მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
მართლმსაჯულება
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
სამართლიანობის მოთხოვნა საქართველოში პატიმრობით ისჯება
30 ივნისი, 2006
„თანასწორობის ინსტიტუტის“ წევრები ირაკლი კაკაბაძე, ჯაბა ჯიშკარიანი, ლაშა ჩხარტიშვილი, ზურაბ რთველიაშვილი და დავით დალაქიშვილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, 30 დღით დააპატიმრეს.
ბათუმის #3 საბყრობილეში პატიმარმა პირი ამოიკერა
20 ივნისი, 2006
ბათუმის #3 საპყრობილეში პატიმარმა გიორგი ახალაიამ პირი ამოიკერა. მას ბრალად ძარცვასა და 5 ყაჩაღობაში მონაწილეობა ედება. ახალაია აცხადებს, რომ იგი უდანაშაულოა და პირადი ანგარიშსწორების მსხვერპლია.
პატრული სასწრაფო დახმარების ფუნქციებში უხეშად ერევა
20 ივნისი, 2006
მართალია, უფასო სასწრაფო დახმარება „03“ უმწეო მოსახლეობისთვის თავიდან ერთგვარი შვება იყო, თუმცა დღეს მოსახლეობა იმ პრობლემებზე საუბრობს, რაც სასწრაფოს გამოძახებასთან არის დაკავშირებული.
პატიმრები ამანათებისა და პაემნების გარეშე დატოვეს
15 ივნისი, 2006
არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას პატიმართა უფლებების დაცვისკენ მოუწოდებენ და საკანონმდებლო ხარვეზების შეცვლას ითხოვენ. არსებულ პრობლემებს ისიც ართულებს, რომ პატიმრებისთვის ამანათების გადაცემა აიკრძალა და ხანგრძლივი პაემნების ინსტიტუტი გაუქმდა.
„მე უკანონო პატიმარი ვიყავი“
13 ივნისი, 2006
კასპის ქონების მართვის სამმართველოს ყოფილი უფროსი ლუიზა თითირაშვილი 6 თვიანი წინასწარი პატიმრობიდან რამდენიმე თვის წინ გაათავისუფლეს. იგი აცხადებს, რომ სამართალდამცავებს უკანონოდ ჰყავდათ დაკავებული.
არასამთავრობოებს სასამართლოზე მოქალაქეთა დაცვა ეკრძალებათ
8 ივნისი, 2006
1 ივნისიდან ძალაში შესული საკანონმდებლო ცვლილებების გამო არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა მკაცრად იზღუდება. კერძოდ, მათ უფლება არ ექნებათ ორდერი გასცენ და სასამართლოებზე მათმა ადვოკატებმა მოქალაქეები დაიცვან.
პროტესტის ნიშნად ბრალდებული იზოლატორში შიმშილს განაგრძობს
7 ივნისი, 2006
ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი ორთვიანი პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობის ავტორი, პროკურორი ვანო მხარგრძელი სასამართლო სხდომაზე გამოტყდა, რომ არ იცოდა რატომ დააკავეს დიმიტრი ჯოხაძე.
ქარხნის მუშა-ხელი მეპატრონეს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის
31 მაისი, 2006
„კასპიცემენტის“ მუშა-ხელს აქციებს ართმევენ, რომელიც ერთი კაცის - დავით ბეჟუაშვილის ხელში გადავა. აქციების შესაძლო გაყიდვასთან დაკავშირებით, დავით ბეჟუაშვილს აქციონერები საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივიან.
ნაცემი და ნაწამები, 66 წლის ლიანა ჩანჩლიაშვილი დამნაშავეთა დასჯას ითხოვს
30 მაისი, 2006
მოხუცებული ქალბატონი, რომელიც ექვსმა ნიღბიანმა ახალგაზრდამ მცირე ხნის წინ, ღამით, საკუთარ საცხოვრებელ სახლში სადისტურად სცემა და აწამა, პოლიციის უფროსს დამნაშავეთა მფარველობაში ადანაშაულებს და დახმარებას ადამიანის უფლებების დამცველებს სთხოვს.
„სიკვდილის ბრიგადების“ წინააღმდეგ გამართული აქცია დაარბიეს
25 მაისი, 2006
პარლამეტის შენობის წინ შსს-ს "სიკვდილის ბრიგადების" წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები განახლდა. თუმცა, გუშინ დაახლოებით ღამის 12 საათზე აქციის მონაწილეები ფორმიანმა და უფორმო ადამიანებმა დაარბიეს.
ფინანსური პოლიციის უფროსს დაკავებულის ცემაში ადანაშაულებენ
22 მაისი, 2006
გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ კონტრაბანდის გადაზიდვაში ბრალდებულ სიმონ შოშიაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დაკავებული შოშიაშვილი შიდა ქართლის ფინანსური პოლიციის უფროსს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.
ტრაგედია ლაგოდეხში – კონტრაბანდის მფარველობაში ფინანსური პოლიციის მხილებას ადამიანი შეეწირა
18 მაისი, 2006
აზერბაიჯანიდან საქართველოში რომ ერთეულებს სარეალიზაციოდ კონტრაბანდული საწვავი შემოაქვთ, ამის შესახებ ჟურნალისტებს ბენზინის გამყიდველი ფრიდონ ბუიძე ესაუბრა, რის შემდეგაც მას ფინანსური პოლიციიდან ესტუმრნენ. ზეწოლის, მუქარისა და ნერვიულობის შედეგად ფრიდონ ბუიძე მოულოდნელად გარდაიცვალა.
17 წლის გოგონა პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს
17 მაისი, 2006
17 წლის გორელმა გოგონამ ეკა სეხნიაშვილმა შიდა ქართლის სამართალდამცავები ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ძალოვნებს იგი რამდენიმე თვის განმავლობაში სხვადასხვა ადგილას და სხვადასხვა პიროვნებების საცხოვრებელ სახლებში დატყვევებული ჰყავდათ.
შსს ბიზნესმენებს მანქანებს უკანონოდ ართმევს
17 მაისი, 2006
ბათუმელ ბიზნესმენ მიშა გაგოშიძეს ავტომანქანა საბაჟო წესების დარღვევის მოტივით რამდენიმე თვის წინ ჩამოართვეს. შსს-ს წარმომადგენლები ბიზნესმენს მანქანის ჩუქებას სთხოვდნენ, სანაცვლოდ კი საქმე არ აღიძვრებოდა.
ზუგდიდში ბიზნესს საზღვრები არა აქვს
15 მაისი, 2006
სამეგრელოს რეგიონში ფინანსური პოლიციის მიერ კონტრაბანდისათვის გამოცხადებული ომის მიუხედავად, ზუგდიდის სავაჭრო ობიექტების უმრავლესობაში რუსულ და აფხაზურაქციზიანი სიგარეტები იყიდება.
იქნება თუ არა სასამართლო მიუკერძოებელი
5 მაისი, 2006
თელავის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ყოფილი მოადგილე ჯუმბერ დარჩიაშვილი 2005 წლის 10 დეკემბრის შემდეგ პატიმრობაში იმყოფება. დარჩიაშვილის მეუღლე აცხადებს, რომ თუ მის მეუღლეს არ გაათავისუფლებენ, მისი ოჯახი საქართველოს მოქალაქეობაზე უარს იტყვის.
თბილისის ცენტრში მორიგი
4 მაისი, 2006
2 მაისს დილით, დაახლოებით 9.45 საათზე ჩოგბურთის კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცოპერაციისას ორი ახალგაზრდა დაიღუპა. მესამეს, 20 წლის დავით ბუთურიძეს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარეს.
რევაზ ცალანს პოლიციელებმა გულის ფიცარი ჩაუმტვრიეს
4 მაისი, 2006
ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „დროებაში“ გასული სიუჟეტის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს პასუხისგება მოუწევთ. 2005 წელს შსს-ს წარმომადგენლებმა მესტიაში მცხოვრები რევაზ ცალანი სასიკვდილოდ სცემეს.
საქართველო ტრეფიკინგის მიმღებ ქვეყანათა რიცხვს შეემატა
2 მაისი, 2006
ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაიშში ტრეფიკინგის შემთხვევა გამოვლინდა. მსხვერპლნი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები არიან. ქეთევან სილაგავამ ვლადიმირი და ვიქტორი შრომით ტრეფიკინგში სამი წლის წინ იძულებით ჩააბა.
პოლიციის მოწმეები ახმეტის პოლიციის უფროსის წინააღმდეგ
2 მაისი, 2006
პოლიციის მოწმეები ახმეტის პოლიციის უფროსს და მის მოადგილეებს ადამიანის უფლებების დარღვევაში ამხელენ. მათი თქმით, პოლიციის უფროსი ლევან შაშიაშვილი მათ შანტაჟისა და მუქარის გზით სიყალბის დამოწმებას აიძულებთ.