20-ჯერ სახეში შემოგაფურთხე...მე ხომ არ დამირტამს, არა“.
„არ გვინდა სანაგვეში სიკვდილი“
17 სექტემბერი, 2008
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ქუთაისის ოფისს დევნილთა ერთერთი კოლექტიური ცენტრის მცხოვრებლებმა მიმართეს. დევნილები ზემო აფხაზეთიდან უმძიმეს საცხოვრებელ პირობებს უჩივიან და დახმარებას არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან ითხოვენ. როგორც თვითონ ამბობენ, ადგილობრივი ხელისუფლების იმედი, კარგა ხანია, აღარ აქვთ.
17 წლიანი უსახლკარობა გრძელდება
16 სექტემბერი, 2008
ცხინვალის რეგიონიდან დევნილ შალუტაშვილების ოჯახს ყურადღება არ ეღირსა 1991 წელს ცხინვალის რეგიონიდან დევნილი ჯიმშერ შალუტაშვილისა და ციცინო ზედგინიძის ოჯახი ისევ უბინაოდაა. სახლი სადაც შალუტაშვილები არიან შეხიზნული, მიზერულ ფასად აუქციონზე გაიყიდა. ,,იმ დღეს სამართალი გაიყიდა” - აცხადებს ციცინო ზედგინიძე.