მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
არასამთავრობოები პრეზიდენტს უვადო პატიმრობაში მყოფი პირების საქმეების შესწავლის თაობაზე მიმართავენ
28 ნოემბერი, 2014
25 ნოემბერს პრაიმ-ტაიმის პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე არასამთავრებო ორგანიზაციებმა „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ და „ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის“ საქართველოს პრეზიდენტსა და შეწყალების კომისიას უვადო პატიმრობაში მყოფი პატიმრების საქმეების შესწავლის თაობაზე მიმართეს.
შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციამ პრემიებზე და სახელფასო დანამატებზე 95 940 ლარი დახარჯა
28 ნოემბერი, 2014
მიმდინარე წელს შიდა ქართლის გუბერნატორის აპარატის 36 თანამშრომელმა ორჯერ პრემია და ერთხელ ზეგანაკვეთური მუშაობისთვის სახელფასო დანამატი მიიღეს. 10 თვეში ხელფასის გარდა, თანამშრომლების დამატებითი ანაზღაურება ბიუჯეტს 95 940 ლარი დაუჯდა.
ქალებზე ძალადობა გორში გააპროტესტეს
28 ნოემბერი, 2014
ქალების უფლებებზე მომუშავე ფონდ ,,ტასოს“ დამფუძნებელი მარინა თაბუკაშვილი ქალებზე ძალადობის გასაპროტესტებლად გორში ჩამოვიდა, აქციის მიმდინარეობას თვალს ადევნებდა და თან ქუჩაში გამვლელების რეაქციას აკვირდებოდა. აქციას ქუჩიდან არავინ შემოუერთდა, გამვლელები უბრალოდ გზას აგრძელებდნენ.
გორის მერიასა და მუნიციპალიტეტში თვითმმართველობის მოხელეთა შესარჩევი კონკურსის შედეგები ცნობილია
28 ნოემბერი, 2014
თვითმმართველობის ორგანოებში კონკურსის წესით შესარჩევ თანამდებობებზე აპლიკაციების შემოტანის ვადა 6 ნოემბერს ამოიწურა. მერიაში წარმოდგენილ 102 ვაკანტურ ადგილზე 607 აპლიკანტმა 1570 განაცხადი წარადგინა. მეორე ეტაპზე გადასული 337 კონკურსანტიდან 15 ნოემბერს ჩატარებულ ტესტირებაზე 317 კონკურსანტი გამოცხადდა, საიდანაც პირველადი მონაცემებით, 51% ბარიერი 256 კონკურსანტმა გადალახა.
დიდთოვლობა თუშეთის მოსახლეობას პრობლემებს უქმნის
28 ნოემბერი, 2014
თუშეთში უკვე რამდენიმე დღეა გადაუღებლად თოვს, რაც მოსახლეობას სერიოზულ პრობლემებს უქმნის. შეზღუდული მოძრაობა, უშუქობა, მედპერსონალის ნაკლებობა, მგლების შემოსევა - ეს ის თემებია, რაზეც ადგილობრივები საუბრობენ.
გასაუბრებაზე დაკვირვების უფლება არასამთავრობოებმა კომპრომისის გზით მოიპოვეს
25 ნოემბერი, 2014
ქუთაისის თვითმმართველობაში გამოცხადებული ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საატესტაციო კონკურსი აქტიურ ფაზაში შედის. ხმაურიანი წინა ორი ეტაპის შემდეგ წინ მესამე - გასაუბრების პროცესია. ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისია ობიექტურად მუშაობს, რასაც კონკურსანტების ნაწილი არ ეთანხმება.
გლდანის ციხეში პატიმარი შიმშილობს და თავის მოკვლით იმუქრება
25 ნოემბერი, 2014
გურჯაანელი ვაჟა უტიაშვილი გლდანის ციხეში შიმშილობს, წყალსაც კი აღარ სვამს. თუ ის უდანაშაულოდ არ სცნეს, თავის მოკვლით იმუქრება.
ტოლერანტობა და რელიგიური უმრავლესობის შიშები
21 ნოემბერი, 2014
რამდენად ტოლერანტულები ვართ და იცავს თუ არა საქართველოს სახელმწიფო ერთნაირად ყველა მოქალაქის, ყველა ადამიანის რწმენისა და აღმსარებლობის უფლებას, რელიგიის თავისუფლებას? რამდენად არიან დაცული დისკრიმინაციული მოპყრობისგან განსხვავებული ეთნოსის, კანის ფერის, რასის, სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანები? რამდენად არიან დაცული ქალები ძალადობისგან, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები დამამცირებელი მოპყრობისგან?
ბაკურციხის მოსახლეობა თანასოფლელის ფსიქიატრიული დაწესებულებიდან გამოშვებას მოითხოვს
20 ნოემბერი, 2014
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში მცხოვრები 45 წლის თეიმურაზ სამადაშვილი ,,სასჯელის” სანაცვლოდ არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ მკურნალობას გადის, რისთვისაც ის, ხონში, შ.პ.ს. ,,აკადემიკოს ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრშია“ მოთავსებული.
თვითმმართველობაში პრემია წელიწადში შვიდჯერ გაიცემა - საკრებულოს ხამაურიანი სხდომა
19 ნოემბერი, 2014
ათი მომხრე და ხუთი წინააღმდეგი - ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში პრემიების ოდენობის განსაზღვრის წესი საკრებულომ 19 ნოემბერს გამართულ რიგარეშე სხდომაზე მიიღო.
ვაზისუბანში დაკარგული მოხუცის ძვლები იპოვეს
18 ნოემბერი, 2014
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში დაკარგული 79 წლის ანზორ ღარიბაშვილის ჩონჩხი იპოვეს. სავარაუდოდ, მოხუცი გარეულმა ნადირმა შეჭამა.
მრგვალი მაგიდა პატიმართა და ყოფილ პატიმართა მდგომარეობის შესახებ
18 ნოემბერი, 2014
12 ნოემბერს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში თბილისის ადამიანის უფლებათა სახლისა და წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო დახმარების ცენტრის ინიციატივით გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე „პატიმართა და ყოფილ პატიმართა მდგომარეობა საქართველოში.“
რა ხდება საკრებულოებში კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ „თავისუფალი დემოკრატების“ გასვლის შემდეგ
18 ნოემბერი, 2014
ქალაქ გორის საკრებულოში „თავისუფალი დემოკრატების“ ორი წევრის - თამარ თედლიაშვილისა და დავით წეწვაძის მიერ კოალიციის დატოვების შემდეგ უმრავლესობა უმცირესობაში გადავიდა.
საჯარო დისკუსია - კონფლიქტები და კულტურათაშორისი ურთიერთობები
15 ნოემბერი, 2014
14 ნოემბერს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზში ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის პროექტის - „კოალიცია ნდობის აღდგენისათვის“ ფარგლებში, ადამიანის უფლებათა ცენტრის ორგანიზებით, გაიმართა საჯარო დისკუსია თემაზე: კონფლიქტები და კულტურათაშორისი ურთიერთობები.
დაპირისპირება სოფელ მოხეში
13 ნოემბერი, 2014
ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში მუსლიმ და მართლმადიდებლ ქართველებს შორის კონფლიქტი წარმოიშვა. მიზეზი ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში ბიბლიოთეკის მოწყობის გადაწყვეტილებაა. მუსლიმების განცხადებით, ამ ნაგებობაში ადრე მეჩეთი იყო განთავსებული, ამიტომ ეს ქმედება მათი რელიგიური გრძნობების შეურაცყოფაა. შენობის დემონტაჟი ადგილობრივი მოსახლეობის პროტეტსის ფონზე წარიმართა, რასაც პოლიციიის მხრიდან კონფლიქტის მონაწილე რამდენიმე პირის დაკავება მოჰყვა.
დაპირისპირება ახმეტაში – დაჭრილია 1, დაშავებულია 2 ადამიანი
13 ნოემბერი, 2014
გუშინ, საღამოს ახმეტაში ქართველებსა და ეთნიკურ ქისტებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაიჭრა ვანო დავითაშვილი. მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ინციდენტის შედეგად დაშავებულები ნოდარ ჭიჭიაშვილი და ჯოყოლა აჭიშვილიც საავადმყოფოში არიან მოთავსებულები.
საპროტესტო აქცია გორის პროკურატურასთან
12 ნოემბერი, 2014
გორში იუსტიციის სახლთან მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებულ გიგა ზარხოზაშვილის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა 11 ნოემბერს ქალაქ გორის პროკურატურასთან აქცია გამართეს და სასამართლო პროცესის გაჭიანურება გააპროტესტეს. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 553-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
პენიტენციურ სისტემაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკის კვლევა
12 ნოემბერი, 2014
2014 წლის პირველ კვარტალში „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა „ ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს“ დაკვეთით ჩაატარა საქართველოს პენიტენციურ სისტემაში 2003–2012 წლების პერიოდში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკის ფართომაშსტაბიანი რაოდენობრივი კვლევა.
„ჯერ მკვლელობის აღიარებას სთხოვდნენ, შემდეგ დიდი რაოდენობის ნარკოტიკი ჩაუდეს, ახლა მოკვლით ემუქრებიან“
11 ნოემბერი, 2014
„ყველაფერი იჭრება! აღარ არის ტყე ისეთი, როგორიც უნდა იყოს!“
11 ნოემბერი, 2014
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის მთებიდან დიდი რაოდენობის ხე-ტყე უცხოეთში გადის. ამის შესახებ ადამიანის უფლებათა ცენტრთან ადგილობრივი მცხოვრეებლები ჩივიან. მოსახლეობა ამ პროცესს ჯერ კიდევ 2010-2012 წელს აპროტესტებდა. მათთვის უცნობი იყო ტყე რომელ კომპანიას გაჰქონდა.