მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
სტუდენტები საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლას სწავლობენ
30 აპრილი, 2012
სტუდენტური ორგანიზაცია „ახალგაზრდული ცენტრი“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორისაგან და ადმინისტრაციისგან, სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების წინ, თანასწორუფლებიანი წინასაარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა ითხოვს.
როგორ აშუქებს ქართული მედია რელიგიურ თემებს
30 აპრილი, 2012
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მიერ ჩატარებული მედიამონიტორინგის შედეგების მიხედვით, ქართული მედია რელიგიურ თემაზე ყველაზე ხშირად აშუქებს: მართლმადიდებლურ რელიგიურ დღესასწაულებს, ახალი მართლმადიდებლური ეკლესიების მშენებლობას და ძველების რეაბილიტაციას, საქართველოს საპატრიარქოს ღონისძიებებსა და მართლმადიდებლურ ცერემონიებს.
სახალხო დამცველის სკანდალური ანგარიში ბავშვთა უფლებებზე
27 აპრილი, 2012
სახალხო დამცველმა 2011 წლის დეკემბერში ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა. მონიტორინგის დროს გამოვლინდა ისეთი შემთხვევები, როგორიც არის სააღმზრდელო დაწესებულებების თანამშრომლების მიერ ბავშვების წკეპლით ცემა, ბოთლის ჩარტყმა, სკამის საზურგის, ჯოხის დარტყმა, უმეთვალყურეოდ მიტოვებულმა ბავშვმა ნაჯახით საკუთარი თითიც მოიჭრა.
ნაგვის „მდინარე“ დუშეთში
27 აპრილი, 2012
დუშეთიდან სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, გზის პირას ტონობით ნაგავი უკვე რამდენიმე წელია ყრია. ნაგვით მთელი დუშეთის ხევია ამოვსებული და ანტისანიტარიის კერაა. დუშეთის ხევი მდინარე არაგვს უერთდება, საიდანაც ნაგავი მტკვარში ჩადის.
სოხუმი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს აკრიტიკებს
26 აპრილი, 2012
სეპარატისტული აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ანდჟეი ტიშკევიჩი სოხუმის მიმართ „უპატივცემულობაში“ დაადანაშაულა და „აფხაზეთის ტერიტორიაზე არასასურველ პირად“ გამოაცხადა.
„საქართველოს საზღვრის მართვის სტრატეგიაში“ ცვლილებები შევიდა
26 აპრილი, 2012
„საქართველოს საზღვრის მართვის სტრატეგიაში“, რომელიც 2008 წლის 4 თებერვალს პრეზიდენტის ბრძანებულებით არის დამტკიცებული, ცვლილებები შევიდა. ცვლილებები „საკანონმდებლო მაცნეში“ უკვე გამოქვეყნდა.
ქართველი და ოსი ჟურნალისტების მიერ გამოცემული „ომის სხვა სახე“
25 აპრილი, 2012
25 აპრილს, გორში, არტ კაფეში, ახალი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. წიგნზე ქართველი და ოსი ჟურნალისტები მუშაობდნენ და აგვისტოს ომის შემდეგ ეს პირველი ერთობლივი გამოცემაა. წიგნს „ომის სხვა სახე“ ჰქვია, რომელიც ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე 300-300 ცალი დაიბეჭდა.
მისტერ სმიტი ქუთაისში მიდის
25 აპრილი, 2012
ქუთაისი, საქართველო. სამ საათზე მეტი დამჭირდა, რომ პარლამენტის ახალ შენობამდე (სტადიონის ზომის, ლითონის ბადეში მოქცეული ნიჟარის ფორმის ნაგებობამდე) მიმეღწია ქუთაისში თბილისიდან, რომელიც საქართველოს დედაქალაქი და ქვეყნის კომერციული და კულტურული ცენტრია. ეს იმიტომ მოხდა, რომ საქართველოს პარლამენტი ქუთაისში გადააქვთ, თბილისის შემდეგ მეორე დიდ ქალაქში, რომელიც დასავლეთით, 150 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.
ტერაქტების საქმის მთავარი ფიგურანტი სააპელაციო სასამართლომ ხელახლა არ დაკითხა
25 აპრილი, 2012
სააპელაციო სასამართლომ 24 აპრილის სხდომაზე არ დააკმაყოფილა ტერაქტების საქმეში მსჯავრდებული ერთ–ერთი მთავარი ფიგურის მერაბ ყოლბაიას, მეტსახელად „კოჭოიას“, თხოვნა ხელახალ დაკითხვაზე, რა დროსაც მას გამოძიების დროს მიცემული აღიარებითი ჩვენების შეცვლა სურდა.
რელიგიური უმცირესობა ქართული ბიუროკრატიის ლაბირინთებში
25 აპრილი, 2012
როგორც ევანგელისტურ-პროტესტანტული ეკლესიის წარმომადგენლები ამბობენ, რუსთავში არსებულ სალოცავთან დაკავშირებით, ქალაქის ადმინისტრაციისგან ბიუროკრატიული ბარიერები ექმნებათ. ამ საკითხზე, ევანგელისტურ-პრრიტესტანტული ეკლესიის პასტორი გიორგი ჩიტაძე გვესაუბრა.
„ელიტ ელექტრონიქსს“ ახალი მფლობელები ჰყავს
24 აპრილი, 2012
„ელიტ ელექტრონიქსს“ ახალი მფლობელები ჰყავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ელიტ ელექტრონიქსიდან“ აცნობეს, კომპანია შეისყიდა „ბრიმაგის“ ჯგუფმა, რომელსაც ამ ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე შაულ სილბერშტენი წარმოადგენს. „ბრიმაგის“ მფლობელობაშია ევროპისა და ისრაელის ბაზარზე ელექტროტექნიკის წარმოებისა და გაყიდვების ერთ-ერთი უმსხვილესი ქსელი, რომელიც 400-ზე მეტ მაღაზიას ითვლის.
სააკაშვილის კურსის თავისებურება
24 აპრილი, 2012
იმ ფონზე, როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებმა ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან ეკონომიკური თანამშრომლობა შეწყვიტეს, საქართველო ამ თანამშრომლობას სულ უფრო აღრმავებს. თუმცა, ოფიციალურად, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას დასავლური კურსი აქვს დეკლარირებული.
თამაზ თამაზაშვილის და სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს
24 აპრილი, 2012
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის და - თამარ თამაზაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს. თამარ თამაზაშვილი დედოფლისწყაროს სახელოვნებო სკოლაში ფორტეპიანოს მასწავლებლად და სასწავლო ნაწილის გამგედ მუშაობდა.
საჯარო ინფორმაციის დაბლოკვის ტიპური მაგალითი თბილისის მერიაში
20 აპრილი, 2012
ქალაქ თბილისის მერია, საჯარო ინფორმაციის გაცემის თვალსაზრისით, ერთ-ერთ ყველაზე დახურულ ორგანოს წარმოადგენს. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) 2012 წლის 2 თებერვლის მონაცემებით, თბილისის მერია საჯარო ინფორმაციის გაცემას, როგორც წესი, თავს არიდებს.
„კოჭოიამ“ და არქანიამ აღიარებითი ჩვენებები შეცვალეს - სააპელაციო სასამართლოში პროცესი საეჭვოდ გადაიდო
20 აპრილი, 2012
საქართველოს ტერიტორიაზე ტერაქტების განხორციელებაში მსჯავრდებულების ადვოკატები სააპელაციო სასამართლო პროცესებზე მათი დაცვის ქვეშ მყოფების ბადრაგირების პრობლემას პატიმრების მიერ ჩვენებების შეცვლას უკავშირებენ.
დევნილები დევნილთა ამბების შესახებ
20 აპრილი, 2012
როგორია დევნილთა ცხოვრების პირობები, რა ხდება მათი საცხოვრებლის პრივატიზებასთან დაკავშირებით, მიიღეს თუ არა კომპენსაცია, ადაპტირდნენ თუ არა განსახლების ახალ ადგილას, როგორ ებრძვიან უმუშევრობას, იღებენ თუ არა სოციალურ დახმარებას - ამ საკითხების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია გადაცემათა ციკლიდან „დევნილთა ამბები“.
ანზორ ქოქოლაძის სასამართლო პროცესი ბრალდების მხარის მოუმზადებლობის გამო გადაიდო
20 აპრილი, 2012
„ელიტ ელექტრონიქსის“ დამფუძნებლის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ბიზნესმენის ანზორ ქოქოლაძის სასამართლო პროცესი ბრალდების მხარის მოუმზადებლობის გამო 1 მაისისთვის გადაიდო.
ზუგდიდის პოლიცია მოკლული ტაბიძის ოჯახს განადგურებით ემუქრება
19 აპრილი, 2012
აფხაზეთიდან დევნილი ბადრი ტაბიძის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების შესახებ მისი დაკრძალვის დღეს, 4 მარტს, სათაურით „გაუხსნელი საქმე და მკვლელობაში ეჭვმიტანილი პოლიციელები“ presage.tv უკვე წერდა. მაშინ, ჯერ კიდევ უცნობი იყო ის დეტალები, რომელიც ჭირისუფალს 24 წლის ბიჭის საფლავამდე მიტანისას გადახდა.
საზოგადოებრივი მაუწყებელი მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დამატებით მილიონ სამასი ათას ლარს ითხოვს
19 აპრილი, 2012
საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობა საქართველოს პრემიერ-მინისტრს „მეორე არხის“ ფუნქციონირებისთვის სარეზერვო ფონდიდან მილიონ სამასი ათასი (1 300 000) ლარის გამოყოფას სთხოვს. მაუწყებლის გენერალურ დირექტორს, გიორგი ჭანტურიას სამეურვეო საბჭომ ამ საკითხზე თანხმობა 12 აპრილს გამართულ სხდომაზე მისცა.
რა მიზნით იქმნება „ნებაყოფლობითი რეზერვი“?
18 აპრილი, 2012
სიღნაღის რაიონის სოფელ ანაგის ცენტრში შეკრებილი რამდენიმე ათეული მამაკაცი თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების სტუმრობას დილიდან ელოდა. ისინი წინასწარ გააფრთხილეს, რომ სამხედროები ნებაყოფლობითი რეზერვის, ე.წ „სახალხო ლაშქრის“ შესავსებად მოხალისეებს ეძებდნენ. მოსახლეობა საგანგებოდ გამოგზავნილმა ანაგელმა სამხედრო მოსამსახურეებმა შეკრიბეს. ისინი ხალხის არცთუ დიდი რაოდენობით უკმაყოფილონი ჩანდნენ.