ლტოლვილები / დევნილები
29 ოქტომბერი, 2010
„ვიცი, როცა ჩემი გვარ-სახელი მედიაში კვლავ გაჟღერდება,
იკითხავენ - ეს კაცი კიდევ არ მომკვდარა, ცოცხალიაო? ამას იმიტომ
იტყვიან, რომ ამ შენობაში შემოსახლების დღიდან, სულ ერთსა და იმავე
პრობლემებზე ვსაუბრობ და დახმარებას ვითხოვ. რა ვქნა, ის პრობლემები,
რაზეც მე და ჩემი მეზობლები დღეს გესაუბრებით, ახალი არაა. 2009 წლის
აგვისტოს შემდეგ ჩვენთან ვითარება უფრო გაუარესდა და რა დღეშიც ვართ,
ალბათ ხედავთ“, - ასე დაიწყო საუბარი „ადამიანის უფლებათა ცენტრთან“
აფხაზეთიდან დევნილმა ვაჟა მონიავამ.