03:13, Wednesday, 23.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

უმცირესობები

აირჩიეთ წელი: 2019 2018 2017 2016 2015 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2012-12-28
უჩა ნანუაშვილი: „შესაძლოა, მე მომიხდეს არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმაც“
საქართველოს ახალი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი პარლამენტმა 7 დეკემბერს 82 ხმით 18–ის წინააღმდეგ დაამტკიცა. იგი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ადამიანის უფლებათა ცენტრს. ბოლო წლებში, ასევე, არჩეული იყო თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის გამგეობის თავმჯდომარედ.
2012-11-20
გორელოვკა - უკანასკნელი დუხობორების გულისტკივილი
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკაში ქართული რეალობისთვის უჩვეულო სანახაობაა - ერთსართული თეთრკედლიანი სახლები, ლურჯი და ზოგან მწვანე ფერის ფანჯრებით, ელექტრობოძებზე  გაკეთებულ ყარყატის  ბუდეებს შეყურებს.

2012-11-16
არასამთავრობო ორგანიზაციები და ნიგვზიანის მაცხოვრებლები ერთმანეთს მოლაპარაკების მაგიდასთან შეხვდნენ
არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართველ მუსლიმთა კავშირმა“ ნიგვზიანში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ოზურგეთში შეხვედრა გამართა, რომელსაც გურიის მასმედიის წარმომადგენლები და ნიგვზიანის მაცხოვრებლები ესწრებოდნენ.

2012-11-05
ღია წერილი საქართველოს მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს
სასჯელაღსრულების გლდანის მე–18 დაწესებულებაში უკვე ერთ თვეზე მეტია უკანონო პატიმრობაშია ჩეჩნეთიდან ლტოლვილი, 32 წლის ახმედ ჩატაევი. მას მარჯვენა ხელი რუსმა სამხედროებმა 2000 წელს მაშინ მოაჭრეს, როცა ის დაჭრილი იყო და ურუს – მარტანის საავადმყოფოდან გაიტაცეს, სასტიკად აწამეს და დენზე შეართეს. მარცხენა ფეხი ჩატაევმა საქართველოში მას შემდეგ დაკარგა, რაც შს სამინისტროს მაღალჩინოსნებმა ის მოლაპარაკების მიზნით ლოპოტას ხეობაში ჩაიყვანეს, სადაც სნაიპერმა დაჭრა.

2012-10-26
ახმედ ჩატაევს სასამართლო პროცესზე ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი დაიცავს
ლოპოტას ხეობაში განხორციელებული სპეცოპერაციის შემდეგ დაკავებული ახმედ ჩატაევი, ფაქტობრივი მტკიცებულებების გარეშე წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. ადამიანის უფლებათა ცენტრი მის გათავისუფლებას მოითხოვს. 23 ოქტომბერს ახმედ ჩატაევი საპატიმროში ადამიანის უფლებათა ცენტრის იურიდიული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ნინო ანდრიაშვილმა მოინახულა. 
2012-09-11
რა მოხდა ლოპოტას ხეობაში, რა ხდება პანკისში
რა მოხდა ლოპოტას ხეობაში; ვისი დახმარებით აპირებდნენ ეთნიკური ქისტები და ჩეჩნეთიდან ლტოლვილები საქართველოს საზღვრის გადაკვეთას; რა კავშირი აქვთ შს სამინისტროს ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომლებს ლოპოტას ხეობაში მომხდარ მოვლენებთან; ვინ აწარმოებდა ქისტებთან ცხედრების გადაცემის თაობაზე მოლაპარაკებებს?

2012-09-10
„ქართული ოცნების“ ქისტ მხარდამჭერებს თელავში თავს დაესხნენ
9 სექტემბერს საღამოს თელავში, კოალიცია „ქართული ოცნების“ აქციის დასრულების შემდეგ, აქციის მონაწილე ქისტ ახალგაზრდებს, რომლებიც პანკისის ხეობიდან იყვნენ ჩამოსულები, უცნობი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ. თავდასხმის შედეგად 25 წლის ხიზირ ქუშანაშვილი და 22 წლის ანგელ ბორჩაშვილი დაშავდნენ.

2012-09-04
მიცვალებულებით ვაჭრობა პანკისის ხეობაში
დუისის სასაფლაოზე 22 წლის ასლან მარგოშვილი და 26 წლის ბაჰაუდინ ალდამოვი (დედის გვარით ქავთარაშვილი) 3 სექტემბერს, დილის 5 საათზე დაკრძალეს. პოლიციის თანამშრომლებმა და გარდაცვლილთა ახლობლებმა სასაფლაოზე ცხედრები შემოვლითი გზით მიიტანეს, რადგან პანკისის ხეობაში შესასვლელ გზაზე ჟურნალისტები ვიყავით გაჩერებულები.

2012-07-30
ბოშათა ხმა წინასაარჩევნო მარათონში
მისამართი ასეთია: ავანგარდი - ბოშათა დასახლება. მიუხედავად იმისა, რომ დასახლება ქუთაისში სულხან-საბა ორბელიანის ქუჩაზეა, იქ მოხვედრისას თვალში გეცემათ უნომრო სახლები, რაც კონკრეტული პიროვნების მოძებნას ართულებს. 
2012-06-19
ძნელია, თბილისში იყო ბოშა
თბილისის ქუჩებში სეირნობისას რამდენიმე ადგილას შეხვდებით გახუნებულ, ჭრელა-ჭრულა ტანსაცმელში ჩაცმულ ბავშვებს ჭუჭყიანი ხელებითა და სახით, რომლებიც ფულს გთხოვენ.

2012-05-25
სახალხო დამცველი ქდმ–ს „ჰომოფობიურ“ განცხადებებს და ინიციატივას აკრიტიკებს
საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა განაცხადა, რომ ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის ინიციატივა საკონსტიტუციო ცვლილების მიღების თაობაზე, რომელიც, ავტორთა თქმით, მიზნად ისახავს საკანონმდებლო დონეზე ტრადიციული და ზნეობრივი ღირებულებების გაძლიერებას, „ცალსახად მიუღებელია“.

2012-05-23
როგორ აშუქებს რელიგიური უმცირესობების საქმიანობას ქართული მედია
ინტერნიუსის მიერ ჩატარებული მედიამონიტორინგის შედეგების მიხედვით, ბეჭდური მედიიდან, რელიგიურ უმცირესობებთან დაკავშირებულ საკითხებს, ყველაზე ხშირად გაზეთი „ბათუმელები“ აშუქებს, ყველაზე ნაკლებად კი, გაზეთი „რეზონანსი“.

2012-05-22
ქართულ–ოსური სამოქალაქო დიალოგი – შეფასება ფრიადი
რუსლან კოკოევი ჯავაში ცხოვრობს. იგი სტამბულში ქართველ კოლეგებთან შესახვედრად ჩავიდა, სადაც ოთხი დღის განმავლობაში ქართულ–ოსური სამოქალაქო დიალოგი მიმდინარეობდა. ქართველები და ოსები ძალიან გახსნილად და გულწრფელად საუბრობდნენ იმ პრობლემების შესახებ, რაც დღეს კონფლიქტის მოგვარებას ხელს უშლის.

[1] 2
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC