სტატია
27 თებერვალი, 2008
ვარდების რევოლუციის შემდეგ დახურულ ტელევიზიებს შორის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ტელეკომპანია ,,ლომსიაც” აღმოჩნდა. ,,განსხვავებული აზრი ჩაახშეს”, ,,ლომსიას” დახურვა უმსგავსობაა”, ,,ნათელი წერტილი გამოგვირთეს” - ასე აფასებდა სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობა ოთხი წლის წინ რეგიონის პირველი ტელეკომპანიის დახურვის ფაქტს.
26 თებერვალი, 2008
ექიმი-ნარკოლოგი: „მალე მთელი ახალგაზრდობა აკანკალებული ხელებით ივლის“
სტატისტიკური მონაცემებით, რეგიონში ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვი მკვეთრად გაიზარდა და გაახალგაზრდავდა. სპეციალისტების თქმით, მდგომარეობა საგანგაშოა, რადგან ნარკოტიკულ ნივთიერებებს უკვე 10-დან 15 წლამდე მოზარდებიც კი მასობრივად მოიხმარენ. ოფიციალური ინფორმაციით, 2006 წელთან შედარებით, 2007 წელს, კახეთში, თითქმის გასამმაგდა ნარკოტიკული დანაშაულიც. ამ ფონზე, რეგიონში, არცერთი სამედიცინო დაწესებულება არ ფუნქციონირებს, სადაც მომხმარებლებს უმკურნალებდნენ. არც რაიმე ანტინარკოტიკული პროგრამა ხორციელდება.