სტატია
1 ოქტომბერი, 2010
როგორია, როცა უგზო-უკვლოდ იკარგებიან? უგზოუკვლოდ
ადამიანის დაკარგვა ოჯახისთვის ნიშნავს წლების განმავლობაში რიტმიდან
ამოვარდნილ ცხოვრებას, გაუგებრობას ყოველ ფეხის ნაბიჯზე, გაუთავებელ
სიარულს გვამების ამოსაცნობად, სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებში,
ნაცნობებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, მკითხავებშიც კი... ამ დროს
შენც გარკვეულწილად უგზოუკვლოდ ხარ დაკარგული. ყველა, ვისაც ოჯახის წევრი
დაეკარგა, ამბობს, რომ ეს გაცილებით უარესია, ვიდრე ცნობა გარდაცვალების
შესახებ.