20:48, Friday, 21.11.2014
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სტატია

აირჩიეთ წელი: 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2008-11-11
სასმელი წყლის გარეშე დარჩენილი მუგარეთი
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუგარეთის მცხოვრებლები ღელის წყალს სვამენ, თუმცა ზამთარში ისიც წყდება და მოყინულ გზაზე მოსალხეობა წყალს მეზობელი სოფლებიდან ეზიდება. ადგილობრივი ბიუჯეტით ამ პრობლემის მოგვარება არ ხერხდება. სამთავრობო სექტორს არასამთავრობო ორგანიზიციების იმედი აქვთ.
2008-11-11
ტელეკომპანია „ივერიას“ დახურვა ემუქრება
ტელეკომპანია „ივერიის“ ხელმძღვანელი, გიორგი ანდრიაძე ხელისუფლებას საკონსტიტუციო შეთანხმების მუხლების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს. ცალკე სიხშირის გამოყოფას ტელეკომპანია უკვე დიდი ხანია ითხოვს, თუმცა ხელისუფლების მხრიდან ეს უყურადღებოდ რჩება.
2008-11-10
ოჯახური ძალადობა და ღია ცის ქვეშ დარჩენილი ცხრაშვილიანი ოჯახი
კასპის რაიონის სოფელ თეზში ცხრა შვილის დედას, ლელა ნიკოლიშვილს შვილებთან ერთად სახლიდან ასახლებენ. ამის შესახებ ოფიციალური გადაწყვეტილება იგოეთის შს განყოფილების ინსპექტორებმა უკვე მიიღეს. ლელა ნიკოლიშვილი დასახმარებლად „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ შიდა ქართლის ოფისს დაუკავშირდა. როგორც გაირკვა, მისი დედამთილის, ჟუჟუნა ჯავახიშვილის საჩივრის საფუძველზე, იგოეთის პოლიცია იძულებულია სახლიდან გაასახლოს ლელა და მისი მეუღლე ნიკოლოზ ჯავახიშვილი შვილებით.

2008-11-10
ჟურნალისტმა პროტესტის ნიშნად გადაცემის წაყვანაზე უარი თქვა
პარლამენტის წევრი "შავებთან" კავშირს არ უარყოფს

ჟურნალისტმა მარინა გოგოლაძემ პროტესტის ნიშნად ტელეკომპანია "ლაგოდეხის" ყოველკვირეული გადაცემა "სტუდია - დიალოგის" წაყვანაზე უარი თქვა. როგორც გოგოლაძემ განაცხადა, პროტესტის ძირითადი მიზეზი ტელეკომპანიის ხელმძღვანელის მიერ გადაცემის სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევა გახდა.

2008-11-10
მთავრობის განკარგულებით გამოყოფილი თანხები არამიზნობრივად გაიხარჯა
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 14 მარტის 125-ე და 15 მაისის 327-ე განკარგულებებით, სიღნაღის, ლაგოდეხის, გურჯაანის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებს, 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებამდე, ადგილობრივ ბიუჯეტში 6 805 200 ლარი ჩაერიცხა. აქედან სიღნაღის რაიონს 1 891 200, ლაგოდეხს - 1 550 000, საგარეჯოს 1 392 000 და გურჯაანს - 1 972 000 ლარი. ამ თანხით მუნიციპალიტეტებში სასმელი წყლის სისტემების და შიდა გზების სარეაბილიტაციო, სოფლების გაზიფიცირების, მრავალსართულიანი სახლების ფასადების, სახურავების შეკეთების და სხვა სამუშაოები უნდა ჩატარებულიყო. მიღება – ჩაბარების აქტებში აღნიშნულია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები მაღალი ხარისხით შესრულდა, მაგრამ ლაგოდეხში ხიდები უკვე ჩაინგრა, მრავალსართულიან სახლებს ქარმა სახურავი გადახადა, მოსახლეობა კი დღემდე უწყლოდ არის დარჩენილი.

2008-11-10
საშიში დაბრუნება
ქარელის რაიონის სოფელი კნოლევი ოსების მიერ კონტროლირებად ზნაურის რაიონს ესაზღვრება. სოფლის ბოლოს კნოლევიდან დაახლოებით 70 მეტრში რუსული ბლოკ პოსტია განთავსებული, ხოლო ერთ მხარეს ტყეებსა და ოსურ სოფლებში ოსი „ბოევიკები“ დგანან. აგვისტოს ომის დროს ოსმა და რუსმა ჯარისკაცებმა კნოლევი, საქართველოს სხვა სოფლებთან ერთად, დაარბიეს. ამის  ნაკვალევი დღესაც ადვილად შესამჩნევია. კნოლევის იმ მოსახლეობას, რომელიც რუსულ ბლოკ პოსტთან ახლოს ცხოვრობს სოფელში დაბრუნების დღესაც ეშინია.

2008-11-10
ოპოზიციამ 7 ნოემბერი ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის დღედ გამოაცხადა
საპრეზიდენტო და საპარლამენტო ვადამდელი არჩევნების ჩატარება 2009 წლის გაზაფხულზე, სიტყვის თავისუფლება, “იმედის” დაბრუნა კანონიერ მესაკუთრესთან 23 ნოემბრამდე და პოლიტპატიმრების გათავისუფლება – 2008 წლის 7 ნოემბერს ოპოზიცია ახალი აქციით და მოთხოვნებით ხვდება. აქცია, რომელზეც რამდენიმე ათასი მომიტინგე შეიკრიბა, პარლამენტთან დაიწყო და მოგვიანებით პრეზიდენტის რეზიდენციასთან გადაინაცვალა.

2008-11-07
"ნათხოვარი" საფლავების "მათხოვარი" ქართველები
ქართულ-აფხაზური ადმინისტრაციული საზღვრის თითქმის მთელი პერიმეტრი გადათხრილია. რუსული საჯარისო ნაწილები გალის რაიონის დაბალი ზონის სოფლებში სამხედრო ობიექტების მშენებლობას, ბლოკ-საგუშაგოების განლაგებასა და სანგრების თხრას დღემდე განაგრძობენ. მოსახლეობა თითქოს შეეგუა ოკუპანტებისა და სეპარატისტების გაძლიერებულ თარეშს ქართველებით დასახლებულ სოფლებში, მაგრამ წინაპართა ძვლების ხელყოფის მცდელობას სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია. სასანგრედ გამიზნული ქართველთა საფლავები გადათხრას გადაურჩა, რუსებმა უკან დაიხიეს... ქართველთა საფლავების გათხრის მცდელობა რუსეთის საჯარისო ნაწილების ხელმძღვანელობას გალის რაიონის სამ სოფელში, ფიჩორში, ნაბაკევსა და ზემო-ბარღებში ჰქონდა. „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ ის ფოტოებიც მოიპოვა, სადაც სოფელ ფიჩორისა და გაგიდის ის ტერიტორიებია ასახული, რომლებიც რუსი ჯარისკაცების სამალავებად იქცა.
2008-11-06
ქუთაისის ახლადაშენებული ციხე რემონტშია
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #2 საპყრობილისა და მკაცრი რეჟიმის დაწესებულება ქუთაისში 2005 წლის 20 დეკემბერს, საკმაოდ პომპეზურ ვითარებაში გაიხსნა. ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლება იმთავითვე ციხის მაღალ სტანდარტებსა და იქ არსებულ საუკეთესო პირობებზე ალაპარაკდა. მას შემდეგ მხოლოდ ორი წელი და რამდენიმე თვე გავიდა და ციხე უკვე რემონტშია.

2008-11-06
2008 წლის 7 ნოემბერს საქართველოში დემოკრატიის დასასრულის ერთი წლის თავია
საქართველოში განვითარებულ ბოლო მოვლენებამდე, დროის ათვლის საწყისი 2003 წლის ვარდების რევოლუცია მიიჩნეოდა, თუმცა ათვლის საწყისი 2007 წლის 7 ნოემბერს შეიცვალა. ისე როგორც ეს მოხდა შეერთებული შტატების 11 სექტემბრის და ბრიტანეთის 7 ივლისის მოვლენების შემდგომ. ეს ის თარიღებია, რომელმაც ამ ქვეყნების მაცხოვრებლები ტერორიზმის, როგორც რელური საფრთხის არსებობის წინაშე დააყენა.

2008-11-06
რეპორტაჟი საარჩევნო უბნიდან
დილის 6:48 წუთზე, უკვე ახალსოფლის #37 უბანზე ვარ. აქ მინიმუმ 15 საათის გატარება მომიწევს. ეს იმ უკეთეს შემთხვევაში, თუ  არჩევნებმა დარღვევების გარეშე ჩაიარა. მაგრამ ეს  ნაკლებმოსალოდნელია, თუკი იმას გავითვალისწინებთ, რომ 21 მაისის არჩევნები ჩხუბით დასრულდა. თუმცა, მაშინ ამ უბნის მონაცემები ბათილად არ გამოუცხადებიათ.

2008-11-05
ელექტროენერგიის ბოძები მოსახლეობას საფრთხეს უქმნის
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერსაში დენის ბოძები მიწაგამოცლილი, ხოლო სადენები ძირსაა ჩამოწეული. სოფელ ფერსის მოსახლეობა საფრხთეზე საუბრობს. 

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერსაში გორისა და დუშეთის რაიონიდან 1944 წელს გადმოსახლებული მოსახლეობა ცხოვრობს. ადგილობრივები პრობლემებზე საუბარს თავს არიდებენ, თუმცა... „მთავარ სატკივარზე თვალს ხომ ვერ დავხუჭავთ”, - ამბობს მარიამ გოგოლაური. „მთავარი სატკივარი“ კი დენის ძველი ბოძებია. მარიამ გოგოლაურის სახლის თავზე პატარა გორაა, სადაც დენის ბოძებს მიწა აქვს გამოცლილი და  ნახევრად წაქცეულია.   

2008-11-05
დევნილებს სოფლებში დაბრუნებას აიძულებენ
რუსთავის მე-17 პროფესიულ სასწავლებელში განთავსებულ იძულებით გადაადგილებულ პირებს, შენობის დატოვებას 10 ნოემბრამდე აიძულებენ. ქარელის რაიონის სოფელი კნოლევიდან გამოქცეულ დევნილებს დაბრუნების ეშინიათ. მათი თქმით, სოფელში ყოფნა სახიფათოა, რადგან განაღმვითი სამუშაოები ჯერაც არ დასრულებულა. გარდა ამისა, სოფელი კნოლევი ოსების მიერ კონტროლირებად ზნაურის რაიონს ესაზღვრება.

2008-11-04
„ენდე, მაგრამ შეამოწმე“- ნაცმოძრაობის საარჩევნო დევიზი
3 ნოემბრის აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების პარალელურად, ამომრჩველებთან რეკავდნენ და ეკითხებოდნენ არჩევნებზე უკვე მივიდნენ თუ არა. ზარი ერთ-ერთ ამომრჩველთან ბათუმის 23-ე უბანზე ნომრიდან 895 30 55 25 განხორცილედა. ადამიანის უფლებათა ცენტრი დაუკავშირდა აღნიშნულ ნომერს, რომელმაც განაცხადა: “ლანა მურვანიძე ვარ, ზაზა გოგოტიშვილის შტაბიდან (ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან). რაიმე დარღვევაა ამაში? კი, ვურეკავდი სიის მიხედვით. უბრალოდ მაინტერესებდა იყვნენ თუ არა მისული“.  კონკრეტულად, თუ რა სიაზეა საუბარი, ლანა მურვანიძეს არ დაუკონკრეტებია, რადგან  საუბრის სურვილი გაუქრა.

2008-11-04
“რუსი მოროდიორების არაფერი გამკვირვებია, რადგან ჩვენ ქართველმა ჩინოვნიკებმა გაგვძარცვეს და დაგვაყაჩაღეს”
შანტაჟით, ძალადობითა და თავისუფლების აღკვეთის მუქარით საკუთრების წართმევის ფაქტებზე საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება 2007 წლის ოქტომბერში დაიწყო. დაზარალებულებმა მანანა მაჭარაშვილმა და თამარ თარაშვილმა, ქალაქ სიღნაღის ცენტრში მდებარე კომერციული ფართების იძულებით გასხვისებისა და წართმევის შესახებ გამოძიებას დეტალური ჩვენებები მისცეს და დანაშაულის დამადასტურებელი დოკუმენტებიც წარადგინეს, მაგრამ ამ დრომდე უშედეგოდ.

2008-11-04
ლეკები საქართველოში გამორბიან
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დაღესტნიდან კახეთში ათობით ლეკი ჩამოვიდა. ისინი თავს ყვარლის რაიონის ლეკურ სოფლებში მცხოვრებ ნათესავებს და ნაცნობებს აფარებენ. ჩრდილოკავკასიელი ლტოლვილების განცხადებით, დაღესტანში, კერძოდ კი მახაჩკალის რაიონში უაღრესად დაძაბული ვითარებაა. სამხედრო ხელისუფლების ბრძანებით, ადგილობრივი სამართალდამცავები 18-დან 38 წლამდე მამაკაცებს შეიარაღებულ ძალებში მასობრივად იწვევენ, წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში კი აკავებენ.

2008-11-03
ვაქცინაციის ირგვლივ სკანდალი „არასწორი ინფორმაციის გამო ატყდა“
წითელასა და წითურას ვაქცინით 26-ე პოლიკლინიკაში პირველ დღეს 210 ადამიანი აიცრა, მეორე დღეს - 180, მესამე დღეს - 22, მეოთხე დღეს - 6... აცრილთა რაოდენობა დღითიდღე მცირდებოდა. ამის მიზეზი ის სატელევიზიო სიუჟეტები გახდა, რომლებიც ვაქცინაციის შემდეგ საავადმყოფოში მოთავსებული ბავშვების შესახებ გადაიღეს. ამან წითელასა და წითურას ვაქცინის მიმართ საზოგადოებაში შიში და უნდობლობა გამოიწვია.

2008-11-03
პოლიტიკური წმენდა თელავის უნივერსიტეტში
უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციას პედაგოგების მიმართ თანასწორ მოპყრობას ავალდებულებს, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა. ამის მიუხედავად, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, გიორგი გოცირიძე უარს ამბობს სამსახურში აღადგინოს არჩილ ჯორჯაძე, რომელიც  უნივერსიტეტიდან პოლიტიკური ნიშნითა და კანონის დარღვევით გაათავისუფლეს. „არ აღვადგენ და მორჩა. ამ ადამიანმა ძალიან დამღალა. მისი სამსახურში დაბრუნებაც რომ მინდოდეს, ადგილი არ მაქვს. სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის კოორდინატორის თანამდებობა გაუქმდა“, -აცხადებს უნივერსიტეტის რექტორი. სამაგიეროდ, მან უნივერსიტეტში დაასაქმა თავისი ნათესავები და პედაგოგების განცხადებით, რექტორი ერთგულებისა და მორჩილების მიხედვით განსაზღვრავს თანამშრომლების ხელფასის ოდენობას.

1 2 [3]
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავება არის:
პოლიტიკური ანგარიშწორება კორუფცია მიჭირს პასუხი

ბლოგი

მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
ხანგრძლივი და რთული მოსამზადებელი პერიოდის, წვალების შემდეგ 30 ივლისს სარაევოში ჩავფრინდით. ცუდი მეტეოპირობების გამო, დაფრენის დროს განცდილი დიდი შიშის მიუხედავად, თვითმფრინავის ილუმინატორიდან სარაევოს
ვრცლად...
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში
არქივი
    

რედაქტორის აზრი

რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
"მართლმსაჯულების ხარვეზები“ - რბილად ასე ვუწოდებთ იმ სისტემურ პრობლემებს, რაც ქართულ მართლმსაჯულებას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლებში ახასიათებდა. 
ვრცლად...
პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
შემოდგომის ბუზი
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2014 HRIDC