მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
ხულიგნობა თიანეთში
16 აგვისტო, 2012
თიანეთის რაიონის სოფელ დულუზაურებში ბადურ ფოლადიშვილმა, რომელიც სავარაუდოდ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტია, კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები და სააგენტო „ინფო9“–ის ჟურნალისტები უცენზურო სიტყვებით აგინა.
ბეჟაშვილის ტრანსფორმაცია - ბურჯანაძიდან მოგელაძემდე
14 აგვისტო, 2012
„მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო თბილისის კომფორტული, მაღალი თანამდებობა და გვერდით დავუდგე ჩემს კახეთს და კახელებს. ჩემს მეგობრებთან ერთად ჩემი მომავალი საქმიანობა დავუკავშირო გაჭირვებაში მყოფ ხალხზე ზრუნვას. ეს არ იყო იოლი გადაწყვეტილება, მაგრამ დღეს ჩვენს ხალხს სჭირდება განსაკუთრებული ზრუნვა, სჭირდება გვერდით დგომა და ეს უფრო მეტი პასუხისმგებლობაა, ვიდრე ნებისმიერ სხვა თანამდებობაზე ყოფნა“.
„ქართული ოცნების“ ფოთის მაჟორიტარი კანდიდატის შტაბმა პროკურატურაში საჩივარი შეიტანა
14 აგვისტო, 2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატის, ეკა ბესელიას საარჩევნო შტაბმა ფოთის პოლიციასა და პროკურატურაში საჩივარი შეიტანა. საჩივარი ეხება 3 აგვისტოს ფოთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტს.
პოლიცია კახეთში „ქართული ოცნების“ წევრებს მასობრივად აჯარიმებს
13 აგვისტო, 2012
პოლიციის თანამშრომლები კახეთში კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრებს მასობრივად აჯარიმებენ. ლაგოდეხში მცხოვრები მერაბ ივანაშვილი სამართალდამცავებმა ორი დღის განმავლობაში სამჯერ, სულ 340 ლარით დააჯარიმეს.
„იმედის“ ჟურნალისტი დაშვებული შეცდომის გამო უმუშევარი დარჩა
10 აგვისტო, 2012
სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით ჟურნალისტი ქეთი ქაშაკაშვილი ტელეკომპანია „იმედიდან“ წავიდა. ამის მიზეზი 7 აგვისტოს საქართველო-რუსეთის ომის მეოთხე წლისთავთან დაკავშირებით პარლამენტის მიმდიბარე ტერიტორიიდან დროშების დაშვების ცერემონიალის გაშუქებისას დაშვებული შეცდომა გახდა.
საარჩევნო სუბიექტები წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისთვის თანხას წინასწარ გადაიხდიან
9 აგვისტო, 2012
პოლიტიკური რეკლამის განთავსებისას საარჩევნო სუბიექტებს ტელეკომპანიებისთვის ფულის გადახდა წინასწარ მოუწევთ, ამ ვალდებულებას სახელმწიფო აუდიტის სამსახურის (ყოფილი კონტროლის პალატა) გენერალური აუდიტორის 6 აგვისტოს ბრძანება აკისრებთ.
„მეცხრე არხზე“ დაშვებული შეცდომის გამო, სააკაშვილმა ივანიშვილს შეუტია
9 აგვისტო, 2012
აგვისტოს ომთან დაკავშირებით „მეცხრე არხზე“ დაშვებული შეცდომა პრეზიდენტმა სააკაშვილმა გამოიყენა, რათა ბიძინა ივანიშვილი გაეკრიტიკებინა. მისი მისამართით პრეზიდენტმა განაცხადა რომ ვლადიმერ პუტინი „ქართული ოცნების“ ლიდერის და „მისი მონების“ „პატრონია“.
სოციალური რეკლამები მმართველი პარტიის სამსახურში
7 აგვისტო, 2012
საზოგადოებრივ მაუწყებელზე ბოლო თვეებში გასული სოციალური რეკლამების ანალიზმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ამ სტატუსით გასული ბევრი ვიდეორგოლი არ აკმაყოფილებს სოციალური რეკლამის კანომდებლობით განსაზღვრულ კრიტერიუმებს. გარდა ამისა, ბევრი მათგანი თავისი შინაარსით წარმოადგენს პოლიტიკურ რეკლამას, რომელიც მმართველი პარტიის სასარგებლოდ აგიტაციას ემსახურება.
თურქი ინვესტორი ლანჩხუთელი გლეხების პრეტენზიებს პასუხობს
7 აგვისტო, 2012
ლანჩხუთში თურქეთიდან ჩამოსულ ბიზნესმენებს სამ სოფელში - ჯურუყვეთში, ლესასა და ჩიბათში მოსახლეობისაგან იჯარით აქვთ აღებული 273 ჰა. საყანე ფართობი. ამ თემაზე humanrights.ge ცოტა ხნის წინ წერდა სტატიაში - „ლანჩუხთის სოფლებში გლეხები ინვესტორებისგან პირობების შესრულებას ითხოვენ“.
პოლიტიკური წმენდა ყაზბეგში
7 აგვისტო, 2012
ყაზბეგში კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები სამსახურებიდან გაათავისუფლეს. როგორც მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს „ქართული ოცნებიდან“ ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მირიან წიკლაურმა განუცხადა, მათ აქტივისტებს, რომლებიც მანქანებით გადაადგილდებიან, ბოლო 10 დღის განმავლობაში პოლიცია აჯარიმებს.
„ქართული ოცნების“ აქციამ ექსცესების გარეშე ჩაიარა
6 აგვისტო, 2012
5 აგვისტოს ბათუმში საოცრებათა მოედანზე კოალიცია „ქართული ოცნების“ აქციამ ექსესების გარეშე ჩაიარა. 30 ათასზე მეტი მოქალაქე აქციისათვის ანბანის კოშკთან, საღამოს 7 საათისათვის შეიკრიბა. კოკისპირული წვიმის მიუხედავად, აქციის მონაწილეთა უმრავლესობა, აქციაზე ბოლომდე დარჩა.
საარჩევნო წელს გარდაბნის ბიუჯეტმა პოლიციის დაფინანსება გაასამმაგა
6 აგვისტო, 2012
გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის მე-2 სართულზე ხუთი მერცხლის ბუდეა. ფანჯრების ნაწილს მინები არა აქვს და მერცხლები შენობაში უპრობლემოდ დაქრიან.
წინასაარჩევნოდ გამამართლებელი განაჩენების რიცხვი გაიზარდა
3 აგვისტო, 2012
სასამართლოს დამოუკიდებლობის პრობლემა, შეზღუდული მოსამართლეები, დაუსაბუთებელი სასამართლო გადაწყვეტილებები, ორთვიანი პატიმრობების მარტივად და, ხშირ შემთხვევაში, უსაფუძვლოდ დაკანონება, თავისუფლების ხელშეუხებლობის უფლება და ა.შ. - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ქუთაისის ოფისში სასამართლო მონიტორინგის 6 თვის შედეგები წარადგინა.
ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადებული სარჩელით, მოქალაქე საარჩევნო კოდექსის 116-ე მუხლის მე-7 ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს
2 აგვისტო, 2012
ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს საქართველოს მოქალაქის, ბესიკ ადამიას ინტერესებს, რომელიც გეგმავს 1 ოქტომბერს დანიშნულ პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობას, როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატი ქუთაისის #59 ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში.
დაკავებულმა მამის დაკრძალვაზე დასწრების მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო
31 ივლისი, 2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრმა ილია სულიაშვილმა, რომელიც სიღნაღის დროებითი მოთავსების იზოლატორში ადმინისტრაციულ პატიმრობაში იმყოფება და პატიმრობის ვადა 5 აგვისტოს უმთავრდება, მამის დაკრძალვაზე დასწრების მოთხოვნით, შიმშილობა დაიწყო.
„გამგებელმა კაბინეტში ლამის პოლიტიკური დავალება მომცა“
31 ივლისი, 2012
„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელი ლანჩხუთის გამგებელს ზეწოლაში ადანაშაულებს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ კოორდინატორმა და გრძელვადიანმა დამკვირვებელმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ნანა სანიკიძემ humanrights.ge-სთან საუბრისას განაცხადა, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, გიორგი გოგუაძემ იგი კაბინეტში დაიბარა, სადაც ადგილი ჰქონდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას.
ჟურნალისტებისთვის ქუთაისის საკრებულოს კარი დაიკეტა
31 ივლისი, 2012
„თქვენ არღვევთ კანონს, რაც დასჯადია!“ - ამ სიტყვებით ქუთაისის მედიის წარმომადგენლები ადილობრივ ხელისუფლებას ბოლო ერთი წლის მანძილზე, განსაკუთრებით კი, წინასაარჩევნო პეროდში, ხშირად მიმართავენ.
საბანკო შეცდომა, ბოროტი ხუმრობა თუ პოლიტიკური ანგარიშსწორება?
31 ივლისი, 2012
„ქართული ოცნების“ ლანჩხუთის ადგილობრივი ორგანიზაციის წევრებს „საქართველოს ბანკში“ მილიონიანი ვალები აქვთ „ქართული ოცნების“ ლანჩხუთის ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერები და პროგრამა „კარდაკარის“ მონაწილეები მილიონი ლარით დაჯარიმდნენ. დაჯარიმებულთა შორის არიან: ორგანიზაციის ხელმძღვანელი სოსო ბოლქვაძე, კოალიციის პასუხისმგებელი პირები: ელგუჯა ჩხაიძე, რომან ბიწაძე და ასევე ოფისის თანამშრომლები.
საქართველოს მთავრობამ კიდევ ორი ამერიკული ლობისტური ფირმა დაიქირავა
31 ივლისი, 2012
საქართველოს მთავრობამ ვაშინგტონში კიდევ ორი ლობისტური ფირმა, Prime Policy Group-ი და Gephardt Government Affairs-ი, დაიქირავა, რომლებიც კონგრესთან და აშშ–ის ადმინისტრაციასთან თავისუფალი ვაჭრობის და არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე ურთიერთობებს და ადვოკატირებას უზრუნველყოფენ.
შავი ანგელოზები და „მშენებარე სამოთხე“ ახალ პარლამენტთან
30 ივლისი, 2012
ანგელოზები „ციდან დაეშვნენ“ და რამდენიმე დღის წინ ქუთაისში, ახლადაშენებული პარლამენტის შენობის წინ, „ხეებზე“ ჩამოსხდნენ. ახლა საპარლამენტო ქალაქში ხუმრობენ: აი, მესმის ხელისუფლება! ჩვენთვის ანგელოზებიც კი „მოხსნა“ ზეციდანო. გვეგონა მათი ადგილი ცაში იყო, ესენი კი, აიძულეს ძირს დაშვებულიყვნენ და ჩვენს გვერდით ეცხოვრათო.