მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
ოს ტერორისტებს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს
31 ივლისი, 2006
გორის რაიონულ სასამართლოში 2005 წლის 1 თებერვლის გორის ტერაქტის ორგანიზატორთა ბრალდების სისხლის სამართლის საქმე დასრულდა. ზარ-ზეიმით გახსნილი საქმის დასრულებას ტერორისტულ აქტში ეჭვმიტანილთა უვადო პატიმრობის მისჯა მოჰყვა.
ორფოლის პოლიგონზე მინისტრმა რეზერვისტები სცემა
28 ივლისი, 2006
ახალციხის ორფოლოს პოლიგონზე განთავსებულ აჭარიდან რეზერვისტთა #17 ბატალიონში მყოფი რეზერვისტები, მათივე განცხადებით, 14 ივლისს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გაროზგა.
მიხეილ ქარელის ფონდის შავი ლაქები
28 ივლისი, 2006
შემოწირულობების მიხედვით, საქართველოს რეგიონების სხვა რწმუნებულების ფონდებთან შედარებით, შიდა ქართლის გუბერნატორის, მიხეილ ქარელის, ფონდი ყველაზე მასშტაბურია.
უცხოეთში მყოფი ქართველებისთვის საქართველოს საელჩოები მიუწვდომელია
27 ივლისი, 2006
უცხოეთში საქართველოს საელჩოები და საკონსულოები ტრეფიკინგის მსხვერპლთ თუ სხვა სახით დაზარალებულებს ვერ ეხმარებიან. ამის ერთი მიზეზი ის არის, რომ საელჩოებში ტრეფიკინგის შესახებ მწირი ინფორმაცია არსებობს, მეორე კი ის, რომ იქ ჯერ კიდევ არ არსებობს პასუხისმგებელი პირი თუ კონკრეტული ტელეფონის ნომერი, ვისაც მსხვერპლი უნდა დაუკავშირდეს.
რა კავშირია გიორგი სანაიასა და ვეფხია მარგოშვილის მკვლელობებს შორის
26 ივლისი, 2006
ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობას თავიდანვე პანკისის ხეობაში არსებულ მძიმე კრიმინალურ ვითარებას და იმ ვიდეოკასეტას უკავშირებდნენ, რაზედაც შს და უშიშროების სამინისტროს მაღალჩინოსნები ნარკობარონებთან ერთად იყვნენ აღბეჭდილნი. ამ ვერსიას ვეფხია მარგოშვილის ოჯახის ახლობლები ადასტურებენ და მოსალოდნელ საფრთხეზეც საუბრობენ.
ქარელელი ჟურნალისტები გამგებელმა ღია ცის ქვეშ დატოვა
25 ივლისი, 2006
ქარელის რაიონული, თავისუფალი გაზეთის „ქართლის ქრონიკები“-ს ჟურნალისტები ღია ცის ქვეშ დარჩნენ. ერთი კვირის წინ, ქარელის რაიონის გამგეობამ ის შენობა, სადაც გაზეთის რედაქცია და სტამბა იყო განთავსებული, ყოველგვარი კონკურსისა და ტენდერის გარეშე გაყიდა.
შს გურჯაანის სამმართველოს თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია დაარბიეს
25 ივლისი, 2006
ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ გურჯაანის სერვის ცენტრის შენობის წინ შეკრებილი მოქალაქეები ადგილობრივი პოლიციის თანამშრომლებმა დაარბიეს. გურჯაანის პოლიციის უფროსის მოადგილემ მალხაზ ღუბეჯაშვილმა აქციის ერთ-ერთი მონაწილე სოსო ზარდიაშვილი კიბეებზე დააგორა. შეხლა-შემოხლის დროს დაზარალდა რეგიონული გაზეთის კორესპონდენტი მაია მამულაშვილიც.
"პრეზიდენტი ბრძოლის ველიდან გაქცეული სარდალია"
21 ივლისი, 2006
3 წელია, მარიამ საყვარელიძე რევოლუციის ღამეს მომხდარი უბედური შემთხვევის გამოძიებას და მისი შვილის მკვლელის დასჯას ითხოვს. შსს-მ აღნიშნული საქმე გაუხსნელად 2-ჯერ დახურა. გარდაცვლილის დედა პრეზიდენტთან 3-ჯერ შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ ის ბრძოლის ველიდან გაქცეული სარდალია.
“ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაყალბდება!” - წინასწარ გამოცხადებული შედეგების ეტიუდები
20 ივლისი, 2006
ბოლო დღეებში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივი თელავის რაიონის მოსახლეობას ბურღულეულს და სხვადასხვა სახის პროდუქტს ურიგებს. დასაჩუქრებულთა მცირე ნაწილი ნობათით კმაყოფილია, თელაველთა უმეტესობის განცხადებით, პროდუქტს მათ თვითმმართველობის არჩევნებში ხმების სანაცვლოდ აძლევენ.
ფინანსურ პოლიციას ფეხმძიმე ქალის ცემაში ადანაშაულებენ
19 ივლისი, 2006
კონტრაბანდული ტვირთების გადაზიდვაში ეჭვმიტანილ ფსოურების ოჯახში 17 ივლისს საღამოს ფინანსური პოლიციის თანამშრომლებსა და ოჯახის წევრებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. ოჯახის წევრს – ნიკოლოზ ფსოურს თავის არეში ტვინის შერყევა აღენიშნება, ხოლო მისი ფეხმძიმე მეუღლე საავადმყოფოში მოათავსეს.
პროფესორები რექტორს უჩივიან, რექტორი - პროფესორებს
18 ივლისი, 2006
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ-მასწავლებელთა საპროტესტო აქცია განახლდა. მოთხოვნა უცვლელია - აკადემიურ თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის გაუქმება და დიალოგი.
ერთი დევნილი ოჯახის ისტორია
18 ივლისი, 2006
22 წლის, დაბადებიდან ინვალიდი შორენა ჩაბრავა სასტუმრო „მესხეთიდან“ დევნილთა გამოსახლების შემდეგ ქუჩაში აღმოჩნდა. მიუხედედავად იმისა, რომ ჩაბრავებს საოჯახო ნომერი ჰქონდათ, დევნილთათვის განკუთვნილი საკომპენსაციო თანხა მაინც არ მისცეს.
ლუკა რამაზაშვილი - თელავის ადგილობრივი ხელისუფლების პირადი პატიმარი
18 ივლისი, 2006
„მრეწველების“ კახეთის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელი და კომპანია „ყაზბეგი – ფშაველის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ლუკა რამაზაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების პატიმარია, ამას მიმდინარე სასამართლო პროცესებზე განვითარებული მოვლენებიც ადასტურებს.
იურისტები არასრულწლოვანის 10 წლიან პატიმრობას აპროტესტებენ
17 ივლისი, 2006
სასამართლომ 14 წლის არასრულწლოვან გიორგი ზერეკიძეს ამა წლის 30 ივნისს 10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. არასამთავრობო ორგანიზაციები სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ საქმის გამოძიება არასრულფასოვნად ჩატარდა და სასამართლომ მას არასწორი კვალიფიკაცია მისცა.
ფინანსურ პოლიციის შიდა ქართლის სამმართველოს თანამშრომლებს კანონის დარღვევაში ადანაშაულებენ
14 ივლისი, 2006
ფინანსური პოლიციის მიერ დაკავებული სოსო მურადაშვილის ნათესავები ფინანსური პოლიციას კანონის დარღვევაში ადანშაულებენ და ამბობენ, რომ პოლიციელებმა 22 წლის მურადაშვილს 9 ყუთი სიგარეტი ავტომანქანაში ჩაუდეს.
მოკლულის მამას დანაშაულის ჩადენას აიძულებენ?
14 ივლისი, 2006
კახეთის საოლქო პროკურატურისა და სიღნაღის პოლიციის გამომძიებელთა შეთანხმებულმა მუშაობამ, სასურველი შედეგი გამოიღო. 19 წლის ზვიად ბაღაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ნოდარ აბულაშვილი მალე შესაძლოა პოლიციის უფროსი გახდეს.
სამართლიანობის მოთხოვნისათვის ადვოკატებს აპატიმრებენ
13 ივლისი, 2006
ადვოკატები და ადამიანის უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები ადვოკატთა შევიწროებასა და დევნაზე ალაპარაკდნენ და არაკონსტიტუციური კანონმდებლობის შეცვლას მოითხოვენ.
სტატისტიკა გვიჩვენებს, თუ ვინაა პასუხისმგებელი საქართველოში ადამიანის უფლებათა დარღვევებში
13 ივლისი, 2006
ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრმა (HRIDC) ახლახან დაასრულა პროექტი საქართველოში ადამიანის უფლებათა დარღვევის კატეგორიებად დანაწილების მიზნით. პროექტი ნათლად წარმოადგენს ადამიანის უფლებათა დარღვევის ყველაზე გავრცელებულ ფაქტებს, მსხვერპლთა ვინაობას და ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე პასუხისმგებელ პირებს.
ღარიბები სიღარიბის დაძლევის პროგრამის წინააღმდეგ
12 ივლისი, 2006
თელავში სოციალურად დაუცველ ადამიანებს ფულად დახმარებებზე უარს ეუბნებიან. აპლიკანტთა დიდი ნაწილი აცხადებს, რომ ბევრი მათგანი ღარიბთა სიაში ვერ მოხვდა. ისინი კი, ვისაც ბედმა გაუღიმა და ღარიბად აღიარეს, ფულად დახმარებებს უკვე დიდი ხანია, უშედეგოდ ელიან.
ლაგოდეხში მალარია მძვინვარებს
11 ივლისი, 2006
ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჰერეთისკარში, მიმდინარე წელს მალარიის 50-მდე შემთხვევა დაფიქსირდა. თითქმის ყოველ მეორე ოჯახში მალარიით დაავადებული ავადმყოფია.