მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
რა ბედი ელის გალის რაიონის ქართულ სკოლებს?
30 ნოემბერი, 2006
27 ნოემბერს გალის რაიონის დაბალი ზონის ქართული სკოლების პედაგოგებმა ერთდღიანი გაფიცვა მოაწყვეს. პედაგოგები საქართველოს ხელისუფლებისაგან ითხოვენ ხელფასების დანიშვნას საათობრივი განაკვეთებით და ერთჯერადი ყოველწლიური დახმარების გაცემას. 28 ნოემბერს კი ყველა სკოლის პედაგოგიური კილექტივის წარმომადგენელმა (დაახლოებით 50-მდე პედაგოგმა) ენგურს გამოღმა, ზუგდიდის რაიონის სოფელ ორსანტიის ხიდთან გამართა საპროტესტო აქცია.
მოსწავლეები საკლასო ოთხებში იყინებიან
30 ნოემბერი, 2006
ზამთარი კარს მოგვადგა, თუმცა სკოლების გათბობა მაინც ვერ ხერხდება. როგორც მოსწავლეები, ისე მასწავლებლები საკლასო ოთახებში იყინებიან. მშობლები კი პრეტენზიებს სკოლის დირექტორებს უყენებენ და გათბობის ჩართვას სთხოვენ. თბილისის სკოლების უმეტესობა ამ დღეშია. მცირე ნაწილმა კი გათბობის პრობლემა უკვე მოაგვარა.
ჟურნალისტი საზოგადოებრივი არხის წინააღმდეგ
29 ნოემბერი, 2006
სამსახურიდან სატელეფონო საუბრით გათავისუფლებული ჟურნალისტი მარიკა პარუნაშვილი საზოგადოებრივ არხს თავისი უფლებების შელახვაში ადანაშულებს.
თელავის საგადასახადო ინსპექცია მიცვალებულებს დავალიანების დაფარვას ედავება
29 ნოემბერი, 2006
არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კახეთის ოფისის იურისტები, თელავის ზონალურ საგადასახადო ინსპექციას, საგადასახადო კოდექსით დადგენილი მოთხოვნების დარღვევაში ადანაშაულებენ. დაპირისპირების მიზეზი, ინსპექციის მიერ, მეწარმეებისთვის რამდენიმე დღის წინ დაგზავნილი შეტყობინებები გახდა.
გაჩუქება ძალდატანებით
29 ნოემბერი, 2006
აბასთუმნის ყოფილ გამგებელს ანტონ მერაბიშვილსა და ადგილობრივ ბიზნესმენ გენადი ენდელაძეს კერძო მფლობელობაში მქონე სასტუმრო „აბასთუმანი“ და სანატორიუმი „აღობილი“ ჩამოერთვათ. ნაჩუქრობის ხელშეკრულებით, სასტუმრო და სანატორიუმი სახელმწიფოს გადაეცა. ყოფილი მეპატრონეები ამ საკითხზე საუბარს გაურბიან.
დევნილები საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ
27 ნოემბერი, 2006
ზუგდიდის გარეუბანში ე.წ. ფაიფურის დასახლებაში თითქმის 2 600 დევნილი ცხოვრობს სხვადასხვა შენობაში. რაიონის გამგეობის დაქვემდებარებაში არსებულ ერთ-ერთ ორსართულიან სახლში აფხაზეთიდან დევნილი 20 ოჯახი ცხოვრობს. ზოგიერთი 7-8 სულიანი ოჯახი ერთ ოთახშია შეყუჟული. შენობა არ გარემონტებულა გასული საუკუნის 80 –იანი წლების შემდეგ. ამჟამად შენობის სახურავი მთლიანდ გამოსაცვლელია. აწვიმს მთელ სახლს.
ოჯახის მძიმე სოციალურ მდგომარეობას შვილის უბედურებაც ემატება
27 ნოემბერი, 2006
19 წლის ნათელა ბოლქვაძეს გადაუდებელი ოპერაცია სჭირდება. დიაგნოზის მიხედვით, მას დამწვრობის შემდგომი ნაწიბურები გულმკერდის წინა ზედაპირისა და ეპიგასტინიუმის არეში, ასევე სარძევე ჯირკვლების დეფორმაცია სჭირს. ქედის რაიონის გამგეობა ბოლქვაძეებს მხოლოდ ერთჯერადი, 30 ლარით დახმარებას ჰპირდება. ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი კი მხოლოდ უსინათლო ბებიის პენსია - 38 ლარია.
რა ჯდებოდა სამსახურში მოწყობა შიდა ქართლის რწმუნებულის აპარატში
27 ნოემბერი, 2006
გორის სასამართლოში გახმაურებული საქმე, რომელიც გუბერნატორების, მიხეილ ქარელისა და ირაკლი ოქრუაშვილის პირად მდივანს ნინო ავეტისოვას ეხებოდა, დასასრულს მიუახლოვდა. შიდა ქართლის პროკურატურამ ნინო ავეტისოვა 2006 წლის გაზაფხულზე დააკავა. ბრალდებული, ირაკლი ოქრუაშვილისა და მიხეილ ქარელის სახელით, მოქალაქეებს სხვადასხვა თანამდებობებზე დასანიშნად თანხას ართმევდა.
ცხინვალიდან დევნილებს ღია ცის ქვეშ ტოვებენ
24 ნოემბერი, 2006
პატარა ლიახვის ხეობაში მდებარე სოფელ არგვიცში მცხოვრებ მარუსია მიდოდაშვილს ის ვაგონი, სადაც 15 წელია ცხოვრობს, დაეწვა და ღია ცის ქვეშ დარჩა. მის გაუსაძლის პირობებზე ჩვენ ადრეც ვწერდით, თუმცა მისთვის ყურადღება არავის მიუქცევია.
თელავის ხელისუფლება ადგილობრივ ტელეკომპანიაზე ზეწოლას განაგრძობს
24 ნოემბერი, 2006
რეიდი ფინანსური პოლიციის მიერ, ხულიგნობის მიზეზით დირექტორის დაპატიმრების მცდელობა, ჟურნალისტების სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა - თელავის ტელეკომპანია „თანამგზავრის“ ირგვლივ ყველა ეს ფაქტი ბოლო ორი წლის განმავლობაში განვითარდა. ამჯერად „თანამგზავრი“ ოფისის გარეშე დარჩა. ყოველკვირეული გადაცემა „დიალოგი“ უკვე ორი კვირაა ეთერში აღარ გადის.
პრეზიდენტს გიორგი მიქიაშვილის გადარჩენას სოხუმიდან და სამაჩაბლოდანაც სთხოვენ
23 ნოემბერი, 2006
გასულ კვირას საქართველოს რეგიონებში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და ჟურნალისტებმა, საქართველოს პრეზიდენტის სახელზე სპეციალური მიმართვა შეიმუშავეს. წერილს, რომლითაც ხელმომწერები მიხეილ სააკაშვილს გიორგი მიქიაშვილის საქმით დაინტერესებას სთხოვენ, აფხაზეთიდან, სამაჩაბლოდან, რუსეთიდან [მოსკოვიდან] და აზერბაიჯანიდან ე.წ. საინგილოდანაც გამოეხმაურნენ.
ვეტერანი დოკუმენტების არქონის გამო პენსიას და დახმარებას ვერ ღებულობს
23 ნოემბერი, 2006
მეორე მსოფლიო ომის ვეტერან 79 წლის ისმაილ ბერიძეს ვეტერანთან გათანაბრებული 45 ლარიანი პენსია და შეღავათები ელექტროენერგიასა და გაზზე შეუწყვიტეს. ბრეგაძე ზემოაღნიშნულ შეღავათება ვეტერანთა ახალი აღრიცხვის [ზაფხულის] შემდეგ აღარ იღებს.
ასპინძის რაიონში A ჰეპატიტი დაფიქსირდა
17 ნოემბერი, 2006
ასპინძის რაიონში დაახლოებით ორმოცამდე მოსწავლეს ინფექციური დაავადება A ჰეპატიტი აღმოაჩნდა. ბავშვების მშობლები დაავადების მიზეზად სასმელ წყალს ასახელებენ, რომელსაც, მათივე განცხადებით, მატლები და ჭიები მოჰყვება. დაბინძურებული სასმელი წყლის პრობლემა რაიონში სიახლეს არ წარმოადგენს. მოსახლეობა თავს ამ მხრივ დაუცველად გრძნობს.
გალის ქართველ მოსახლეობას აფხაზურ პასპორტს არ აძლევენ
17 ნოემბერი, 2006
მესამე წელია აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლება ადგილობრივ მოსახლეობას რუსული და აფხაზური პასპორტების აღებას აიძულებს. რუსული პასპორტების მიღების პროცესი კარგა ხანია კორუფციის უდიდესი წყარო გახდა. ამ ფაქტს აფხაზური ხელისუფლებაც კი აღიარებს.
ცოფის ვაქცინების მარაგი იწურება, ერიდეთ ძაღლებს!
17 ნოემბერი, 2006
რუსეთ საქართველოს შორის არსებული ბლოკადა მედიკამენტებსაც შეეხო. განსაკუთრებით კი ცოფის საწინააღმდეგო (ანტირაბიულ) ვაქცინებს. საქართველოსთვის ამ პრეპარატის ძირითადი მომწოდებელი სწორედ რუსეთი იყო. ამ ეტაპისთვის კი ბლოკადა არსებობს და ისღა დაგვრჩენია, ვერიდოთ ძაღლებსა და სხვა ცხოველებს.
`ბადაგონი` სოფლის მეურნეობის სამინისტროს უჩივლებს
17 ნოემბერი, 2006
14 ნოემბერს ქართულ - იტალიური კომპანია `ბადაგონის` ღვინის ქარხანაში ე.წ. ფალსიფიცირებული ღვინის საჯაროდ დაღვრამ დაპირისპირება გამოიწვია. ღონისძიებას, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და ფინანსური პოლიციის კახეთის სამმართველოს მიერ იყო ორგანიზებული, ინვესტორებმა, ბიზნესის დამოუკიდებლად განვითარების წინააღმდეგ მიმართული პროვოკაცია უწოდეს.
ხელვაჩაურის რაიონის გამგებელი სასამართლო დარბაზში დააკავეს
16 ნოემბერი, 2006
გუშინ, ხელვაჩაურის რაიონის გამგებელი გოჩა შერვაშიძე სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს. პროკურატურა მას „უკანონოდ გასხვისებული მიწების გამო“ ედავება. წინასწარი ინფორმაციით, პროკურატურა შერვაშიძესთან საპროცესო გარიგებაზე არ მიდის და მას 10-წლიანი პატიმრობა ემუქრება. გოჩა შერვაშიძეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.
”კოკოითის არჩევნებს დუმის დეპუტატები აკონტროლებდნენ”
16 ნოემბერი, 2006
ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც კოკოითის რეჟიმის მიერ კონტროლირებად სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე არჩევნების დამკვირვებლად ოფიციალურად დაარეგისტრირეს, საერთო სამოქალაქო მოძრაობა ,,მრავალეროვანი საქართველო” იყო. აღნიშნულმა ორგანიზაციამ რეგისტრაცია ცხინვალის საარჩევნო კომისიაში გაიარა. მის წარმომადგენლებს ყველა საარჩევნო უბანზე მისვლის უფლება ჰქონდათ.
ადამიანებით მოვაჭრეთა ჯგუფები აქტიურდებიან
16 ნოემბერი, 2006
ტრეფიკერები აზერბაიჯანსა და საქართველოს ადამიანების ყიდვა-გაყიდვის ძირითად სატრანზიტო ტრასად იყენებენ. თუმცა, ამავე რეგიონის ქვეყნების მაცხოვრებლებიც ხშირად ხდებიან დამნაშავეების ხელში. 231 გაყიდული გოგონა, 58 დაპატიმრებული ტრეფიკერი და გამოვლენილი 14 ორგანიზებული ჯგუფი - ასეთია ერთი წლის არასრული სტატისტიკა აზერბაიჯანში.
მიწის გარეშე დარჩენილი გლეხები „ბრითიშ პეტროლიუმის“ წინააღმდეგ
15 ნოემბერი, 2006
სამწლიანი დავა ახალციხის რაიონის სოფელ ნაოხრების მაცხოვრებლებსა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის საქართველოს მილსადენ კომპანიას შორის მიწის კომპენსაციის გაცემის თაობაზე ისევ არ გადაწყვეტილა. ამ ხნის მანძილზე მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფ გლეხებს კუთვნილი მიწის ნაკვეთებიდან არც თანხა და არც მოსავალი არ აუღიათ.