02:28, Monday, 18.11.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სტატია

აირჩიეთ წელი: 2019 2018 2017 2016 2015 2014 2013 2012 2011 2010 2009 2008 2007 2006 2005 2004 2003
აირჩიეთ თვე: 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
2011-10-11
ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ახალმა საქმემ თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაინაცვლა
თავდაცვის ექს-მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილის სისხლის სამართლის ახალმა საქმემ თბილისის საქალაქო  სასამართლოში გადაინაცვლა. როგორც საინფორმაციო სააგენტო „პირველს“ „ქართულ პარტიაში“ განუცხადეს, საქმემ სასამართლო გამოძიების ეტაპზე გადაინაცვლა, მაგრამ არსებითი განხილვის დაწყების თარიღი ჯერჯერობით ჩანიშნული არ არის.

2011-10-10
საცხოვრებლის გარემონტების შემდეგ დევნილ დებს ქუჩაში აგდებენ
რუსთავში ლომოურის ქუჩაზე ოთხსართულიანი სახლის ეზოში ცემენტის ტომრები და მუშების ხელსაწყოები ყრია.  „ოქტომბრის ბოლოს უნდა ჩავაბაროთ ობიექტი და ვჩქარობთ“, – გვიხსნიან მუშები, რომლებიც ამ სახლის კაპიტალურ რემონტზე მუშაობენ. სამუშაობი შენობის ყველა სართულს ეხება. სამშენებლო ხმაურის გარდა, კორპუსის მეორე სართულიდან ბავშვების ჟრიამულიც ისმის.

2011-10-10
კონფლიქტი ტურიზმის განვითარებას ხელს უშლის
რამდენად შესაძლებელია კონფლიქტურ ტერიტორიებზე ტურიზმის სრულფასოვნად განვითარება. ეს იყო ერთ-ერთი სასაუბრო თემა ქართველი, აფხაზი და ოსი ჟურნალისტების შეხვედრაზე, რომელიც 12-17 სექტემბერს ჩრდილოეთ კვიპროსში გაიმართა.

2011-10-06
ზურაბ ოტიაშვილი - რაც დუშეთში ხდება, მთელმა საქართველომ არ უნდა გაიგოს
მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტებისთვის კომენტარის მიცემის გამო, ბოლო ორი თვის განმავლობაში, დუშეთის რაიონში სამსახურიდან უკვე სამი ადამიანი გაათავისუფლეს. დანარჩენებს უთხრეს, რომ კანონის წინაშე დამნაშავეები არიან, რადგან ჟურნალისტებს ესაუბრნენ.

2011-10-05
მელაანში პრეზიდენტის ვიზიტის დროს პედაგოგი გაიტაცეს
26 სექტემბერს, გურჯაანის რაიონის სოფელ მელაანში, საქართველოს პრეზიდენტმა ახალი სკოლა დაათვალიერა. სკოლის დათვალიერების შემდეგ სააკაშვილი ეზოში მოქალაქეებს შეხვდა. ჩალაუბნის საჯარო სკოლის ყოფილი მასწავლებელი, 53 წლის ლამზირა ყორჩიშვილი ერთ-ერთი იყო, ვისაც პრეზიდენტისთვის წერილის გადაცემა უნდოდა. სკოლის ეზოდან ის სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა გაიტაცეს.

2011-10-04
WWF – „ეროვნულ პარკებში ნადირობის დაშვება მიუღებელია“
ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისს მიაჩნია, რომ ეროვნულ პარკებში ნადირობის დაშვება და წითელი ნუსხის სახეობებზე ნადირობა კატეგორიულად მიუღებელია.

2011-10-04
შუალედური არჩევნები ხარვეზებით
2 ოქტომბერს თელავში შუალედური საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. საარჩევნო ოლქში სულ 56 898 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ცესკო-ს წინასწარი შედეგებით, არჩევნებში ხმათა 84.33%-ით (16 790 ხმა) „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, თელავის ყოფილმა გამგებელმა ვასილ დავითაშვილმა მიიღო. კენჭისყრის მიმდინარეობის დროს დამკვირვებლებმა სხვადასხვა სახის ხარვეზები და დარღვევები გამოავლინეს.

2011-10-03
ქვეყანაც და ბიზნესიც მშრომელი ადამიანების ხელებზეა დამოკიდებული
1 ოქტომბერს საქართველოს პროფკავშირებმა „ღირსეული შრომის დღე“ აღნიშნეს. ამ დღესთან დაკავშირებული საგანგებო აქცია-მანიფესტაცია ქუთაისელ მეტალურგთა სოლიდარობის ნიშნით გაიმართა, თუმცა მოიცვა ყველა ის საჭირბოროტო საკითხი, რაც საქართველოში დასაქმებულებს აწუხებთ.

2011-10-03
სამი სადამკვირვებლო ორგანიზაცია ამომრჩეველთა სიების შემდგენ კომისიაში მონაწილეობას არ აპირებს
სამი სადამკვირვებლო ორგანიზაცია  – „სამართლიანი არჩევნები“, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია  და „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო“ უარს აცხადებენ, მონაწილეობა მიიღონ იმ კომისიის მუშაობაში, რომელიც ამომრჩეველთა სიების ფორმირების და გადამოწმების მიზნით ცოტა ხანში ჩამოყალიბდება.

1 [2]
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC