მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
რუისპირელები გარემოს დაცვის მინისტრს გულგრილობაში ადანაშაულებენ
18 აგვისტო, 2010
თელავის რაიონის სოფელ რუისპირის მოსახლეობა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს გოგა ხაჩიძეს გულგრილობაში ადანაშაულებს. რუისპირის მაცხოვრებლები სოფელში მინისტრის ჩასვლას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსახლეობა პროტესტის ნიშნად, გარემოს დაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქციების გამართვას აპირებს.
„თქვენ მინისტრი გათავისუფლებთ და არა მე!“
17 აგვისტო, 2010
„მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არავითარი მასწავლებელთა შემცირება არ იგეგმებოდა, არ იგეგმება და არ შეიძლება დაიგეგმოს“, - განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, 2010 წლის 17 ივნისი. 05 აგვისტოდან 14 აგვისტოს ჩათვლით, მარტო „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კახეთის ოფისში საჯარო სკოლებიდან გათავისუფლებული მასწავლებლების 247 განცხადებაა შესული. პედაგოგების სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებებში ყველგან შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტია მითითებული - შრომითი ხელშეკრულების მოშლა.
ტელეკომპანია „კავკასიის“ დარბევისათვის რვა განსასჯელს სასამართლომ ოთხი წლით და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა
16 აგვისტო, 2010
ტელეკომპანია „კავკასიაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულ რვავე პირს თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთხი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა .
ეთნიკურად აზერბაიჯანელი ქალების ახალი თაობა სხვა გზას ირჩევს
16 აგვისტო, 2010
„ყველაზე დიდი განსხვავება ეთნიკურად ქართველ და აზერბაიჯანელ ქალს შორის ისაა, რომ თქვენ მეუღლეების გვერდით მეტი უფლებები გაქვთ, ვიდრე მათ. ზოგადად კი, აზერბაიჯანელი ქალები, ძირითადად - სოფლებში, თავს თავისუფლებად ვერ გრძნობენ“, - ამბობს ტატიანა ბატაშური, რომელიც მარნეულში „ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის“ ოფისში მუშაობს.
თბილისის მერიასთან გარემოვაჭრეთა აქციებმა პერმანენტული სახე მიიღო
16 აგვისტო, 2010
16 აგვისტოს თბილისის მერიასთან საპროტესტო აქციაზე თბილისის სხვადასხვა ადგილების გარემოვაჭრეები შეიკრიბნენ. ისინი თბილისის მერიისგან კვლავ გარევაჭრობის უფლების მიღებას მოითხოვდნენ.
საკონსტიტუციო პროექტი - უკან გადადგმული ნაბიჯი
13 აგვისტო, 2010
ძლიერი პრემიერი, ძლიერი მთავრობა და მაქსიმალურად დაკნინებული პარლამენტი - ეს საქართველოს საკონსტიტუციო პროექტის ფორმულირებაა, რომელიც საორგანიზაციო კომისიამ 19 ივლისს დაჩქარებული წესით მიიღო. ასე ფიქრობს ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორის, მათ შორის იმ ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც უშუალოდ აღნიშნული კომისიის წევრები არიან. მათი მოსაზრებებისა და რეკომენდაციების მიუხედავად, პროექტი მიღებულია და სექტემბერში მას უკვე პარლამენტი განიხილავს.
რეზო კახნიაშვილმა ნინო ბურჯანაძეს კვერცხები ესროლა
13 აგვისტო, 2010
„ჩემი თანდასწრებით დაურეკა სააკაშვილს პუტინმა და მკაცრად გააფრთხილა, არ დაეწყო ომი და არ დაებომბა მშვიდობისმყოფელები“, - განაცხადა 12 აგვისტოს ნინო ბურჯანაძემ ადგილობრივი ტელეკომპანია „თრიალეთის“ პირდაპირ ეთერში. 2 საათის განმავლობაში ნინო ბურჯანაძის რეგიონის მოსახლეობის ზარებს პასუხობდა. ფაქტობრივად, აღნიშნული ტელევიზიისთვის ეს გადაცემა ერთ-ერთი რეიტინგული აღმოჩნდა შესული ზარების მიხედვით.
ცხოვრება „სასტიკ პირობებში“
13 აგვისტო, 2010
„საქართველომ „მინიმუმზე“ მეტი უნდა გააკეთოს, ბოლო ოცი წლის განმავლობაში ომების გამო იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებლით, სამუშაოთი და ჯანდაცვით უზრუნველსაყოფად. დევნილებს იმაზე მეტი სჭირდებათ, ვიდრე მათი სახურავით უზრუნველყოფაა“, - განაცხადა გასულ კვირას გამართულ პრესკონფერენციაზე საერთაშორისო ორგანიზაცია „Amnesty International“ - ის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამების დირექტორმა ნიკოლა დაქვორთმა.
სარაკეტო დანადგარები აფხაზეთში - კრემლის თავხედობის მწვერვალი
12 აგვისტო, 2010
რუსეთმა აფხაზეთის ტერიტორიაზე C-300 ჰაერსაწინააღმდეგო ტიპის თავდაცვის სისტემები განალაგა. ამის შესახებ სააგენტო „იტარ-ტასი“ იუწყება. რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალ-პოლკოვნიკის, ალექსანდრე ზელინის განცხადებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთში ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის საჯარისო ნაწილები განთავსდნენ. გავრცელებულ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აშშ-მ ჯერ კიდევ ორი წლის წინ იცოდა რუსეთის მიერ აფხაზეთში C-300-ს შეტანის შესახებ.
წყალში გადაყრილი მილიონები
11 აგვისტო, 2010
ფოთის 24-საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებისთვის დღემდე 27 მილიონია დახარჯული. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მთელი საქართველოს დასანახად რამდენიმე ტელევიზიის პირდაპირ ეთერში დიდის ამბით მოგვილოცა „მუდმივი წყალი“ და ამ ისტორიული მოვლენის გახსნის ნიშნად, ერთ-ერთი ფოთელის ოჯახში სიმბოლურად ონკანიც მოუშვა. როგორც შემდეგ გაირკვა, იმ ონკანში წყალი სახლის სახურავზე დადგმული რეზერვუარიდან მოედინებოდა. ყველაზე მეტად ფოთელები მოტყუვდნენ, რადგან ამ ღირსშესანიშნავი თარიღიდან ორი წლის შემდეგაც მათ წყალი ჩვეულებისამებრ, ყოველ მეორე დღეს რამდენიმე საათით მიეწოდებათ და, სხვათა შორის, საქართველოში ყველა რეგიონზე ძვირადაც.
მაკკეინი აშშ-ის ხელისუფლებას ისევ საქართველოს შეიარაღებას ითხოვს
11 აგვისტო, 2010
„აგვისტოს ომიდან ორი წლის თავზე საქართველოს თავდაცვის სისტემის აღდგენაში აშშ-ის გრძელვადიანი დახმარება ესაჭიროება, მათ შორის ტანკსაწინააღმდეგო, ჰაერსაწინააღმდეგო და სარადარო სისტემების შესაძლო მიწოდებით“, - განაცხადა რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა 8 აგვისტოს Washington Post-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.
პოლიცია თვითმმართველობას პარაზიტივით სისხლს სწოვს
10 აგვისტო, 2010
2010 წლის ექვს თვეში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან პოლიციის დასაფინანსებლად 89 879 ლარი და 35 თეთრი დაიხარჯა. აღნიშნული თანხა ძირითადად კომუნალურ გადასახადებს, მონობარათებისა და საწვავის შეძენას მოხმარდა. ამავე თანხიდან წელს გამჭვირვალე პოლიციის ოფისისთვის 1300 ლარის ღირებულების 372 ხელსაწმენდი ქაღალდი, 2500 ლარის ღირებულების 676 ცალი ტუალეტის ქაღალდი და 1200 ლარის ღირებულების 80 ცალი გამფრქვევი სუნამო შეიძინეს. „ბიუჯეტის საკუთარი შემოსულობებიდან, პოლიციის დაფინანსებაზე გაცემული არათუ 90 000 ლარი, არამედ 1 თეთრიც კი არამიზნობრივი ხარჯია“, - აცხადებს ექსპერტი.
გაბზარულ კედელზე მიკრული პრეზიდენტი და სლოგანი - „საქართველო სიღარიბის გარეშე“
9 აგვისტო, 2010
75 წლის პენსიონერი, პირველი ჯგუფის ინვალიდი ჟენია ტეფნაძე წლებია, უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. მის ქონებას ძალიან ძველი რკინის საწოლი, წამლებით გადატვირთული პატარა მაგიდა და ერთი მორყეული სკამი შეადგენს. ყოველთვიური შემოსავალი მხოლოდ პენსია და სოციალური დახმარება - 30 ლარი აქვს.
„როცა კოდორს ვკარგავდით, უკვე ვიცოდი, რომ დაბრუნება გაჭირდებოდა“
9 აგვისტო, 2010
ზუსტად ორი წლის წინ რუსეთისა და აფხაზ სეპარატისტთან ჯარებმა ჩხალთაში სეპარატისტების დროშა ააფრიალეს. მანამდე კოდორის ხეობა ჯერ მოხუცებმა და ბავშვებმა დატოვეს, მოგვიანებით კი, იქაურობას ყველა სვანი გაეცალა. უკვე ორი წელია, ზემო აფხაზეთი ოკუპანტების ამარაა დარჩენილი. კოდორელი სვანები კი, დღეს მხოლოდ მოგონებებით ცხოვრობენ.
„ენერგო-პრო ჯორჯია“ მოქალაქის პროტესტს არ ითვალისწინებს
6 აგვისტო, 2010
„ადამიანის უფლებათა ცენტრს“ მოქალაქე ლელა გოგიბერიძემ მიმართა. იგი ბათუმში, მაზნიაშვილის ქუჩის 19-ში ცხოვრობს და აცხადებს, რომ ეზოს ნაწილში „ენერგო-პრო ჯორჯია“ მაღალი ძაბვის კაბელებს ამონტაჟებს და მას საკუთრებას ართმევს.
ნახევრად დაკარგული ზემო ნიქოზი
5 აგვისტო, 2010
სოფელ ზემო ნიქოზში პირადობის მოწმობების გარეშე შესვლა აკრძალულია. დასახლების დასაწყისში განლაგებული საქართველოს შეიარაღებული ძალები შემსვლელ-გამსვლელს მკაცრად აკონტროლებს. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ გორის ოფისის წარმომადგენელი ფრონტისპირა სოფელში მცირე ინციდენტს შეესწრო.
დევნილების ახლადგარემონტებული შენობის სარდაფში წყალი დგას
5 აგვისტო, 2010
რუსთავში ლომურის ქ.#6-ში მცხოვრებ დევნილებს ოთხსართულიანი შენობა გაურემონტეს. გამოცვალეს კარ-ფანჯრები, კოსმეტიკურად შეაკეთეს შენობა გარედან, ოჯახებს ინდივიდუალურად მოუწყვეს საპირფარეშოები. ეზოში ბავშვების გასართობი საქანელები დადგეს. შენობა ვარდისფრად შეღებეს. მოკლედ, თამამად შეიძლებოდა გვეთქვა, რომ დევნილებს ადამიანური ცხოვრების პირობები შეექმნათ, რომ არა თითქმის ნახევარ მეტრ სიმაღლეზე დაგუბებული წყალი, რომელიც განახლებული შენობის სარდაფში დგას.
ზედამხედველობის სამსახურის ჩინოვნიკმა ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა
5 აგვისტო, 2010
ბათუმში ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები ჟურნალისტ ემზარ დიასამიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ინციდენტი 30 ივლისს, ე. წ. ბონის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. შეხლა-შემოხლის დაწყების მიზეზი მხოლოდ თანამდებობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოთხოვნა იყო. დიასამიძე პოლიციის განყოფილებაშიც გადაიყვანეს. თუმცა პოლიცია ფაქტს საერთოდ უარყოფს.
„წამო რეზერვში, მაგარია!“ - საზარბაზნე ხორცის ახალი პარტია
4 აგვისტო, 2010
ყველას გვახსოვს სატელევიზიო სარეკლამო რგოლი, რომელსაც ეროვნული ტელევიზიები 2008 წლის აგვისტოს ომამდე აჩვენებდნენ. ტანკი მოძრაობის წესების დარღვევით შუქნიშანზე წინ უსწრებს ავტომანქანას, რომლის ახალგაზრდა მძღოლი იხიბლება ტანკის უპირატესობით. ტანკიდან ამომძვრალი მეორე ახალგაზრდა კი მას ომახიანად მოუწოდებს: „წამო რეზერვში, მაგარია!“ აგვისტოს ომიდან ორი წლის შემდეგ ახალი მილიტარისტული კლიპების ბუმია მოსალოდნელი. ხელისუფლებას სარეზერვო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებები შეაქვს. პრეზიდენტ სააკაშვილის გამოსვლებში კი მილიტარისტული მოწოდებები მატულობს.
„ჩვენთვის ერთი თეთრიც არავის მოუცია, ფული სულ თვითონ შეჭამეს! ეს რომ მიშამ იცოდეს წაახრჩობდა მაგათ“ - ქვემო ქართლის სოფლების გასაჭირი
4 აგვისტო, 2010
ქვემო ქართლის სოფლების - აღთაკლიისა და ქესალოს მოსახლეობა მთავრობისგან ყურადღებას ითხოვს. „მტკვარს მიაქვს ჩვენი დასახლება. უკვე მერამდე სახლი ჩაითრია. ყურადღების მიმქცევი არვინაა. ვერ ვხვდებით, როდის წავა და მოვა სასმელი წყალი. გაზიც არა გვაქვს. დენის გადასახადს კი 13 თეთრის ნაცვლად 27 თეთრს გვახდევინებენ. მთელი სოფელი სანაგვედაა გადაქცეული. ნაგავიც არავის გააქვს აქედან. ერთადერთი რაც აქ წესიერად მუშაობს, პოლიციაა“, - ჩივის გარდაბნის რაიონის სოფელ აღთაკლიის მცხოვრები ვუგარ გასანოვი.