მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
მშენებლობის წესები მკაცრდება
16 იანვარი, 2007
საქართველოს კანონში “არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” ცვლილებები შედის. კანონის მიხედვით, მშენებლობაზე კონტროლი მკაცრდება. შემოღებული წესების დარღვევა კი 200-დან 30 000 ლარამდე დაჯარიმებას გამოიწვევს. შესაბამისად, სამშენებლო კომპანიები მშენებლობის ფასებსაც გაზრდიან.
პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი თემურ ანჯაფარიძეს ნარკორეალიზატორობაში ადანაშაულებს
16 იანვარი, 2007
გურჯაანში სამი წლის წინ მომხდარ მკვლელობებსა და ბანდიტიზმში ბრალდებული, რეგიონის კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი გოჩა ნაზღაიძე დაკავების მიზეზებზე ალაპარაკდა. გასულ კვირას, იგი მოწმის სახით დაკითხულ შს კახეთის მთავარი სამხარეო სამმართველოს უფროსს თემურ ანჯაფარიძეს დაუპირისპირდა. ნაზღაიძემ, რომელიც თავს დამნაშავედ არ სცნობს, ანჯაფარიძე ნარკორეალიზატორობასა და მომხმარებლობაში დაადანაშაულა.
მიმოზის ფერი გაჭირვება
15 იანვარი, 2007
მიტოვებული სახლ-კარი, დაკარგული ქმარი, თვეში 14 ლარიანი შემოსავალი - ასე ცხოვრობს გაგრიდან ახალციხის რაიონის სოფელ წნისში იძულებით გადაადგილებული ლამარა ბენიძე.
საფრთხის თავიდან ასაცილებლად ორწლიანი ბრძოლა დაჭერებით დასრულდება
15 იანვარი, 2007
ზურაბ ბაგაშვილი ქ. გურჯაანში, თავისუფლების ქუჩა #6-ში, მისი საცხოვრებელი სახლის წინ, ბენზინგასამართი კომპლექსის მშენებლობას აპროტესტებს. მიუხედავად იმისა, რომ ობიექტი კანონდარღვევით აშენდა და საფრთხეს უქმნის საზოგადოებას, გურჯაანის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურს გადაწყვეტილი აქვს ობიექტი ექსპლუატაციაში მიიღოს.
ბრძოლა ნარკომანებთან თუ ნარკომანიასთან?
15 იანვარი, 2007
სახელმწიფომ ნარკომანების წინააღმდეგ სანქციები გაამკაცრა. ნარკოლოგები ხელისუფლების დამოკიდებულებას არ იზიარებენ და მიიჩნევენ, რომ ნარკომანების წინააღმდეგ მკაცრი ზომები პრობლემას კიდევ უფრო გაამწვავებს.
ვისია ბორჯომის კომპოზიტორთა სახლი?
10 იანვარი, 2007
ყველასათვის ცნობილი ბორჯომის კომპოზიტორთა სახლი თურმე კომპოზიტორთა საკუთრება სულაც არ ყოფილა. ხელოვანების საპროტესტო აქციებს შედეგი არ მოჰყოლია. დავა ხელისუფლებასა და ხელოვანებს შორის კომპოზიტორთა სახლის გასხვისებაზე ხელისუფლების სასარგებლოდ გადაწყდა. კომპოზიტორთა სახლის სამომავლო ბედი უკვე ეკონომიკის სამინისტროს ხელშია.
ექიმები ბავშვის გარდაცვალებას მშობლების უყურადღებობას უკავშირებენ
10 იანვარი, 2007
გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში მცხოვრები 14 წლის ვასილ ქოქაშვილის ინფექციური დაავადებით გარდაცვალებას, ადგილობრივი ექიმები მშობლების უყურადღებობას უკავშირებენ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ეპიდემიის გავრცელებას გამორიცხავს, თუმცა მოსახლეობა მომხდარით გამოწვეულ შეშფოთებას ვერ მალავს.
ამოსაზელი ლობიო „თრიალეთის“ გადასარჩენად...
9 იანვარი, 2007
შიდა ქართლის გუბერნატორის მიხეილ ქარელისა და ყოფილი პარლამენტარის ბადრი ნანეტაშვილის ბოლოდროინდელი დაპირისპირების რეალური მიზეზების გარკვევას ადამიანის უფლებათა ცენტრი შეეცადა.
დევნილები საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას ითხოვენ
9 იანვარი, 2007
„ჩვენ ერთხელ უკვე გვაქციეს დევნილებად და ეს ტრავმა სამარემდე მიგვყვება. აღარ გვინდა მეორედ ავიბარგოთ და ისე წავიდეთ აქედან, რომ არ ვიცოდეთ, ღამეს სად გავათევთ. საკუთარი ჭერი ნატვრად გადაგვექცა,“ დარდობს გაგრიდან დევნილი გიორგი ბერაია. ის 82 წლისაა და 14 წელია მშვიდ და სტაბილურ საცხოვრებელ პირობებზე ოცნებობს. უკვე რამდენიმე წელია ჰპირდებიან, რომ წყალტუბოს სანატორიუმ „ივერიაში“ ბოლო ღამეს გაათევს და მალე ახალმოსახლეობას იზეიმებს, მაგრამ - უშედეგოდ.
მაღალმთიანი სოფლის მოსახლეობა შველას ითხოვს
8 იანვარი, 2007
იქ არც საბავშვო ბაღია, არც სკოლა, არც მაღაზია და აფთიაქი. ვერც ქვით ნაშენ სახლებს ნახავთ. მათ არც გზა აქვთ, რომ რაიონულ ცენტრს დაუკავშირდნენ. იქ ვერც სასწრაფო დახმარების მანქანა მიდის და აუტანელი პირობების გამო სოფელში შემორჩენილ, მატარებლის ვაგონებსა და ქოხებში მცხოვრებ სულ სამ ოჯახს პირველად სამედიცინო დახმარებას 70 წელს მიტანებული ქალბატონი უწევს.
გურჯაანის საკრებულო საჯარო ინფორმაციას ბლოკავს
5 იანვარი, 2007
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა უხეში დარღვევების გამო, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რაიონულ სასამართლოში უჩივიან. მოსარჩელე ჟურნალისტი, განცხადებით გურჯაანის პროკურატურასაც მიმართავს, რომლითაც პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს.
ახალ წელს 72 მასწავლებელი უმუშევარი შეხვდა
4 იანვარი, 2007
ბათუმის ხუთ საბავშვო ბაღში პატარებმა ბოლო საახალწლო ზეიმი გამართეს. მერიის გადაწყვეტილებით, 25 დეკემბრიდან ქალაქში ხუთი საბავშვო ბაღის ლიკვიდაციის პროცესი დაიწყო. ახალი წლისთვის 251 ბავშვი საბავშვო ბაღის, 72 ბაღის მასწავლებელი კი სამსახურის გარეშე დარჩა.
გორში პატრულის უფროსს კანონდარღვევაში ადანაშაულებენ
4 იანვარი, 2007
შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის უფროსმა დავით ტაბუცაძემ გორის რაიონის გამგებელთან ვასილ მახარაშვილთან დადებული შეთანხმება დაარღვია. მიუხედავად იმისა, რომ რაიონის გამგებელმა გარემოვაჭრეებს ვაჭრობის ნებართვა 2007 წლის 2 იანვრამდე მისცა, პატრულის უფროსმა გარემოვაჭრეების აყრა ვადაზე ადრე, 25 დეკემბრიდან დაიწყო.
წყლის წვეთები დავითვალოთ
4 იანვარი, 2007
2007 წლის 14 იანვრიდან საქართველოში წყლის ფასი ორმაგდება. თუ ადრე მოსახლეობა ერთ ადამიანზე თვეში 1,20 ლარს იხდიდა, ამიერიდან 2,40 ლარის გადახდა მოუწევს, დაწესებულებას კი 4,40 ლარის. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საკრებულომ თბილისის მერის - გიგი უგულავას ინიციატივით 29 დეკემბერს მიიღო.