მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სხვა
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
ვის ემუქრება სკოლებში ჩატარებული რეფორმა?(ნაწილი I)
22 თებერვალი, 2008
ჟურნალისტური მოკვლევა რაზე იფიქრონ პედაგოგებმა - ხელშეკრულების ვადებზე თუ ბავშვების აღზრდაზე? საქართველოს ყველა სკოლაში დირექტორებსა და პედაგოგებს შორის სამუშაო ხელშეკრულებები იდება. ხელშეკრულებების ვადა სხვადასხვა სკოლაში 1 წლიდან 6 წლამდე მერყეობს. ექსპერტების თქმით, ვადიანი ხელშეკრულებები საქართველოს კონსტიტუციას და საერთაშორისო კანონმდებლობას ეწინააღმდეგება. ხელშეკრულებებში ვადის ჩაწერა არც განათლების და მეცნიერების სამინისტროს მოთხოვნაა. რატომ გადაწყვიტეს დირექტორებმა ხელშეკრულებებში ვადის ჩაწერა? ეს ზემდგომი პირების არაოფიციალური მოთხოვნა იყო თუ დირექტორების თვითნებური გადაწყვეტილება? ვის და რატომ აწყობს პედაგოგების მასობრივი განთავისუფლება? და საერთოდ, რა შედეგი მოჰყვა განათლების რეფორმას საქართველოს სკოლებში?
საქართველო-რუსეთს შორის მოქალაქეთა გარკვეული კატეგორიებისთვის სავიზო შეზღუდვები მოიხსნება
22 თებერვალი, 2008
ხვალ ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები მასობრივ შიმშილობას იწყებენ
21 თებერვალი, 2008
ახალგაზრდა ქრისტიან-დემოკრატებმა კანცელარიასთან აქცია გამართეს
21 თებერვალი, 2008
ჟურნალისტი გურჯაანის გამგებლის დასჯას ითხოვს
21 თებერვალი, 2008
გურჯაანი ეპიდემიის საფრთხის წინაშე დგას
21 თებერვალი, 2008
"მსოფლიო საზოგადოებას თბილისში მოშიმშილეთა კარვების გაშლა არ გაუკვირდება"
20 თებერვალი, 2008
რკინიგზის შეფი ეზუგბაია ქართლელ მუშებს პენსიას ართმევს
20 თებერვალი, 2008
გორის რაიონის სოფელ ქვახვრელში მცხოვრები გოგი მირუაშვილი სასამართლოდან უწყისის მიტანის დროს, გულის შეტევით გარდაიცვალა. როგორც გაირკვა, 75 წლის მოხუცს რკინიგზის შეფი ირაკლი ეზუგბაია ერჩის. ამჯერად, ეზუგბაია გოგი მირუაშვილის უფლებამონაცვლეს, მის მეუღლეს, მაყვალა მირუაშვილს უჩივის. დავის საგანი რკინიგზის მიერ გოგი მირუაშვილისთვის წლების განმავლობაში ზედმეტად გადახდილი პენსია გახდა.
დავიდარაბად ქცეული საპრეზიდენტო სუბსიდია
20 თებერვალი, 2008
„ამ ამბავს თუ გადავურჩი, საჩუქრის სახელს არასოდეს ვახსენებ. ისე შევშინდი, აწი პრეზიდენტის კი არა, ახლობლის საჩუქარსაც ვეღარ მოვკიდებ ხელს. ერთადერთი შვილის ელექტროენერგიით გათბობა ტირილად და უძილო ღამეებად მექცა. თუ ასე უნდა მომხდარიყო, ჯობდა საერთოდ არაფერი მოეცათ“, - აცხადებს მეორე ჯგუფის ინვალიდი, ქუთაისელი დალი ხაჭაპურიძე, რომელიც „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ქუთაისის ოფისში თავს დატეხილი გაუგებრობისა და ენერგოკომპანიაში შექმნილი პრობლემების შემდეგ მოვიდა.
უნარშეზღუდულები პრეზიდენტს თხოვნით მიმართავენ
19 თებერვალი, 2008
სოციალური სუბსიდიების კახეთის სააგენტოს საქმიანობის შესწავლას ითხოვენ
19 თებერვალი, 2008
გუბერნატორი ვარძელაშვილი გორის საკრებულოს უკანონო ქმედებებზე თვალს ხუჭავს
19 თებერვალი, 2008
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გამგებლის არჩევის წესი და კანონი დაარღვია. იმ დროს როდესაც 2008 წლის 7 თებერვალს ყოფილმა გამგებელმა რამაზ ჩოჩიშვილმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა, გორის საკრებულო გამოთავისუფლებულ ადგილზე კონკუსს 11 დღის დაგვიანების შემდეგ 18 თებერვალს აცხადებს. ამის გამო ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ გორის ოფისი გუბერნატორ ლადო ვარძელაშვილის სახელზე გორის საკრებულოს წინააღმდეგ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ კანონის მიხედვით ადმინისტრაციულ საჩივარს შესატანად ამზადებს.
პრეზიდენტმა კახელები მოატყუა
19 თებერვალი, 2008
წინასაარჩევნოდ, მიხეილ სააკაშვილმა საჯაროდ არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობასა და ენერგოკომპანიებს შორის მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში, მოსახლეობა 2007 წლის 1 ივნისამდე მოხმარებული ელექტროენერგიის დავალიანების გადახდისაგან გათავისუფლდებოდა... არჩევნების შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ დავალიანება არ ჩამოწერილა.
ნატო - დიდი რისკი თუ დიდი უსაფრთხოება?
19 თებერვალი, 2008
ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსისაკენ (ნატო) მიმავალი გზა ნოემბრის მოვლენების შემდეგ საქართველოსთვის უფრო დაგრძელდა. ჩვენი მიზანი ახლა MAP-ია. ნატო, როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, დაფიქრდება, მისცეს თუ არა კიდევ ერთი შანსი საქართველოს. ხოლო ხალხი, რომელსაც რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებზე მიბმული პლებისციტის დროს ჰკითხეს, სურთ თუ არა ნატოში ინტეგრაცია, სულ უფრო ხშირად კითხულობს, ხომ არ ემუქრება ქვეყანას რეალური საფრთხე ნატოში შესვლის შემთხვევაში?
მოსახლეობა ურნების დაბრუნებას ითხოვს
18 თებერვალი, 2008
ოპოზიცია ფართომასშტაბიან აქციას გამართავს
15 თებერვალი, 2008
,,არამყარი არგუმენტის” დამტკიცება ან 14 წლიანი პატიმრობა
15 თებერვალი, 2008
#37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, მალხაზ ჟუჟუნაძის საქმე არსებითი გამოძიებისათვის ახალციხის რაიონულ სასამართლოს გადაეცა. მალხაზ ჟუჟუნაძე 2007 წლის 4 ნოემბერს შინაგან საქმეთა ახალციხის განყოფილებამ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ბრალდებით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის, II ნაწილის ა პუნქტი) თავისივე საცხოვრებელ სახლში დააკავა.
უფლებაშელახული მესაკუთრეები უვადო შიმშილობას იწყებენ
15 თებერვალი, 2008
საკუთრების ხელყოფის კვალიფიკაციით, ბოლო დროს, ქუთაისში არაერთი ობიექტი „დაცალეს“ მეპატრონეებისგან. პოლიციის თანამშრომლები უხეში ჩარევითა და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, ამჯერად ფალიაშვილის ქუჩაზე განთავსებულ შპს „განთიადს“ მიადგნენ და ბრძანება გასცეს, რომ იქაურობა ორ დღეში დაიცალოს. ვადა 15 თებერვალს იწურება. „განთიადის“ თანამშრომლები უკვე მეორე დღეა შიმშილობენ.
ყინვამ სამცხე-ჯავახეთში ბევრი პრობლემა გააჩინა
14 თებერვალი, 2008
სამცხის მოსახლეობა გაზაფხულზე წყალდიდობამ, ზამთარში კი ძლიერმა ყინვამ დააზარალა. ჯერ კიდევ მაისში ხალხი წყალდიდობის, ღვარცოფისა და მეწყერის გამო შექმნილ პრობლემებზე ჩიოდა, რომელსაც ახლა უკვე ყინვისგან მიყენებული ზიანიც დაემატა.
სახალხო დამცველი კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის ქმედების შესწავლას ითხოვს
13 თებერვალი, 2008