მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
მედია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
GPB-ის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების პროცესი ჩიხში შევიდა - კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის
27 დეკემბერი, 2013
კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის გამოხატავს შეშფოთებას, რადგან კოალიციის წევრების აზრით, „საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს დაკომპლექტების პროცესი ჩიხში შევიდა“. შესაბამისი განცხადება კოალიციამ 2013 წლის 26 დეკემბერს გაავრცელა.
GPB-ის მეურვეობის მსრუველ კანდიდატებს შორის სატელევიზიო დებატები გაიმართება
24 დეკემბერი, 2013
საზოგადოებრივი მაუწყებლის (GPB) სამეურვეო საბჭოს წევრობის მსურველ კანდიდატებს შორის დებატები 24 დეკემბერს „მეორე არხის“ ეთერში გაიდაცემა. დებატები „რეალური სივრცის“ სტუდიაში ჩაიწერება. დებატების წამყვანი „მეორე არხის“ მთავარი პროდიუსერი, დოდო შონავა იქნება.
GPB-ს მეურვის შესარჩევმა კომისიამ კანდიდატთა არჩევის პროცესი შეაჯამა
24 დეკემბერი, 2013
საზოგადოებირვი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მეურვის შესარჩევი საკონკურსო კომისიის წევრებმა კანდიდატთა შერჩევის პროცესი 23 დეკემბერს შეაჯამეს. მათ მიერ შერჩეული 27 კანდიდატი უკვე გადაეგზავნა საპარლამენტო უმცირესობასა და უმრავლოსობას, რომლებიც 3-3 წევრს შეარჩევენ, ინფორმაცია მიიღეს სახალხო დამცველის აპარატმა, მისი კვოტით 2 მეურვე შეირჩევა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ, რომელიც ერთ წევრს შეარჩევს.
ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს პროგრესი და ხარვეზები განიხილეს
13 დეკემბერი, 2013
10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, სახალხო დამცველმა და ზოგიერთმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული ძირითადი ტენდენციები შეაფასეს, აღნიშნეს პროგრესი და პრობლემებსა და გამოწვევებზეც ისაუბრეს.
Humanrights.ge-ს სტატიამ გაეროს მოსახლეობის ფონდის კონკურსში გაიმარჯვა
9 დეკემბერი, 2013
ადამიანის უფლებათა ცენტრის მედიაპორტალის სტატიამ, „ტექნიკური მიმართულება - ბიჭებს, ჰუმანიტარული - გოგონებს“ გაეროს მოსახლეობის ფონდის კონკურსში, საუკეთესო სტატიის ნომინაციაში პირველი ადგილი დაიკავა.
GNCC-სა და „სუპერ TV“-ს შორის დავა მორიგებით დასრულდა
28 ნოემბერი, 2013
კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასა (GNCC) და საკაბელო კომპანია „სუპერ TV“-ს შორის დავა მორიგებით დასრულდა - კომისიამ ჯარიმა შეამცირა და „სუპერ TV“-ს მხოლოდ 3 ათასი ლარის გადახდა მოუწევს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს
21 ნოემბერი, 2013
20 ნოემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ემზარ გოგუაძემ პრესკონფერენცია გამართა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, პრემიერმინისტრობის კანდიდატს, ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა. გოგუაძე ღარიბაშვილს უსაფრთხოების საკითხებში საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მრჩევლის, ირაკლი ციბაძის თანამდებობიდან გათავისუფლებას სთხოვს.
ინციდენტი ჟურნალისტსა და გამგებლის მდივანს შორის
20 ნოემბერი, 2013
წინასაარჩევნო მედიაგაშუქება - კვლევის შედეგების პრეზენტაცია
11 ნოემბერი, 2013
მედიამონიტორთა ჯგუფის შეფასებით, წინაასაარჩევნო გარემოც და თავის მხრივ, მედიის მუშაობის სტილი, საპრეზიდენტო არჩევნების დროს, გასული წლისგან რადიკალურად განსხვავებული იყო . მათი თქმით, წინასაარჩევნო მედიაგაშუქება შედარებით მშვიდ და დაბალანსებულ გარემოში მიმდინარეობდა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი სამეურვეო საბჭოს ასარჩევად კანონში ცვლილებები შედის
8 ნოემბერი, 2013
პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებებს, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ახალი წესებით დაკომპლექტებას დააჩქარებს.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია არჩევნების დღეს ჟურნალისტთა უფლებების დარღვევის ფაქტებს ეხმაურება
29 ოქტომბერი, 2013
საქართველოს ჟურნალისტური ქარტია არჩევნების დღეს ყურადღებით ადევნებდა თვალს მედიის მუშაობას. მიუხედავად იმისა, რომ გასულ არჩევნებთან შედარებით, 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები გაცილებით მშვიდად წარიმართა, დაფიქსირდა ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის, ზეწოლისა და შეურაცხყოფის ფაქტები, რაც ქარტიის აზრით შემაშფოთებელია.
საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია წინასაარჩევნო მედია გარემოს გაუმჯობესებაზე საუბრობს
29 ოქტომბერი, 2013
საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია, რომელიც მონიტორინგს უწევდა საქართველოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს, მიიჩნევს, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს საქართველოში მედია გარემო უფრო ღია იყო და ჟურნალისტები "ყოვლისმომცველად" აშუქებდნენ მთავარ პოლიტიკურ მოვლენებს.
საარჩევნო უბანზე მედიის მუშაობასთან დაკავშირებული რეგულაცია გამარტივდა
25 ოქტომბერი, 2013
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მედის წარმომადგენელებისთვის დაწესებული მკაცრი რეგულაციის დადგენილება გაამარტივა. ცვლილებების მიხედვით ერთი და იგივე მედიასაშუალების წარმომადგენლებს შეუძლიათ საარჩევნო უბნებზე რამდენჯერმე შევიდნენ და ათი წუთის განმავლობაში თავისუფლად გადაადგილდნენ და გადაიღონ კადრები, ხოლო ათი წუთის შემდეგ, კომისიის თავმჯდომარის მიერ მითითებული ადგილიდან მოახდინონ ფოტო და ვიდეო გადაღება.
ნინო ბურჯანაძე „პირველი არხზე“ წინასაარჩევნო დებატებში მონაწილეობას აღარ მიიღებს
24 ოქტომბერი, 2013
„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის“ პრეზიდენტობის კანდიდატი, ნინო ბურჯანაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ ეთერში გადაცემა „საპრეზიდენტო დებატებში“ მონაწილეობის მიღებაზე უარს აცხადებს. ამის შესახებ პოლიტიკურმა მოძრაობამ განცხადება 17 ოქტომბერს გაავრცელა. მან განცხადებით საზოგადოებრივ მაუწყებელსაც მიმართა.
„პალიტრა TV“-მ ეთიკური პრინციპები დარღვია - ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
22 ოქტომბერი, 2013
„პალიტრა TV“-ის ჟურნალისტს, მაკა ქობალიას ციური ბაკარაძის (კვარაცხელიას) წარმომადგენელმა, შორენა კალანდიამ უნებართვოდ გადაღებული ვიდეოს გამო ჟურნალისტიური ეთიკის ქარტიაში უჩივლა. მაკა ქობალიამ „პალიტრა TV“-თვის ვიდეო-სიუჟეტი დაამზადა, სადაც ასახული იყო, როგორ უვლიდა დედა 18 წლის წინ გარდაცვლილ შვილს.
აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოში მხოლოდ „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი კანდიდატები დაამტკიცეს
22 ოქტომბერი, 2013
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს შესარჩევ კონკურსში ფრაქცია „ქართული ოცნების“, "ქართული ოცნება აჭარისა" და "ქართული ოცნება თავისუფალი დემოკრატების" მიერ წარდგენილი კანდიდატები - ზაზა ხალვაში, გიორგი ირემაძე და რუსუდან იმედაშვილი17 ოქტომბერს დაამტკიცა.
მედია აგრძელებს არჩევნების დაბალანსებულად გაშუქებას - ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მეორე შუალედური ანგარიში
22 ოქტომბერი, 2013
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ დღეს, 21 ოქტომბერს მედიასაშუალების მედიამონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიშის (16 სექტემბერი – 10 ოქტომბერი) შედეგები გამოქვეყნა. მონიტორინგის შედეგების მიხედვით, მედია აგრძელებს არჩევნების ზოგადად დაბალანსებულად გაშუქებას. მედიის უმეტესი ნაწილი უფრო ნაკლებ დროს უთმობს მთავრობას, ნაწილმა კი გაზარდა პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების გაშუქებისთვის დათმობილი დრო. ტელევიზიებმა ძირითადი დრო „ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გაშუქებას დაუთმეს.
ორი წევრის გადადგომის შედეგად საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო უმოქმედო გახდა
11 ოქტომბერი, 2013
წინასაარჩევნო მედიაგარემო შიდა ქართლში
26 სექტემბერი, 2013
შიდა ქართლის რეგიონში ორი ტელეკომპანია, ერთი რადიო, ორი გაზეთი და ერთი საინფორმაციო სააგენტოა, თუმცა ასევე ოთხივე მუნიციპალიტეტს აქვს ბიუჯეტიდან დაფინანსებული პერიოდული გამოცემები, სადაც ძირითადად ხელისუფლების მუშაობის შესახებ და ასევე, მუნიციპალიტეტების მიერ გამოცხადებულ ტენდერებზე ქვეყნდება ინფორმაცია.
საჯარო მოსამსახურემ ჟურნალისტს უცენზურო სიტყვებით მიმართა
13 სექტემბერი, 2013
აჭარის უმაღლესი საბჭოს თანამშრომელმა კობა ადეიშვილმა უცენზურო კომენტარები დატოვა „გაზეთ ბათუმელების“ სტატიაზე „ვინ იზეიმა ბათუმობა 240 ათას ლარად“. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები ფაქტზე რეაგირებას ითხოვენ.