მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
„ყინწვისის საქმე“ - მსგავსი რეპრესიები შესაძლოა, ნებისმიერ უდანაშაულო მოქალაქეს შეეხოს
14 მარტი, 2012
14 მარტს ადამიანის უფლებათა ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე არასამთავრობო ორგანიზაციებმა 2011 წლის 26 მაისს ე. წ. ყინწვისის სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული 24 მსჯავრდებულის გათავისუფლება მოითხოვეს. პრესკონფერენციას მსჯავრდებულთა ადვოკატები და ნათესავებიც დაესწრნენ.
ვნებები ჯვრის მონასტრის გარშემო
14 მარტი, 2012
საქართველოს ხელისუფლება ცდილობს დაიბრუნოს იერუსალიმში მდებარე ჯვრის მონასტერი, რომელიც ამჟამად იერუსალიმის საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გარდა იმისა, რომ მონასტრის დაბრუნებაზე სპეციალური ჯგუფი მუშაობს, საკითხის ისრაელელ კოლეგასთან დაყენებას აპირებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეც.
გურჯაანში მასობრივი დაკითხვა გადაიდო
14 მარტი, 2012
კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები გურჯაანში 13 მარტს უნდა დაეკითხა, მაგრამ დაკითხვა ჯერ არ შედგა. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა კონტროლის პალატისგან დაკითხვამდე საქმის მასალების გაცნობა მოითხოვეს.
კონტროლის პალატა მოქალაქეებს „ქართული ოცნების“ გაზეთების დარიგებისათვის დევნის
14 მარტი, 2012
კონტროლის პალატის უწყება ფოთში 20-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო. მათ შორის, არიან რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები და „ქართული ოცნების“ გაზეთების დარიგებაში მონაწილე აქტივისტები. ამ ფაქტთან დაკავშირებით 13 მარტს ფოთელმა „რესპუბლიკელებმა“ ბრიფინგი გამართეს.
კონტროლის პალატის სახელით მოწყობილი მასობრივი დაკითხვა
13 მარტი, 2012
დადასტურებული ინფორმაციით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში, 13 მარტს რამდენიმე საათის განმავლობაში, 6 პიროვნებას კონტროლის პალატის სახელით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებელი ვინმე კახა საჯაია კითხავდა.
კონტროლის პალატამ „ქართუ ბანკი“ 822 040 ლარით დააჯარიმა
13 მარტი, 2012
კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 12 მარტს განაცხადა, რომ ოპოზიციონერი ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი „ქართულ ბანკი“ 822 040 ლარით დააჯარიმა პარტიების შესახებ „კანონისთვის გვერდის ავლის მიზნით განხორციელებული ფინანსური ტრანზაქციის ფაქტზე“.
2012 წლის 12 მარტი კონტროლის პალატამ ტოტალური დაჯარიმების დღედ გამოაცხადა!
13 მარტი, 2012
„ნათია მოგელაძის სამსახურს არ სცალია!“ „დახურული თათბირები ტარდება!“ „თანამშრომლების ნახვას ვერც კი ვახერხებ!“ - ეს ის პასუხებია, რასაც დაახლოებით ერთი თვის მანძილზე იღებს „გურია ნიუსი“ კონტროლის პალატის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ფატი მამიაშვილისგან.
დააპატიმრებენ თუ არა საჩხერის მოსახლეობას?
12 მარტი, 2012
ემუქრება თუ არა საჩხერის მუნიციპალიტეტის 50 ათასამდე მაცხოვრებელს სამი წლამდე თავისუფლების აღკვეთა? - კანონმდებლობა, რომელიც გასული წლის დეკემბერში დაამტკიცა პარლამენტმა, ამის შესაძლებლობას იძლევა.
„იდენტობა“ ტელეკომპანიებს „რუსთავი 2“- სა და „იმედს“ უჩივის
12 მარტი, 2012
სექსუალური უმცირესობების უფლებების დამცველი ორგანიზაცია „იდენტობა“ ტელეკომპანია „იმედსა“ და „რუსთავი 2“-ს ლგბტ (ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი) ჯგუფის წევრების სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის მაუწყებელში არსებულ თვითრეგულირების ორგანოში უჩივის. ორგანიზაციამ საჩივარი 9 მარტს გაგზავნა.
კონტროლი ქუთაისელ მეტალურგებზე
12 მარტი, 2012
ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანა „ჰერკულესში“, რომლის მუშებიც გასული წლის სექტემბერში შრომითი პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით გაიფიცნენ, პროკურატურის თანამშრომლები პერიოდულად შედიან და მუშების დაკითხვას აწარმოებენ. ეს ინფორმაცია „ნეტგაზეთს“ საქართველოს მეტალურგთა პროფკავშირის თავმჯდომარემ, თამაზ დოლაბერიძემ მიაწოდა.
ცენზურა ტელევიზიებში - არსად არ ახსენეს, რომ უბედური შემთხვევა სკოლის ტერიტორიაზე მოხდა
9 მარტი, 2012
6 მარტს თელავის რაიონის სოფელ რუისპირის საჯარო სკოლის ეზოში, სკოლის ყოფილი საქვაბის შენობის ჩამონგრევის შედეგად, მე-8 კლასის მოსწავლე, 14 წლის ბადრი ყველაიძე დაიღუპა, მე-10 კლასელი 15 წლის გიორგი თანდილაშვილი კი მძიმედ დაშავდა. ტელეკომპანიებმა „რუსთავი 2“-მა, „იმედმა“ და „პირველმა არხმა“ მომხდარის გაშუქების დროს არსად არ ახსენეს, რომ უბედური შემთხვევა სკოლის ტერიტორიაზე მოხდა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - „მთავრობა გაზეთებს არახელსაყრელ პირობებში აყენებს“
7 მარტი, 2012
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის სააგენტომ მედიაორგანიზაციებს არახელსაყრელი გარემო შეუქმნა. საუბარია რეესტრის სააგენტოს პროექტზე, რომლის მიხედვითაც, მოქალაქეების მიერ გაგზავნილი სარეკლამო განცხადებები, უფასოდ ქვეყნედება გაზეთ „24 საათში“ და საჯარო რეესტრის კუთვნილ ვებ-გვერდებზე http://www.eproperty.ge/ , http://www.elisting.ge/ თავსდება.
დიმიტრი გაბუნია: „მაკა ასათიანის ქონება „მაესტროს“ გამო დააყადაღეს“
7 მარტი, 2012
ადვოკატი დიმიტრი გაბუნია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, მაკა ასათიანის ოჯახისთვის, საქართველოში „მერსედესის“ წარმომადგენლობის 20 პროცენტიანი წილის ჩამორთმევის შესახებ, ტელეკომპანია „მაესტროზე“ ზეწოლად აფასებს. ამ საკითხზე გაბუნიამ, რომელიც მაკა ასათიანისა და ტელეკომპანია „მაესტროს“ ინტერესებს იცავს, 6 მარტს პრესკონფერენცია გამართა.
ადამიანის უფლებათა ცენტრი აპროტესტებს სასჯელაღსრულებისა და ჯანდაცვის სამინისტროების ერთობლივი კომისიის გულგრილობას და უმოქმედობას
6 მარტი, 2012
6 მარტს ადამიანის უფლებათა ცენტრში გამართული საგანგებო პრესკონფერენცია მძიმედ და უკურნებლად დაავადებულ პატიმართა უფლებებს მიეძღვნა. ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტებმა ნინო ანდრიაშვილმა და ეკა ქობესაშვილმა მათ წარმოებაში არსებული საქმეების შესახებ ისაუბრეს.
შს მინისტრი აღშფოთებასა და მოკვლევას შორის
6 მარტი, 2012
ხაშურის პოლიციის რაიონულ სამმართველოში გარდაცვლილი სოლომონ ქიმერიძის საქმესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრმა პირველი კომენტარი გააკეთა. ვანო მერაბიშვილი მომხდარ ფაქტს აღმაშფოთებელს უწოდებს, თუმცა წინასწარი მოკვლევის საფუძველზე ასკვნის, რომ ბრალდებული ქიმერიძე უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.
პროკურატურამ სოლომან ქიმერიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა
6 მარტი, 2012
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სოლომან ქიმერიძის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. პროკურატურამ ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.
ადამიანის უფლებათა ცენტრის ახალი ვებგვერდის პრეზენტაცია და სემინარი რელიგიური უმცირესობების პრობლემებზე
5 მარტი, 2012
29 თებერვალს სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ ადამიანის უფლებათა ცენტრმა და „ოსლოს კოალიციამ რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების შესახებ“ ახალი ვებგვერდის - religiebi.info-ს პრეზენტაცია გამართეს. შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო სემინარს „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში შეტანილი ახალი ცვლილებები რელიგიური ორგანიზაციების რეგისტრაციის შესახებ: მოლოდინები და შედეგები“.
გიორგი ტუღუში: „საზოგადოების ნაწილში ტოლერანტობის პრინციპებზე მყარი კონსენსუსი, სამწუხაროდ, მიღწეული არ არის“
5 მარტი, 2012
საქართველოს სახალხო დამცველი, გიორგი ტუღუში 29 თებერვალს სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ ადამიანის უფლებათა ცენტრის ახალი საიტის -http://www.religiebi.info/-ს პრეზენტაციას დაესწრო. მან ასევე მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში, რომელიც რელიგიური ორგანიზაციების რეგისტრაციის შესახებ საქართველოს სამოქალაქო კოდექსში შეტანილი ახალ ცვლილებებს ეხებოდა.
ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტი ქვიშხეთში
5 მარტი, 2012
ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტებს ხაშურის პოლიციის სამმართველოს შენობაში გარდაცვლილი სოლომონ ქიმერიძის ოჯახის წევრებთან გასაუბრების საშუალება არ მისცეს. მამაკაცებმა, რომლებიც გარდაცვლილის სახლთან მორიგეობდნენ, „მაესტროს“ ჟურნალისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, კამერის წართმევა სცადეს და ფიზიკური ძალის გამოყენებით ტერიტორია დაატოვებინეს.
მძიმე დანაშაულის ჩამდენ პაციენტებს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ვადაზე მეტ ხანს ამყოფებენ
2 მარტი, 2012
თითქმის ორი წელია, ნიკოლოზ რეხვიაშვილი იძულებითი მკურნალობით ქუტირის ფსიქიატრიულ დაწესებულებაშია მოთავსებული. იგი განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დააკავეს, მაგრამ ვინაიდან მისი ფსიქიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი არ იყო, იძულებით სტაციონარულ მკურნალობა დაუნიშნეს.