მთავარი
ჩვენს შესახებ
ისტორია
გუნდი
მხარდაჭერა
ახალი ამბები
სიახლეები
სტატიები
განცხადებები
მედია
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
კონტაქტი
გაფართოებული ძიება
კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა
გაფართოებული ძიება
Eng
სტატია
აირჩიეთ წელი
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
2011
2010
2009
2008
2007
2006
2005
2004
2003
აირჩიეთ თვე
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
ივლისი
აგვისტო
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
სამტრედიის პოლიციის უფროსი უკანონო დაკავების ბრალდებით დააკავეს
19 დეკემბერი, 2012
13 დეკემბერს სამტრედიის პოლიციის უფროსი ზვიად ობოლაძე სამართალდამცველებმა დააკავეს. მას 19 აგვისტოს 22 წლის სერგო კიღურაძის უკანონო დაკავებას ედავებიან. კიღურაძე მოძრაობა „შვიდი ნოემბრის“ წევრი იყო, ხოლო წინასაარჩევნოდ კოალიცია „ქართული ოცნების“ და კალაძის წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად იყო ჩართული.
ბუტა რობაქიძის მეგობრებს ბრალდება მოეხსნათ
19 დეკემბერი, 2012
2004 წელს მოკლული ახალგაზრდის, ბუტა რობაქიძის მეგობრებს, რომლებიც 8 წლის განმავლობაში იარაღის უკანონო შეძენისა და ტარების ბრალდებით სასჯელს იხდიდნენ, ბრალდება მოეხსნათ.
დიდველას მოსახლეობამ გზა გადაკეტა
19 დეკემბერი, 2012
16 დეკემბერს ბაღდათის რაიონის სოფელ დიდველაში ადგილობრივმა მცხოვრებლებმა გზა გადაკეტეს. ისინი სოფლის გზის საფარის რეაბილიტაციას ითხოვენ, სადაც შპს „საქმილმშენი“ სამუშაოებს დღემდე აწარმოებს.
იაგო ჩოჩელის, ლაურა ღაჭავასა და გიორგი ისაკაძის კომპანიები მზად არიან, ბანკ „ქართუს“ ზარალი აუნაზღაურონ
19 დეკემბერი, 2012
კომპანიათა ნაწილი, რომლებიც შსს-ის ინფორმაციით, ბანკი „ქართუს“ გაკოტრების დანაშაულებრივ სქემაში ყოფილ მაღალჩინოსნებთან ერთად მონაწილეობდა, მზად არის, ბანკს მიყენებული ზარალი აუნაზღაუროს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ქართუ ჯგუფის“ იურიდიული განყოფილების უფროსმა ალა კახნიაურმა განუცხადა.
ქართლელი გლეხები რუსეთის ბაზრის გახსნას ითხოვენ
19 დეკემბერი, 2012
შიდა ქართლში, ფრონეს ხეობის სოფლებში, რუსეთის ბაზრის გახსნისა ეიმედებათ. ადგილობრივი გლეხები მიიჩნევენ, რომ მათი სოციალური პრობლემების მოგვარება უპირველეს ყოვლისა, რუსეთის ბაზრის გახსნის შემდეგ იქნება შესაძლებელი.
უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შეკრებისა და მანიფესტაციების ორგანიზების უფლება მიეცათ
18 დეკემბერი, 2012
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2012 წლის 12 დეკემბერს მოლდოვას მოქალაქის, მარიანა კიკუს სარჩელი დააკმაყოფილა. მოქალაქის სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ იყო მიმართული და „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდა.
გასვენებაში წასვლის წინ „ნაციონალები“ ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტში იკრიბებიან
18 დეკემბერი, 2012
ბოლო დღეებში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში ყოფილ გამგებელს, გიორგი გოგუაძეს ხედავენ. როგორც თვითმხილველებმა გვითხრეს, 12 დეკემბერს გოგუაძე გამგებლის მოვალეობის შემსრულებელ კახა ასკურავასთან, საკრებულოს თავმჯდომარე რევაზ ჩიტიძესთან და ვიცე–გუბერნატორ ლელა თავართქილაძესთან ერთად იმყოფებოდა.
არჩევნებამდე გათავისუფლებული პედაგოგები სკოლაში დაბრუნებას მოითხოვენ
18 დეკემბერი, 2012
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა სასწავლო დაწესებულებებიდან უსამართლოდ გათავისუფლებული პედაგოგების მისამართით ოფიციალური განცხადება გაავრცელა. გიორგი მარგველაშვილმა მასწავლებლებს მხარდაჭერა გამოუცხადა და პირობა მისცა, რომ სამინისტრო კონკრეტულ საქმეებს მოიკვლევს და შესაბამისად, მოხდება დაზარალებულთა რეაბილიტაცია.
„კართან დამეწია და წიხლი ამომარტყა...“
18 დეკემბერი, 2012
17 დეკემბერს რუსთავის „ჰაიდელბერგ ცემენტის“ ქარხანაში საპროტესტო აქცია გაიმართა. ქარხნის ავტოსატრანსპორტო საამქროს მუშები დირექტორის შეცვლას ითხოვენ. მათი თქმით, ორი კვირის წინ საწარმოს ხელმძღვანელმა, მამუკა სულაძე ერთ-ერთ მუშას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
დაუპატიმრებელი დაკავებულები შიდა ქართლში
17 დეკემბერი, 2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ საქართველოს მთავრობის სათავეში მოსვლის შემდეგ, სამართლიანობის აღდგენის მოტივით, ჩინოვნიკთა დაკავებები შიდა ქართლშიც დაიწყო. ადამიანის უფლებათა ცენტრის მონაცემებით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებულ ყველა დაკავებულს გირაო შეუფარდეს. არის ისეთი შემთხვევები, როცა დაკავებულს ბრალიც კი არ წარედგინა, ისე გაათავისუფლეს. საინტერესოა, რომ ერთ-ერთი დაკავებული „ქართული ოცნების“ წარმომადგენელია.
გურიაში გამგებლები იცვლებიან
14 დეკემბერი, 2012
საპარალამენტო არჩევნებიდან ორი თვე გავიდა. გურიაში, ისევე როგორც სხვა რეგიონებში, განსაკუთრებით აქტუალურია მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირთა გადაყენება და ძველი კადრების ახალი სახეებით ჩანაცვლება.
„როდესაც არსებობს პრეზიდენტის ერთი თვითმფრინავი, რაში გვჭირდება მეორე?!“
14 დეკემბერი, 2012
ინტერპრესნიუსი 12 დეკემბერს თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა ვაკო ავალიანმა განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტს ერთი თვითმფრინავი ჩამოართვეს. თავდაცვის სამინისტრო ამ თვითმფრინავის გასხვისებას გეგმავს. პრეზიდენტის პრესსპიკერი, მანანა მანჯგალაძე კი აცხადებს, რომ თვითმფრინავის გასხვისებით სახელმწიფო იზარალებს.
დეპუტატებს უჰაერობისგან „ტვინის დაქვეითების საშიშროება“ ემუქრებათ
13 დეკემბერი, 2012
საქართველოს ახლადაშენებულ პარლამენტის შენობაში ლაბორატორიული კვლევები დასრულდა. სპეციალისტთა ჯგუფის ქუთაისში ჩამოსვლას საფუძვლად პარლამენტართა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ჩივილები დაედო. ისინი პარლამენტში არსებულ უჟანგბადობასა და აზოტის მოჭარბებაზე საუბრობენ.
აშშ-ის საელჩომ საქართველოში ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღე აღნიშნა
13 დეკემბერი, 2012
10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აშშ–ის საელჩომ, ევროკავშირის, საფრანგეთის, ჰოლანდიისა და სხვა ქვეყნების საელჩოებთან ერთად, რამდენიმე მრგვალ მაგიდას უმასპინძლა მედიის თავისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და შრომის თემებზე.
ხარაგაულის სავადმყოფოს მედპერსონალი შრომითი უფლებების დარღვევაზე ჩივის
13 დეკემბერი, 2012
9 დეკემბერს ხარაგაულის საავადმყოფოს მედპერსონალმა გამაფრთხილებელი გაფიცვა მოაწყო. მედიკოსები გაუსაძლისს პირობებზე და დაბალ ანაზღაურებაზე ჩივიან. მათი თქმით, საავადმყოფოში ელემენტარული სანიტარული პირობები არ არის დაცული. უფრო მეტიც - შენობაში წყალი არ არის. გარდა ამისა, ყოველი თვის ხელფასის ასაღებად ექიმებს ბრძოლა და ცენტრალური ოფისისთვის მიმართვა უწევთ. მიუხედავად ასეთი პირობებისა, მათ ყურადღებას არავინ აქცევს.
ლანჩხუთის საავადმყოფოს პერსონალმა გაფიცვა მომავლის იმედით შეწყვიტა
12 დეკემბერი, 2012
ლანჩხუთის რაიონულ საავადმყოფოში პრობლემები მას მერე შეიქმნა, რაც იქ შპს „ადითი“ შევიდა. „ადითი“ მედპერსონალის ხელფასების გაზრდისა და საავადმყოფოს შენობის რეაბილიტაციის ვალდებულებას იღებდა.
ყველაზე ჩუმი სახლის ყოფითი პრობლემები ჟესტურ ენაზე
12 დეკემბერი, 2012
საცხოვრებელი კორპუსი - ძველი და საბჭოური, ისევე როგორც მაშინდელი დამოკიდებულება - უნარშეზღუდულ ადამიანებს ჰქონოდათ იზოლირებული, გამიჯნული სივრცე. მართალია, კორპუსში ასეთი რანდენიმე ოჯახიღა შემორჩა, მაგრამ ამ სახლხს ქუთაისში ყველაზე ჩუმ სახლს უწოდებენ, რადგან თავის დროზე საბჭოთა ხელისუფლებამ სმენადაქვეითებულ ადამიანებს სწორედ აქ განუსაზღვრა საცხოვრებელი სივრცე.
უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელის ანგარიში - „უფლებადამცველთა მდგომარეობა საქართველოში 2011-2012 წწ.“
12 დეკემბერი, 2012
10 დეკემბერს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელმა პრესკონფერენცია გამართა და წარმოადგინა ანგარიში უფლებადამცველთა მდგომარეობის შესახებ. პრეზენტაციას, რომელსაც ადამიანის უფლებათა ცენტრისა და „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ წარმომადგენლები უძღვებოდნენ, ახალარჩეული სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილიც დაესწრო.
ვანის საკრებულოს თავმჯდომარეს ბრალი ორი მუხლით წაუყენეს
11 დეკემბერი, 2012
8 დეკემბერს ქუთაისის პროკურატურაში ვანის საკრებულოს თავმჯდომარე დავით კაკაბაძე დაიბარეს. მას 23 სექტემბერს მომხდარი ინციდენტის გამო წაუყენეს ბრალი. საქმე ეხება ბიზნესმენ მამუკა შარაშენიძის ცემის ფაქტს.
სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი humanrights.ge-ს ახალ გამოწვევებზე და სამომავლო გეგმებზე ესაუბრება
10 დეკემბერი, 2012
82 ხმა 12-ის წინააღმდეგ - ამ მაჩვენებლით 7 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა ხუთი წლის ვადით სახალხო დამცველი აირჩია. ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს უჩა ნანუაშვილს სახალხო დამცველის თანამდებობაზე არჩევისას საპარლამენტო უმცირესობამ მხარი არ დაუჭირა და იგი „ოცნების ომბუდსმენად“ მონათლა. სამაგიეროდ, საპარლამენტო უმრავლესობამ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და მას „ადამიანის უფლებათა დაცვის გარანტიისთვის ზედგამოჭრილი კადრი“ უწოდა.