მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
დედოფლისწყაროში „ქართული ოცნება“ ოფისის გარეშე დარჩა
16 თებერვალი, 2012
ბიძინა ივანიშვილის საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“ დედოფლისწყაროს რაიონში ოფისის გარეშე დარჩა. ოფისის მეპატრონემ „ქართულ ოცნებასთან“ დადებული ხელშეკრულება ხელმოწერიდან მეორე დღესვე გააუქმა.
არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების პეტიციაზე 170-ზე მეტი ხელმოწერა დაფიქსირდა
16 თებერვალი, 2012
16 თებერვალს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა პეტიციაზე - „ეს შენ გეხება“ 170-ზე მეტი ხელმოწერა დატოვეს. ამის შესახებ კოალიაცია „არჩევანის თავისუფლებისთვის“ წევრმა, მაგდა პოპიაშვილმა „ინტერპერსნიუსს“ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, ამის შემდეგ პეტიციაზე ელექტრონული ხელმოწერები გაგრძელდება.
ივანიშვილის ტელეკომპანიის მოძრავი სატელევიზიო სატელიტური სადგური საბაჟო კონტროლისას დაზიანდა
16 თებერვალი, 2012
მილიარდერი ოპოზიციონერის ბიძინა ივანიშვილის ტელეკომპანიის კუთვნილი მოძრავი სატელევიზიო სატელიტური სადგური „შეგნებულად დააზიანეს“ მაშინ, როცა ის ბათუმის პორტში 5 საათის განმავლობაში იყო საბაჟო კონტროლის გავლის მიზნით „დაკავებული“. ამის შესახებ ივანიშვილის პრესსამდივნო იტყობინება.
რა იცვლება სასამართლო სისტემაში ახალი კანონპროექტებით
15 თებერვალი, 2012
საქართველოს პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის მიხედვით, მოსამართლის მიერ სასამართლო განხილვისას კანონის უხეში დარღვევა დისციპლინურ დარღვევად არ ჩაითვლება.
აუდიტორები პოლიტიკურად აქტიურ პირებს გაურბიან
14 თებერვალი, 2012
ბუღალტრებსა და აუდოტორებს მიმდინარე წლის თებერვლიდან, კომერციული ბანკების მსგავსად, დაეკისრათ ვალდებულება, გამოარკვიონ, მათი კლიენტი მიეკუთვნება თუ არა პოლიტიკურად აქტიური პირის კატეგორიას. დადებითი პასუხის შემთხვევაში კი, ისინი ვალდებულნი არიან, ინფორმაცია საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს მიაწოდონ.
გაეროს სპეციალური მომხსენებელი კრიტიკულ ანგარიშს აქვეყნებს
14 თებერვალი, 2012
საქართველოში ერთკვირიანი ვიზიტით იმყოფებოდა მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების საკითხებზე გაეროს სპეციალური მომხსენებელი მაინა კიაი. ერთი კვირის განმავლობაში მან შეხვედრები გამართა როგორც ხელისუფლების, ასევე უფლებადამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პროფკავშირების წარმომადგენლებთან.
წამება ევროსასამართლოში შეტანილი სარჩელისთვის
14 თებერვალი, 2012
გიორგი ოქროპირიძემ, რომელიც 2010 წლის 17 მარტს განზრახ მკვლელობის გამო გაასამართლეს და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, 2011 წლის აპრილში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა.
აუდიტორებსა და ბუღალტრებს პოლიტიკურად აქტიური პირების გამოვლენა დაევალათ
13 თებერვალი, 2012
ქართველ ბუღალტრებსა და აუდიტორებს მიმდინარე წლის თებერვლიდან, კომერციული ბანკების მსგავსად, დაეკისრათ ვალდებულება, გამოარკვიონ, მათი კლიენტი მიეკუთვნება თუ არა პოლიტიკურად აქტიური პირის კატეგორიას. დადებითი პასუხის შემთხვევაში კი, ისინი ვალდებულნი არიან, ინფორმაცია საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს მიაწოდონ.
მღვდელმონაზონ იონას გათავისუფლება ისეთივე იდუმალებით არის მოცული, როგორც მისი გატაცება
13 თებერვალი, 2012
11 თებერვალს შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, შოთა უტიაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე აფხაზეთში გატაცებული მღვდელ-მონაზონის გათავისუფლების შესახებ განაცხადა: „მამა იონას გასათავისუფლებლად ინტენსიურად ვმუშაობდით. მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ სამუშაოებმა შედეგი გამოიღო. მამა იონა ტყვეობიდან დახსნილია და გადმოყვანილია ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე“.
პოლიციელ გიორგი სიბაშვილს სხვა სკანდალური ფაქტებიც უკავშირდება
10 თებერვალი, 2012
„ყველა ლამაზი ქალი ჩემია“ - ეს სტატუსი შსს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ინსპექტორ - გამომძიებელმა გიორგი სიბაშვილმა სოციალურ ქსელ „ოდნოკლასნიკებში“ 31 იანვარს მომხდარ ინციდენტამდე დაწერა.
ალა ჯიოევა გონზე მოვიდა
10 თებერვალი, 2012
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტობის ექს-კანდიდატის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ ცხინვალის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებმა განაცხადეს.
ბაქრაძეების ოჯახს პოლიტიკური მოტივით დევნიან
9 თებერვალი, 2012
ქარელში მცხოვრები ვასილ ბაქრაძის ოჯახზე ზეწოლა სამი წლის წინ - 2009 წლის 25 თებერვალს დაიწყო, როცა ქალაქ გორში პარლამენტის ექს-სპიკერის, ნინო ბურჯანაძის პარტიის - „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ კონფერენცია ჩატარდა. ვასილ ბაქრაძე, როგორც პარტიის წევრი, კონფერენციას დაესწრო.
პატიმრებისადმი არასათანადო მოპყრობა ქუთაისის ციხეში
9 თებერვალი, 2012
საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალურმა ჯგუფმა იმერეთის რეგიონში სასჯელაღსრულების დაწესებულებების მონიტორინგის შედეგად გაარკვია, რომ ქუთაისის №2 ციხეში მსჯავრდებულებს კვლავ უკანონოდ ექცევიან, ხშირია კოლექტიური დასჯის და არასათანადო მოპყრობის ფაქტები.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა კონტროლის პალატის წინ საპროტესტო აქცია გამართეს
9 თებერვალი, 2012
არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა, 8 თებერვალს კონტროლის პალატასთან საპროტესტო აქცია გამართა. მათ კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახურის ის გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომლის თანახმადაც, არასამთავრობო ორგანიზაციას „ახალი თაობა – ახალი ინიციატივა“ ფინანსური ანგარიშგების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნა გაეგზავნა.
ივანიშვილის დისშვილის მეგობარს სასამართლომ თავისუფლების ოთხი წლით აღკვეთა მიუსაჯა
9 თებერვალი, 2012
თბილისის საქალაქო სასამართლომ საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის დისშვილის ბავშვობის მეგობარ ზაზა კობახიძეს თავისუფლების ოთხი წლით აღკვეთა მიუსაჯა.
პროკურატურამ სოფიკო ნიკოლაშვილის საქმეს გრიფი „საიდუმლო“ დაადო
8 თებერვალი, 2012
გურჯაანის რაიონულმა პროკურატურამ სოფიკო ნიკოლაშვილის საქმეს გრიფი „საიდუმლო“ დაადო. ეს ინფორმაცია კახეთის საინფორმაციო ცენტრს სოფიკო ნიკოლაშვილის ადვოკატმა მაგული ღვალაძემ დაუდასტურა.
კანადის სასამართლომ მანანა ღურჭუმელიძეს პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიანიჭა
8 თებერვალი, 2012
კანადის სასამართლომ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ყოფილ პრეზიდენტს მანანა ღურჭუმელიძეს პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიანიჭა.
დაზარალებული მობინადრეები კერვალიშვილისა და რჩეულიშვილის დასჯას ითხოვენ
8 თებერვალი, 2012
„მოვითხოვთ, დაისაჯონ კერვალიშვილი და რჩეულიშვილი“, „დაგვიბრუნეთ ჩვენი ფული“, ამ მოთხოვნებით გაიმართა აქცია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 7 თებერვალს. აქციის მონაწილეებმა 2004, 2005 და 2006 წლებში კომპანია „ცენტრ პოინტის“ მშენებარე ბინები შეიძინეს, თუმცა მათი ბინების მშენებლობა დღემდე არ დასრულებულა.
მანდატურები - კრიმინალთან მებრძოლები თუ ფსიქოლოგიური ტერორის ინსტრუმენტები
8 თებერვალი, 2012
ბოლო დროს საქართველოს განათლების სისტემაში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ სიტუაცია ერთობ დამძიმდა. განსაკუთრებით მძიმე ფონია მანდატურების გამო, რომლებსაც თითქოს სკოლებში ანტიკრიმინალური პროგრამის ფარგლებში უნდა ემოქმედათ, სინამდვილეში კი შექმნეს ბევრი პრობლემა, რომლებიც ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევად უნდა ჩაითვალოს.
პარლამენტში ვიდეოგადაღების წესი იცვლება
7 თებერვალი, 2012
სატელევიზიო სტანდარტულ კამერებს პარლამენტის სხდომების გადაღება არ შეეძლებათ. ამას მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის კამერა შეძლებს. თუმცა, ჟურნალისტები არ იქნებიან შეზღუდული პარლამენტის დარბაზში სხდომის მიმდინარეობა პატარა კამერით ან მობილური ტელეფონით გადაიღონ.